რა არის АМА კრიპტოში?
AMA ("Ask Me Anything-ის“ შემოკლება) - ინტერაქციული ონლაინ მოვლენა, სადაც ცალკეული პირი, ან ექსპერტთა ჯგუფი საზოგადოების კითხვებს რეალურ დროში პასუხობს.
კრიპტოვალუტის სფეროში AMA წარმოადგენს სესიებს, სადაც პროექტის დამფუძნებლები, დეველოპერები, ან გუნდის საკვანძო წევრები აზიარებენ იდეებს თავიანთი პლატფორმების, სამომავლო ფუნქციების, ან ზოგადად დარგის შესახებ. ეს ღონისძიება შეიძლება გაიმართოს სხვადასხვა პლატფორმებზე, როგორიცაა Twitter, Discord, YouTube ან Telegram.
AMA სესიების თავისებურებები და უპირატესობები:
1. გახსნილობა.
AMA საშუალებას აძლევს საზოგადოების წევრებს, უშუალოდ დაუკავშირდნენ პროექტის ხელმძღვანელებს, დეველოპერებსა და სხვა ექსპერტებს, რაც აჩვენებს, რამდენად ღიაა გუნდი აუდიტორიისთვის. ეს მომხმარებლებს მეტი ნდობით განაწყობს.
2. ინფორმაციულობა.
მსგავსი ღონისძიებები იძლევა ღირებულ ინფორმაციას პროექტის შიდა მუშაობის, მისი საგზაო რუკისა და მომავალზე გუნდის ხედვის შესახებ. ზოგიერთ რაღაცაზე პროექტის ვებგვერდიდან, ან სოციალური ქსელებიდან ვერ შეიტყობთ.
3. ნეტვორქინგი.
AMA სესიები ქმნის თანამოაზრე ადამიანებთან და დარგის პროფესიონალებთან კომუნიკაციის შესაძლებლობას, რაც ასევე აფართოებს თქვენი კონტაქტების წრეს კრიპტოვალუტურ სივრცეში.
4. უკუკავშირი.
პროექტის გუნდისთვის, AMA-ს ორგანიზება არის შესაძლებლობა, შეგროვდეს საზოგადოების გამოხმაურება და წინადადებები, რომელთა გამოყენება მათ თავიანთი პლატფორმის გასაუმჯობესებლად შეეძლებათ.
5. ინსაიდები.
ინვესტორებსა და მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ახალი ინფორმაცია პროექტის შესახებ, რომელიც ჯერ არსად გაჟღერებულა. ეს საშუალებას გაძლევთ, ერთი ნაბიჯით უსწრებდეთ მათ, ვინც ამგვარ AMA სესიებს არ ესწრება.
როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი AMA-გან:
1. AMA-ზე დასწრებამდე, გამოიკვლიეთ პროექტი და მოამზადეთ გააზრებული კითხვების სია, რომელიც დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ განსახილველი პლატფორმა, ან თემა.
2. მიუდექით სესიას პოზიტიური განწყობით და შეინარჩუნეთ პატივისცემის გამომხატველი ტონი კითხვის დასმისას, ან დისკუსიაში მონაწილეობისას.
3. ჩაიწერეთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია AMA სესიის დროს, რადგან შესაძლოა, ზოგიერთი ძირითადი მომენტი ამოვარდეს მეხსიერებიდან. მოგვიანებით, ამ ჩანაწერებზე დაყრდნობით, შეგიძლიათ დასკვნები ცივი გონებით გამოიტანოთ, რაც დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებისგან დაგიცავთ.
4. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები, ან გჭირდებათ განმარტებები გარკვეულ თემებზე, შეგიძლიათ სცადოთ და მიმართოთ პროექტის გუნდს, მოდერატორებს, ან საზოგადოების სხვა წევრებს, AMA სესიის შემდეგაც კი.
დასკვნა
დეველოპერებისთვის AMA სესიები კარგი შესაძლებლობაა, აჩვენონ თავიანთი ღიაობა და გაარკვიონ რა აწუხებს მომხმარებლებს. ასეთი ღონისძიებების მონაწილეებს შეუძლიათ, გაიღრმავონ ცოდნა, დაამყარონ კავშირები და მიიღონ უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილებები პლატფორმების გამოყენების, ან კონკრეტულ პროექტში ინვესტიციების თაობაზე.