რა არის ჯეილბრეიქი და არის თუ არა ეს უსაფრთხო?
ჯეილბრეიქი პროგრამული შეზღუდვების წაშლის პროცესია, რომელიც მოწყობილობაზე მწარმოებლის მიერ იყო დაყენებული.
ჯეილბრეიქი (Jailbreak) დახურული ელექტრონული მოწყობილობის მოწყვლადობის პროცესის ექსპლუატაციაა. ეს დევაისზე პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებისთვის არის საჭირო, რომელიც დეველოპერის მიერ გათვალისწინებული არ იყო.
ჯეილბრეიქის საშუალებით თქვენ მოწყობილობის ოპერაციული სისტემის ფესვთან წვდომას იღებთ. ეს ტერმინი ყველაზე ხშირად iPhone-ებთან მიმართებაში გამოიყენება.iPhone-ის ადრეულ ვერსიებში App Store არ არსებობდა, თავად ინტერფეისი კი ძალიან შეზღუდული იყო. მაგალითად, სულ პირველი iPhone აშშ-ში მხოლოდ ოპერატორ AT&T-თან მუშაობდა. თუ მომხმარებელს სხვა კომპანიის მომსახურებით სარგებლობა სურდა, მას თავისი სმარტფონის ჯეილბრეიქი უწევდა.
ჯეილბრეიქი მოწყობილობის ძირითად ფუნქციებს არ ცვლის. „გატეხილ“ დევაისზე აპლიკაციების მაღაზიიდან აპლიკაციების ჩამოტვირთვა და დაინსტალირება შესაძლებელია. თუმცა, ასეთ მოწყობილობებზე არაოფიციალური მაღაზიებიც არის ხელმისაწვდომი, სადაც შესაძლებელია ისეთი აპლიკაციების ყიდვა, რომლებსაც Apple-ის ოფიციალური მოწონება ჯერ არ მიუღია. აპლიკაციების ყველაზე პოპულარული არაოფიციალური მაღაზია Cydia არის. ყველაზე ხშირად ის დაჯელბრეიქებულ ტელეფონზე ნაგულისხმევად ყენდება.
დღესდღეობით iPhone-ის აპლიკაციებს ოპერაციულ სისტემაზე უფრო მეტი წვდომა აქვს, ვიდრე ადრე, ამიტომ ჯეილბრეიქი, თანდათან, პოპულარობას კარგავს. გარდა ამისა, Apple-მა გარკვეული მოწყვლადობა გამოასწორა და ახლა iPhone-ების გატეხა ბევრად უფრო რთული გახდა.
კანონიერია თუ არა ჯეილბრეიქი?
ჯეილბრეიქი აკრძალული არ არის, მაგრამ კანონები, რომლებიც ასეთ პროცედურებს არეგულირებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით განსხვავდება. ბევრგან, ჯეილბრეიქთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლომდე არასოდეს მიუღწევია, ამიტომ ზოგიერთი იურისდიქციის ზუსტი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელი ჯერ კიდევ არ არის.
კომპანია Apple ჯეილბრეიქს მხარს არ უჭერს, თუმცა მეთოდის გამოყენებისთვის სასამართლოთი თავის მომხმარებლებს არასოდეს დამუქრებია. გარდა ამისა, ადრე Apple-მა ჯეილბრეიქერების საზოგადოებას, უსაფრთხოების რამდენიმე ხვრელის აღმოჩენისთვის, მადლობა გადაუხადა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ამ გზით გაუმჯობესებული დევაისი გარანტიას კარგავს. თუ მას რამე დაემართება, უფასო შეკეთებისთვის ოფიციალურ მაღაზიაში ვეღარ მიიტანთ. გარდა ამისა, ასეთი სმარტფონები გატეხებისა და ვირუსების მიმართ მოწყვლადი ხდება.
უსაფრთხოა თუ არა ჯეილბრეიქი?
მიუხედავად იმისა, რომ ის კანონიერია, მას სრულიად უსაფრთხოს ვერ ვუწოდებთ. გამოცდილი კიბერდამნაშავისთვის ასეთი დევაისის გატეხა სირთულეს არ წარმოადგენს.
აპლიკაციებს, რომლებიც ოფიციალური App Store-იდან ჩამოტვირთული არ არის, Apple-ის უსაფრთხოების შემოწმება არ გაუვლია, ამიტომ პოტენციურად, მათ შეუძლია, თქვენს iPhone-ს საფრთხე შეუქმნას. გარდა ამისა, დაჯეილბრეიქებული ტელეფონი iOS-ის განახლებების,უსაფრთხოების სისტემის რეგულარული განახლებების მიღებას წყვეტს.
