რაშია განსხვავება ტოკენსა და კრიპტოვალუტას შორის?

ფოტო - რაშია განსხვავება ტოკენსა და კრიპტოვალუტას შორის?
ტოკენსა და კრიპტოვალუტას რეალურად აქვთ პრინციპული განსხვავებები, რომლებიც თითოეული აქტივის მახასიათებლებს ქმნის.
კრიპტოვალუტა, ან „კოინი“ (ინგლისურად „coin“ - მონეტა) არის აქტივი, რომელსაც საკუთარი ბლოკჩეინი აქვს. მონეტები მიმოქცევაში შედის კონსენსუსის გარკვეული ალგორითმის მიხედვით: Proof of Work (მაინინგი), Proof of Stake (სტეიკინგი)  და ა.შ.

ტოკენს  საკუთარი ქსელი არ გააჩნია. ეს არის აქტივი, რომელიც  ვიღაცის "მზა" ბლოკჩეინზე ფუნქციონირებს. მონეტა გამოიცემა სმარტ-კონტრაქტის დაწერით, შესაბამისად, მისი შექმნის მომენტში ბაზარზე მაქსიმალური ემისია შეინიშნება. ტოკენის მაინინგი ან სტეიკინგი შეუძლებელია; ემიტენტი (შემქმნელი) პასუხისმგებელია ბაზარზე შესული აქტივის განაწილებაზე და ქრონოლოგიაზე. გუნდი ქმნის ტოკენომიკას და სმარტ-კონტრაქტების საშუალებით შეუძლია დაბლოკოს მონეტები და  მათი თანმიმდევრული გამოშვება დააპროგრამოს.

კოინს შეუძლია არსებობდეს ტოკენის გარეშე, მაგრამ ტოკენი მოქმედი ქსელის „ბაზის“ კრიპტოვალუტის გარეშე ვერ იარსებებს. მაგალითად, თუ ერთ მომენტში Solana შეწყვეტს მუშაობას, მასში შექმნილი ყველა აქტივიც „შეჩერდება“. ეს კი მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე  ტოკენების დიდი სიაა.
აქტივები, რომლებიც  Solana-ს ეკოსისტემას (Coingecko) წარმოადგენენ

აქტივები, რომლებიც Solana-ს ეკოსისტემას (Coingecko) წარმოადგენენ

აშკარა ტექნოლოგიური განსხვავების მიუხედავად, კრიპტოვალუტისა და ტოკენის წარმატება საკუთარი ბლოკჩეინის არსებობასთან ყოველთვის დაკავშირებული არ არის. Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, საბაზრო კაპიტალის მიხედვით 100 საუკეთესო მონეტიდან ტოკენები 30-35%-ს შეადგენს. ეს არის სტეიბლკოინები, კრიპტოვალუტის ბირჟის მონეტები, DEX პლატფორმები, საკრედიტო პროტოკოლები და ა.შ. ამავდროულად, მრავალი აქტივი საკუთარი ქსელით არის რეიტინგებს მიღმა, რომელთაგან ბევრი  თაღლითური და „ერთდღიანი“ პროექტები აღმოჩნდება.

საკუთარი ბლოკჩეინის შექმნა ხშირად საჭირო არ არის. თუ კრიპტო სტარტაპს სჭირდება შიდა ვალუტის შექმნა, რომელიც იმოქმედებს როგორც გადახდის საშუალება ეკოსისტემაში, ამისთვის ტოკენის ფუნქციონალი სავსებით საკმარისია.

ამრიგად, კრიპტოვალუტის უპირატესობა ტოკენთან შედარებით ძალზე გადამეტებულია. სავსებით შესაძლებელია ტოკენის ბაზაზე წარმატებული პროდუქტის რეალიზება, საკუთარი ბლოკჩეინის შესაქმნელად დამატებითი ხარჯების გამოყენების გარეშე, ხოლო თქვენი საკუთარი ბლოკჩეინი კრიპტოპროექტის წარმატების გარანტიას არ იძლევა.