რა არის ინსაიდერული ვაჭრობა?
ინსაიდერული ვაჭრობა არის რომელიმე აქტივის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების ხარჯზე მოგების მიღების საშუალება
აქტივზე დადებითად მთელი რიგი ინფორმაციული საბაბები და ახალი ამბები მოქმედებს. ეს შეიძლება იყოს ლისტინგი კრიპტოვალუტის მსხვილ ბირჟაზე (თუ მონეტა მათზე ადრე არ ვაჭრობდა), პარტნიორობა დიდ ბრენდთან, შიდა არასაჯარო განახლებები და სხვა მოვლენები.
ზოგიერთი ტრეიდერი სხვებზე ადრე იღებს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომას, რის გამოც ისინი ხსნიან შესაბამის პოზიციებს მოგების მისაღებად და იმაზე დებენ ფსონს, რომ ბაზარი ამ მოვლენას გარკვეული გზით გაათამაშებს.
ვინ მონაწილეობს ინსაიდერულ ვაჭრობაში?
ვინაიდან ინსაიდერული გარიგების მთავარი ღირებულება არის ინფორმაცია, ჩვეულებრივ, მოვლენაში ორი ან სამი სუბიექტი მონაწილეობს:
● კომპანია ან აქტივი, რომელიც არის ინსაიდერული ვაჭრობის ობიექტი;
● ინსაიდერი,რომელიც ფლობს კონფიდენციალურ ინფორმაციას და იყენებს მას საკუთარი მიზნებისთვის;
● ინსაიდერი,რომელიც კონფიდენციალურ ინფორმაციას მესამე პირს გადასცემს.
მაგალითად, თქვენ მუშაობთ კრიპტოვალუტის მსხვილ ბირჟაზე. დახურული სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე, ირკვევა, რომ თქვენი პლატფორმა გეგმავს ტოკენის დელისტინგს (აქტივით ვაჭრობის შესაძლებლობის დახურვა). ხშირად ეს ინვესტორთა იმედგაცრუებას და მონეტის კურსის დაცემას იწვევს. იმის ცოდნა, თუ რა გავლენას მოახდენს აქტივის დელისტინგი, გაძლევთ საშუალებას გახსნათ მოკლე პოზიცია (შორტი) და, დიდი ალბათობით, გამოიმუშავოთ ფული ამ გარიგებით.
ლეგალურია თუ არა ინსაიდერული ვაჭრობა?
უმეტეს შემთხვევაში, ინსაიდერული ვაჭრობა უკანონოა რიგი მიზეზის გამო:
■ ჯანსაღი კონკურენციის ნაკლებობა;
■ უპირატესობა მსხვილი მოთამაშეებისთვის -მარკეტმეიკერებისთვის,ინსტიტუციონალისტებისთვის, ბირჟებისთვის;
■ ინსაიდერული ვაჭრობის შედეგია აქტივიდან ლიკვიდობის ამოღება და ბაზრის დესტაბილიზაცია.
აშკარაა, რომ კრიპტოვალუტების, საფონდო ბირჟებისა და სხვა აქტივების სფეროში უამრავი ადამიანი მუშაობს და ბევრ მათგანს აქვს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე. ასეთ შემთხვევაში თანამშრომლები ხელს აწერენ NDA-ს (Non-disclosure contract), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაუთქმელობის ხელშეკრულებას.
ინსაიდერული ვაჭრობა დიდ ზიანს აყენებს კომპანიას და მასში გარეულ პირებს, შესაბამისად, მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობა ისჯება ან ადმინისტრაციულ (უზარმაზარი ჯარიმები, მილიონ დოლარამდეც კი), ან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემით.
ინსაიდების ლეგალური სახეობები
კრიპტოვალუტის სამყაროში არის კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების საკმაოდ ლეგალური გზა. ყველაზე ხშირად, ეს არის ონჩეინ– აქტივობის ანალიზი: დიდი გადარიცხვები, ტოკენების შესყიდვები DEX–ბირჟებზე, უზარმაზარი თანხების კრიპტოსავალუტო სესხები - ამ ყველაფრის გამოყენება შეიძლება მოგების მისაღებად. ზოგჯერ, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, სავაჭრო პლატფორმებზე ერთი აქტივის განაკვეთებში განსხვავება ჩნდება. ამ დროს ჩნდება არბიტრაჟის შესაძლებლობა.
ხშირად, ადამიანები, რომლებიც ინსაიდს იყენებენ, მიღებული თანხებს დიდი ხნის განმავლობაში არ ეხებიან, და იყენებენ ერთსა და იმავე მისამართს, რათა ნაკლები ციფრული კვალი დატოვონ. ასეთ შემთხვევაში, ბაზრის ზოგიერთი მონაწილე დუბლირებს ინსაიდერთა გარიგებებს, თუნდაც იმის გააზრების გარეშე, თუ რა მოხდება შემდეგ.
ინსაიდერული ვაჭრობის მაგალითები
■ ახლახანს Binance-მა Rocket Pool–ის (RPL) მონეტების ლისტინგი ჩაატარა. ლისტინგის დაანონსებამდე 10 წუთით ადრე უცნობმა პირმა დეცენტრალიზებულ ბირჟაზე 1Inch-ზე 200 000 აშშ დოლარის ღირებულების დაბალი ლიკვიდობის მქონე ტოკენი იყიდა. ლისტინგის შესახებ გამოცხადების შემდეგ მოხდა RPL ტოკენის 25% -ით პამპი და მომხმარებელმა აქტივი $250,000–ად გაყიდა, და ამით $50,000 იშოვა.
■ ფონდი Alameda Research ტოკენებს იქამდე ყიდულობდა, ვიდრე FTX-ზე მათი ლისტინგი დაიდებოდა. ორივე პლატფორმა ერთ პირს ეკუთვნოდა, რომელიც საკუთარი სარგებლისთვის ინსაიდერ ინფორმაციას თავისუფლად იყენებდა. ამ დროისთვის შესაძლებელი გახდა 60 მილიონი დოლარის ღირებულების მონეტების შესყიდვების თვალდევნება, თანაც პოტენციური მოგება მრავალჯერ მეტია.
■ კრიპტოვალუტის ბირჟის Coinbase-ის ყოფილმა პროდუქტ–მენეჯერმა მის ძმას ნიჰილს ინსაიდერული ინფორმაცია მიაწოდა. მან 1,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა 25 ტოკენით დადებული გარიგებებიდან. სასამართლოში აღიარების შემდეგ, ნიხილს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
■ OpenSea-ს ყოფილი მენეჯერი ნათანიელ ჩესტეინი NFT-ებით საიტზე ოფიციალურ რელიზამდე ვაჭრობდა. ნათანიელი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა და იშველიებს იმ ფაქტს, რომ კრიპტოვალუტები არ ექვემდებარება ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონს და საქმის ამ კუთხით ინკრიმინირება არ შეიძლება. მაგრამ SEC სხვაგვარად ფიქრობს. ამ დროისთვის საქმის განხილვა გრძელდება.
ყოველწლიურად ასეთი მაგალითები სულ უფრო მეტი ხდება,და,აშკარაა, რომ ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს როგორც კრიპტოვალუტების რეპუტაციაზე, ისე კრიპტობაზრის საერთო ლიკვიდობაზე.