რა არის კოპიტრეიდინგი და როგორ გამოვიმუშაოთ მასზე ფული?

icon ONE
icon FOR
ფოტო - რა არის კოპიტრეიდინგი და როგორ გამოვიმუშაოთ მასზე ფული?
კოპიტრეიდინგი კრიპტოვალუტების სამყაროში FOREX ბაზრიდან გადმოვიდა. ეს არის ერთ-ერთი საშუალება დამწყები ტრეიდერებისთვის, ან პასიური ინვესტორებისთვის, ბირჟაზე ვაჭრობას შეუერთდნენ და სხვა ტრეიდერების გარიგებების კოპირებით, მოგება გაზარდონ.
კოპიტრეიდინგის სერვისს სთავაზობენ როგორც კრიპტოვალუტის ცენტრალიზებული ბირჟები (Huobi, OKX, Bybit, Phemex, Pionex და ა.შ.), ასევე ტრეიდინგ პლატფორმები (eToro, TraderWagon და სხვა).

რა არის კოპიტრეიდინგი

კოპიტრეიდინგი სოციალური ტრიდინგის ერთ-ერთი მიმართულება და საინვესტიციო პორტფელის მართვის დამატებითი ინსტრუმენტია. ახალბედა ტრეიდერებს, შეუძლიათ დააკოპირონ გამოცდილი ტრეიდერების სავაჭრო სტრატეგიები და ბირჟებზე დადებითი ბალანსის შემთხვევაში, ისინი რეალურ ბაზრებზე ავტომატურად განახორციელონ. გამოცდილი ტრეიდერის კოპირებაში იგულისხმება ნებისმიერი ოპერაციების დუბლირება, რომელსაც ის ასრულებს, პოზიციების ავტომატური გახსნით, ან დახურვით იმავე აქტივებში და იგივე ტიპის ორდერებით (გაყიდვა, ან ყიდვა, ლევერიჯით და ა.შ.).

რა ღირს კოპიტრეიდინგი და როგორ ნაწილდება მოგება

კოპიტრეიდინგის დროს განხორციელებული ტრანზაქციების საკომისიოს ოდენობა იქნება იგივე, რაც ჩვეულებრივი ვაჭრობის შემთხვევაში და დამოკიდებული იქნება ტრეიდერის დონეზე, რომელიც განისაზღვრება ყოველთვიური ვაჭრობის მოცულობების მიხედვით. ტრანზაქციების დამატებითი საკომისიო არ არის, სააბონენტო გადასახადი კოპიტრეიდინგისთვის უმეტეს პლატფორმებზე არ არსებობს, მაგრამ ტრეიდერი წარმატებული გარიგებებიდან მოგების წილს იხდის. ყოველი წარმატებული გარიგების დახურვის შემდეგ მოგების 10% იქვითება გამოცდილი ტრეიდერის სასარგებლოდ, რომლის სტრატეგია კოპიტრეიდერმა დააკოპირა.

მაგალითად, თუ ვაჭრობის მთლიანი მოგება 100 USDT-ს შეადგენს, მაშინ გამოცდილი ტრეიდერის საკომისიო იქნება 10 USDT, ხოლო კოპიტრეიდერის სავაჭრო ბალანსი 90 USDT-ით გაიზრდება.

კოპიტრეიდინგის დასაწყებად, საკმარისია შეავსოთ თქვენი სავაჭრო ანგარიშის ბალანსი ამ ტიპის გარიგებისთვის გამოყოფილი თანხით ნებისმიერ კრიპტოვალუტაში, ან სტეიბლკოინში (USDT) და შემდეგ აირჩიოთ გამოცდილი ტრეიდერი. უნდა გახსოვდეთ, რომ სავაჭრო პლატფორმების უმეტესობა ქვეანგარიშებზე კოპიტრეიდინგს კრძალავს. 

კოპიტრეიდინგისთვის დიდი რაოდენობით სავალუტო წყვილია შემოთავაზებული, მაგალითად ბირჟა OKX მხარს უჭერს ვაჭრობას წყვილებში BTCU/SDT, ETH/USDT, ETC/USDT, XRP/USDT, SOL/USDT, ADA/USDT, DOGE/USDT, LTC /USDT, DOT/ USDT და EOS/USDT.

კოპიტრეიდინგის გარიგებებს რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა არ გააჩინა და ისეთივეა, როგორც კლასიკური ვაჭრობისთვის განკუთვნილი. ეს ასევე ეხება ლევერიჯის რაოდენობას - ის უცვლელი რჩება.

