რა არის Bull Run კრიპტოვალუტაში?
"Bull Run: რა არის ეს?" იკითხავს ბაზარზე ახალბედა. ჩვენ კი პასუხს დროულად გაგცემთ. Bull Run არის აქტივებზე ფასების ზრდის ხანგრძლივი პერიოდი. თუ კოტირება სტაბილურად და მუდმივად იზრდება, მოთხოვნა არ ნელდება, ინვესტორები ყიდულობენ კრიპტოვალუტებს და ოპტიმისტურად არიან განწყობილები - ჩვენ გვაქვს Bull Run ხარის ბაზარზე.
ბაზრის ამ მდგომარეობის ნიშანდობლივი თვისებებია:
- ღირებულება იზრდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
- ინვესტორების ნდობა ძალზე მაღალია;
- ზოგიერთი კრიპტოვალუტა გადამეტფასებულია;
- ბევრი მედიასაშუალება ავრცელებს მასალებს კრიპტოვალუტების შესახებ;
- კრიპტოსაზოგადოება ახალი მხარდამჭერებით ივსება.
- ფასები იზრდება დადებითი ამბების ფონზე და მნიშვნელოვნად არ რეაგირებს ცუდ ამბებზე;
ამის შედეგად, ბაზარზე იქმნება სიტუაცია, როდესაც მოთხოვნა ყველაზე პოპულარულ კრიპტოაქტივებზე მიწოდებას აჭარბებს და ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილები თავიანთი ინვესტიციების მიმართ. Bull Run იქმნება დადებითი უკუკავშირის მარყუჟის მეშვეობით. მაღალი ფასები ხელსაყრელ გავლენას ახდენს ინვესტორების ნდობაზე და მათ მიერ კაპიტალდაბანდების გაგრძელების სტიმულირებას ახდენს, რაც კიდევ უფრო მეტ ზრდას იწვევს.
ხარის ტრენდის გაჩენის ზოგიერთი მიზეზი:
ფუნდამენტური მიზეზის გარდა, რომელიც დაკავშირებულია ბაზრის ციკლურ აღმავლობებთან და დაცემასთან, არის სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ხარის ბაზრის ფორმირებაზე. მაგალითად, ციფრული აქტივების აქტიური გავრცელება და დანერგვა, მათი გამოყენების პირობების გამარტივება, ამისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინდუსტრიაში ახალი მიმართულებების გაჩენა, კრიპტოვალუტის ინტეგრირება ბიზნესში. ამ ყველაფერმა შეიძლება Bull Run-ის პროვოცირება მოახდინოს. რაც უფრო მეტ ადამიანს ესმის, როგორ გამოიყენოს კრიპტოვალუტა, მით უფრო ღირებული ხდება ის და უფრო მეტი ნდობაა მის მიმართ.
ხარის ბაზრის გაჩენასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ „ვეშაპები“, ანუ მსხვილი ინვესტორები. ისინი ფლობენ გარკვეული აქტივების წონად რაოდენობას, რაც მათ ფასის ნაწილობრივ მართვის შესაძლაბლობას აძლევს. Bloomberg-ის ანალიტიკოსების აზრით, სწორედ კრიპტოვეშაპებმა გამოიწვიეს ბიტკოინის კოტირებების ნახტომი 2017 წელს.
Bitcoin Bull Runs: ისტორიული ექსკურსი
2011
აპრილი, ბიტკოინის ფასმა 1 დოლარს გადააჭარბა, პირველი მინი Bull Run დაიწყო. მომდევნო სამი თვის შედეგების მიხედვით, ფასი 3000%-ით გაიზარდა და ივნისში 29-32 დოლარის დონეზე დაფიქსირდა.
2013
პირველ კვარტალში კრიპტოვალუტის $13-დან $30-მდე ნახტომი დაფიქსირდა. აჩქარება მარტში მოხდა და უკვე აპრილში ფასმა 100 დოლარს მიაღწია. ნოემბერში კი BTC $1000 ღირდა.
2017
$100-$900 შორის ფასის მერყეობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, აქტივი იანვარში წინ გაიჭრა, და 1 BTC-ის ფასმა $1000-ს გადააჭარბა. ბაზარზე ეიფორია დაიწყო, რომელმაც მაისში ფასი გააორმაგა - 2000 დოლარამდე, ხოლო დეკემბერში კრიპტოვალუტა უკვე 19000 დოლარი ღირდა.
2020
კორონავირუსის პანდემია. ეკონომიკა გაჩერდა, მაგრამ ბიტკოინის ფასი კიდე უფრო ავარდა და ყველა დროის მაქსიმუმს, 29,374 დოლარს მიაღწია.
2021
BTC-მა ყველა რეკორდი მოხსნა და ჯერ 64 000 დოლარზე ავიდა, შემდეგ კი 68 000-ზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ზრდისა და ღირებულების დაცემის პერიოდები ციკლურია, ეჭვგარეშეა, რომ შემდეგი Bull Run აუცილებლად მოხდება. დაგვრჩა მხოლოდ პროგნოზის გაკეთება, თუ როდის მოხდება ეს. შეგახსენებთ, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი კვლავ ელოდება გრძელვადიან პერსპექტივაში BTC-ის ღირებულების 100 000 დოლარამდე გაზრდას.
როდის იქნება შემდეგი Bull Run კრიპტო ბაზარზე?
ბოლო Bull Run კრიპტოვალუტის ბაზარზე 2021 წელს დაფიქსირდა. მცირე კლებით, ბევრი კრიპტოვალუტის ფასი მაღალი დარჩა, ძლიერი უკუსვლისა და გვერდითი ტენდენციების გამოვლენის გარეშე. თუმცა, 2022 წლის პირველი კვარტალი დათვის ტრენდით გამოირჩეოდა: ფასების სერიზული დაცემა, პესიმისტური განწყობები, ზრდადი ინფლაცია, უმსხვილესი კრიპტოსაკრედიტო კომპანიების გაკოტრება.
მიუხედავად ამისა, არიან ისეთებიც, ვისაც მიაჩნია, რომ crypto bull run 2022 რეალურია, მოსალოდნელი The Merge Ethereum-ის ფონზე. კრიპტოენთუზიასტები ფიქრობენ, რომ ამან შეიძლება გაზარდოს ინვესტორების ნდობა და გამოიწვიოს ხარის მოძრაობა Ethereum NFT სფეროში.
CNBC-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ BTC-ის ღირებულება წელს სტაბილურად გაიზარდოს . ”არსებობს შანსი, რომ მოულოდნელი ზრდა მოხდეს, რომ წლის ბოლოს ნახოთ რალი,” - განაცხადა Edward Jones ბანკის საინვესტიციო სტრატეგიის უფროსმა სპეციალისტმა მონა მაჰაჯანმა. მან მაღალი სამომხმარებლო ხარჯები, აშშ-ის მზარდი კორპორაციული შემოსავლები და ეკონომიკური ზრდის დადებითი პროგნოზი, 2022 წელს კრიპტოვალუტის ზრდის მთავარ ფაქტორებად დაასახელა.
როდის იქნება შემდეგი კრიპტო Bull Run? მახსენდება Coinbase-ის გენერალური დირექტორის ბრაიან არმსტრონგის სიტყვები: „კრიპტოზამთარი შეიძლება 12-18 თვეს გაგრძელდეს“. ისე, ზამთრის შემდეგ ყოველთვის გაზაფხული მოდის, ანუ მოთმინება გვმართებს.