Apple-ის განცხადებით, ტელეფონის ჯეილბრეიქმა შეიძლება გამოიწვიოს:
● ხვრელები უსაფრთხოების სისტემაში;
● სტაბილური მუშაობის დარღვევა;
● მოწყობილობის პოტენციური ხარვეზები და გაჭედვა;
● ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობის შემცირება.
● სტაბილური მუშაობის დარღვევა;
● მოწყობილობის პოტენციური ხარვეზები და გაჭედვა;
● ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობის შემცირება.
ჯეილბრეიქის უპირატესობა და ნაკლოვანება
ახლა, როდესაც განვიხილეთ, რა არის ჯეილბრეიქი და რისთვის არის ის საჭირო, შეგვიძლია, ამ მეთოდის ნაკლოვანებასა და უპირატესობაზეც ვისაუბროთ. ჯეილბრეიქის უპირატესობაში შედის:
1. დევაისის სრული კონტროლი. მომხმარებლებს შეუძლიათ, ხატულები, დესკტოპი, მენიუსა და კონფიგურაციის ინტერფეისი
1. დევაისის სრული კონტროლი. მომხმარებლებს შეუძლიათ, ხატულები, დესკტოპი, მენიუსა და კონფიგურაციის ინტერფეისი
სურვილისამებრ შეცვალონ. ჯეილბრეიქი ასევე ფაილების სისტემაზე შეუზღუდავ წვდომას გაძლევთ, რისი საშუალებითაც, ტელეფონის პერსონალურ კომპიუტერთან მიერთება და გაფართოებულ ფუნქციონალზე წვდომის მიღებაა შესაძლებელი.
2. არაოფიციალური აპლიკაციების დაყენების შესაძლებლობა. Apple ზოგიერთი აპლიკაციის App Store-ში გაყიდვის უფლებას არ იძლევა. ეს არა მხოლოდ უსაფრთხოების მიზეზების გამო ხდება, არამედ ფინანსური უთანხმოების გამოც. ეს აპლიკაციები არაოფიციალურ მაღაზიაში Cydia არის ხელმისაწვდომი.
3. ქურდობის საწინააღმდეგო საუკეთესო დაცვაზე წვდომა. ჯეილბრეიქი Find My iPhone-ის ანალოგიური აპლიკაციების ჩამოტვირთვის საშუალებას იძლევა, მაგრამ ისინი ინტერნეტსა და კავშირზე წვდომის გარეშე მუშაობს. როდესაც ქურდი არასწორი პაროლის შეყვანას ცდილობს, ტელეფონი ფრონტალური კამერით მას ფოტოს ავტომატურად უღებს და ამ ფოტოს მფლობელს ელექტრონულ ფოსტაზე უგზავნის.
ჯეილბრეიქის ნაკლოვანებას შეიძლება მივაკუთვნოთ:
1. ავტომატური განახლებების არარსებობა. დაჯეილბრეიქებული ტელეფონებს პირდაპირ Apple-ისგან განახლებების მიღება არ შეუძლია.
ჯეილბრეიქის ნაკლოვანებას შეიძლება მივაკუთვნოთ:
1. ავტომატური განახლებების არარსებობა. დაჯეილბრეიქებული ტელეფონებს პირდაპირ Apple-ისგან განახლებების მიღება არ შეუძლია.
2. გარანტიის არარსებობა. Apple-ის წარმომადგენლებს შეუძლიათ, მოწყობილობაზე დაინსტალირებული არაოფიციალური პროგრამული უზრუნველყოფის მქონე მომხმარებელს მომსახურებაზე უარი უთხრან.
3. ტელეფონი შეიძლება ჭედავდეს. ვინაიდან არაოფიციალური აპლიკაციების ფუნქციებს Apple არ ტესტავს, შესაძლოა, ეს მოწყობილობის ხარვეზებისა და ავარიული გათიშვის მიზეზი გახდეს.
სავსებით შესაძლებელია, რომ მალე, ტელეფონებზე არაავტორიზებული აპლიკაციების დასაყენებლად, მომხმარებლებს ჯეილბრეიქი აღარ დასჭირდეთ. Coinbase-თან დაკავშირებული სკანდალური ისტორიის შემდეგ, Apple Inc-ის ხელმძღვანელობა დათანხმდა, დეველოპერებთან დათმობაზე წასულიყო და მესამე მხარის აპლიკაციების დაყენება დაეშვა.