გამოცდილი ტრეიდერის არჩევა და მისი სტრატეგიის კოპირება

გამოცდილი ტრეიდერის შესარჩევად, უნდა დაათვალიეროთ ლიდერბორდი და მათი რანჟირება მოახდინოთ გარკვეული კრიტერიუმის მიხედვით, მაგალითად, მიღებული მოგების ოდენობით, წარმატებული ტრანზაქციების მაღალი პროცენტით, PnL (ინვესტიციის რენტაბელურობა) მაჩვენებლით და ა.შ.
ბირჟის გამოცდილი ტრეიდერის არჩევისთვის მრავალი განსხვავებული ფილტრი და კრიტერიუმი არსებობს

ბირჟის გამოცდილი ტრეიდერის არჩევისთვის მრავალი განსხვავებული ფილტრი და კრიტერიუმი არსებობს

თუ კონკრეტული ტრეიდერი ინტერესს იწვევს, შეგიძლიათ, გაეცნოთ მის პროფილს, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას ვაჭრობის ისტორიის, საინვესტიციო პორტფელში არსებული აქტივებისა და გამოწერების რაოდენობის შესახებ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ, უბრალოდ თვალყური ადევნოთ გამოცდილ ტრეიდერს, კოპიტრეიდინგის დაწყების გარეშე. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ნებისმიერი ოსტატი ტრეიდერი გამოიწეროს, რითაც გახდება მისი ფოლოვერი, ისევე როგორც სოციალურ ქსელებში.
ტრეიდერების სია, რომლებზეც დაკვირვებაა შესაძლებელი

ტრეიდერების სია, რომლებზეც დაკვირვებაა შესაძლებელი

რამდენიმე წამყვან ტრეიდერზე დაკვირვებისას, გარკვეულ ეტაპზე თქვენ უნდა შექმნათ კანდიდატების საკუთარი short list, რომლებიც გარკვეული მაჩვენებლებით ლიდერობენ და შეადაროთ ამ ჯგუფში მოხვედრილი ყველა ტრეიდერის ძირითადი მონაცემები. ასეთი მიდგომა დაგეხმარებათ, საბოლოოდ ჩამოყალიბდეთ გამარჯვებულ ტრეიდერთან დაკავშირებით. როდესაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, საკმარისია დააწკაპუნოთ ღილაკზე „დაკოპირება“ არჩეული ტრეიდერის გვერდით, რათა კოპიტრეიდინგი უშუალოდ დაიწყოთ.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რამაც შერჩეულ ტრეიდერთან თანამშრომლობას შეიძლება ხელი შეუშალოს:
ის წყვეტს გარიგებებს, ან პლატფორმა ოსტატის ტრეიდერის სტატუსს აუქმებს;

ტრეიდერების რაოდენობამ, რომლებიც მას კოპირებენ,  მაქსიმალურ ლიმიტს მიაღწია;

პოტენციური კოპიტრეიდერის ანგარიშში ფული არ არის, ან არასაკმარისია. 
კოპიტრეიდინგის პარამეტრებში შეგიძლიათ დააყენოთ როგორც მაქსიმალური თანხა თითო გარიგებისთვის, ასევე მთლიანი მაქსიმალური თანხა ამ ტიპის ვაჭრობისთვის. ასევე არსებობს გარიგებების მაქსიმალური რაოდენობის ლიმიტი დღე-ღამის განმავლობაში კოპიტრეიდინგის გარიგებებზე (ზოგიერთ ბირჟაზე ის 50-ს აღწევს).

კოპიტრეიდინგის უპირატესობები:

  • სიმარტივე. კოპიტრეიდინგი საფონდო ვაჭრობის გასაცნობად ადვილი და მარტივი ფორმატია. პროფესიონალი ტრეიდერების გარიგებების გამეორებისას ტექნიკური, ან ფუნდამენტური ანალიზის ცოდნა და ჩატარება აუცილებელი არ არის.
  • პარამეტრების მოქნილობა. თითოეული კოპიტრეიდერი თავად ირჩევს ერთი გარიგების მაქსიმალურ ოდენობას და ამ ტიპის ვაჭრობის მთლიან თანხას.
  • ემოციური მდგრადობა. კოპიტრეიდინგის დროს წარუმატებელი ოპერაციების პროცენტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დამოუკიდებელი ვაჭრობისას. წამგებიანი გარიგებების მნიშვნელოვანი რაოდენობის არსებობა გამოუცდელ ტრეიდერში უარყოფით ემოციურ რეაქციებს იწვევს, რაც ხშირად შემდგომ წარუმატებელ სავაჭრო გადაწყვეტილებების მიზეზი ხდება. კოპიტრეიდინგი იცავს ტრეიდერების ნერვულ სისტემას, რადგან საბირჟო ვაჭრობის გამოცდილი ოსტატების გარიგებების  კოპირებისას, მომგებიანი ვაჭრობის პროცენტი წამგებიანზე სუფთა  სტატისტიკურად მეტია.
  • გამჭვირვალობა. გამოცდილი ტრეიდერების სტატისტიკა ღია და გამჭვირვალეა. არავინ არაფერს მალავს.

კოპიტრეიდინგი არის საინტერესო ინსტრუმენტი ახალბედა და დამწყები ტრეიდერებისთვის, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, ვისაც არ აქვს გამოცდილება, ცოდნა, ან ფსიქოლოგიურად არ არის მზად კრიპტოვალუტის ბაზარზე დამოუკიდებელი ვაჭრობის დასაწყებად.