რა არის Bone ShibaSwap (BONE)? პროექტის მიმოხილვა

icon BONE
icon ETH
icon SHIB
icon ONE
icon DAO
icon FOR
ფოტო - რა არის Bone ShibaSwap (BONE)? პროექტის მიმოხილვა
Bone ShibaSwap (BONE) არის ShibaSwap-ის ეკოსისტემის ერთ-ერთი ფლაგმანური ტოკენი. ეს მმართველობითი ტოკენია, რომელიც Shib Army-ის მიერ Doggy DAO-ში შემოთავაზებების კენჭისრისთვის შემუშავდა. BONE ასევე გახდა Shibarium-ის საფუძველი, რომელიც წარმოადგენს Ethereum-ზე დაფუძნებულ, მეორე დონის ბლოკჩეინ ქსელს Shiba Inu-სთვის.

პროექტის მისია

ShibaSwap არის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX), რომელიც შექმნილია Ethereum-ის ბლოკჩეინის საფუძველზე უცნობი დეველოპერის, ან გუნდის მიერ, სახელად Ryoshi.
წყარო: blog.shibaswap.com

წყარო: blog.shibaswap.com

ShibaSwap გახდა Shiba Inu-ს ეკოსისტემის ერთ-ერთი საბაზისო ელემენტი.
ტოკენები Shiba Inu არის თესლი, საიდანაც აღმოცენდა ეკოსისტემა, ShibaSwap კი არის არის ის, თუ როგორ გაიდგეს მათ ფესვები
, - აღნიშნულია შიბპედიაში.
ბირჟის მისიაა, უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის უსაფრთხო ადგილი ტოკენებით ვაჭრობისთვის და მათგან ყველაზე აქტიურები სტიმულებითა და ჯილდოებით  წაახალისოს. კერძოდ, საუბარია ლიკვიდობის მიმწოდებლებზე.

ShibaSwap-ის ეკოსისტემაში სამი ფლაგმანური ტოკენია - SHIB, LEASH და BONE. ისინი გამოიყენება დაჯილდოების მრავალკომპონენტურ ინოვაციურ სისტემაში, რომელიც მოიცავს:

  • DIG. მომხმარებელს SHIB ტოკენების Dig ლიკვიდობის პულში დაბლოკვა შეუძლია. ამის სანაცვლოდ ის იღებს ტოკენებს ShibaSwap Liquidity Pool (SSLP) და შეუძლია, ისინი BONE-ში გაცვალოს. ჯილდოს ოდენობა დაბლოკილი მონეტების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება;
  • WOOF. განყოფილება SSLP ტოკენების განლაგებისთვის, რომლის წყალობითაც ლიკვიდობის მიმწოდებლები დამატებით ჯილდოებს იღებენ. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ბონუსების 33% დაუყოვნებლივ, ხოლო 67% ექვსი თვის განმავლობაშია დაბლოკილი;
  • BURY. პლატფორმა გთავაზობთ სტეიკინგის ფუნქციას სამი ფლაგმანური ტოკენისთვის, პასიური შემოსავლით ტოკენ BONE-ებში. ანაზღაურების ოდენობა გაყინული აქტივების რაოდენობის პროპორციულად ანგარიშდება.

რა უნდა ვიცოდეთ ტოკენ Bone ShibaSwap-ის შესახებ (BONE)

წყარო: docs.shibatoken.com

წყარო: docs.shibatoken.com

დანიშნულება

Bone ShibaSwap (BONE) არის ShibaSwap-ის ეკოსისტემის მმართველობითი ნატიური ტოკენი. ის Shib Army-ს მონაწილეებს Doggy DAO-ში გამართულ კენჭისყრებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტი ტოკენი აქვს მომხმარებელს, მით მეტი გავლენა ექნება მას ეკოსისტემის განვითარებაზე.

Bone ShibaSwap (BONE) წარმოადგენს საფუძველს Shibarium-ისთვის - საკუთარი კოლექტიური მასშტაბირებადი L2 ბლოკჩეინისთვის, რომელიც Ethereum-ის ბაზაზე მუშაობს. ამ პროტოკოლის ფარგლებში, BONE გამოიყენება გაზის გადასახდელად და  ვალიდატორებისა და დელეგატორების წახალისებისთვის.

გამოშვებული Bone ShibaSwap-ის (BONE) საერთო რაოდენობა 250 000 000-ს შეადგენს.

აქტუალური სიტუაცია ბაზარზე

Сoinmarketcap.com-ის მონაცემებით, სტატიის მომზადების მომენტში, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, ვირტუალური ვალუტების რეიტინგში Bone ShibaSwap 140-ე ადგილს იკავებს. მიმოქცევაში არსებული მიწოდება 229 923 446 BONE-ს შეადგენს. მონეტა $1,06-ად ივაჭრება. აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია $243 918 654-ს აღწევს, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი $2 373 686-ს შეადგენს.