არ მოიპარო და შენც არაფერს მოგპარავენ

ფოტო - არ მოიპარო და შენც არაფერს მოგპარავენ
ჰაკერი, რომელმაც გასულ წელს Wormhole-ის ხიდი გატეხა, ნადავლის გარეშე დარჩა. Jump Crypto და Oasis-ის პლატფორმებმა მარტივი და საყურადღებო მანევრი განახორციელეს: მათ, ფაქტობრივად, პროტოკოლი უკან წაიღეს და მოპარული დაზარალებულს დაუბრუნეს.
ჰაკერული თავდასხმის ზარალი მართლაც უზარმაზარი იყო (325 მლნ დოლარი ან 120 000 ETH), ამიტომ პროცესის ყველა მონაწილე, სავარაუდოდ, ბედნიერია.  მაგრამ ეს პრეცედენტი, კეთილი სირვილების მიუხედავად, რბილად რომ ვთქვათ, საშიშია: ბლოკჩეინის ტექნოლოგია მთელი ამ დროის განმავლობაში სწორედ იმით ფასობდა, რომ მასში თავიდანვე ჩაწერილი მონაცემების გაუქმება შეუძლებელი იყო.

ანუ, ბოროტსა სძლია კეთილმან, მაგრამ ბოროტი ძალების არსენალის გამოყენებით.

GC
GN Crypto
ავტორი