WAGMI და NGMI: რა იმალება კრიპტოსლენგის უკან?

ფოტო - WAGMI და NGMI: რა იმალება კრიპტოსლენგის უკან?
კრიპტელების ტვიტებსა და პოსტებში შეიძლება, იპოვოთ ისეთი გაუგებარი, იდუმალი აბრევიატურები, როგორიცაა WAGMI და NGMI. რა იგულისხმება? დროა, პოპულარულ კრიპტოსლენგში გავერკვიოთ.
ამ სიტყვების გამოყენების პირველი მასობრივი შემთხვევა 2021 წელს დაფიქსირდა, როდესაც Wallstreetbets-ის კრიპტოსაზოგადოებამ (ფორუმი Reddit) შექმნა ინიციატივა უოლ-სტრიტის ჰეჯ-ფონდების წინააღმდეგ, რომლებიც კრიპტოვალუტებს აქტიურად ყიდდნენ. მათ აქციაში სხვა კრიპტელების ჩართვის წახალისებით, ისინი ტერმინს WAGMI იყენებდნენ. ისინი კი, ვინც ონლაინ გაფიცვაში მონაწილეობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, აქტივისტებს ჰეშთეგით NGMI იგერიებდნენ.

რა არის WAGMI?

აბრევიატურა WAGMI შემდეგნაირად იშიფრება: "We're All Going To Make It", რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "ჩვენ ყველანი ამის გაკეთებას ვაპირებთ". ახლა ის, ძირითადად, მოგების, ან ციფრული აქტივის შეძენით სარგებლობის  მიღების კონტექსტში გამოიყენება.
ტვიტი, სადაც სიტყვა WAGMI BTC-სთან მიმართებაში არის გამოყენებული.

ტვიტი, სადაც სიტყვა WAGMI BTC-სთან მიმართებაში არის გამოყენებული.

ხშირად ადამიანები თავიანთ პოსტებში "WAGMI"-ს კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში წერენ, როდესაც ის პოზიტიურ განახლებებს ნერგავს, აირდროპების, სასიამოვნო ახალი პროდუქტების  შესახებ აცნობებს, ან უბრალოდ ზრდას აჩვენებს. კრიპტოტრეიდერებმა შეიძლება, გამოიყენონ აბრევიატურა, როდესაც პოზიციებს კრიპტოვალუტის შესაძენად ხსნიან, ან მას დათვურ ბაზარზე ინახავენ.
სიტყვა WAGMI-ის გამოყენების მაგალითი NFT კოლექციასთან მიმართებაში.

სიტყვა WAGMI-ის გამოყენების მაგალითი NFT კოლექციასთან მიმართებაში.

ზოგადად, ფრაზა „We’re All Going To Make It“ ძლიერ ფსიქოლოგიურ გავლენას ატარებს. ეს შეახსენებს კრიპტელს, რომ ის მარტო არ არის. მასთან არის მთელი საზოგადოება, რომელიც მზად არის, მხარი დაუჭიროს საყვარელი კრიპტოვალუტის, ან NFT კოლექციის ღირებულებას. ამიტომ, სლენგი ჩნდება იმ ადამიანების პოსტებშიც, რომლებსაც სურთ, სხვები გაამხნეონ და პოზიტივი შეინარჩუნონ.
მომხმარებელს ტვიტერზე ტოკენ SHIB-ის ტრეკინგის გამოჩენა უხარია და ჰეშთეგს WAGMI ამატებს.

მომხმარებელს ტვიტერზე ტოკენ SHIB-ის ტრეკინგის გამოჩენა უხარია და ჰეშთეგს WAGMI ამატებს.

ფართო გაგებით, WAGMI არის კრიპტოვალუტის დარგში მოგებისა და წარმატების მიღება, ან იმის იმედი, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. მაგალითად, თუ მომხმარებელი NFT-ს ახალი დაბალფასიანი კოლექციიდან ყიდულობს, ის პოულობს მათ, ვინც ეს უკვე გააკეთა და ახლა ისინი ერთად ეწევიან აგიტაციას, რომ სხვები მათ საზოგადოებას შეუერთდნენ და ამისთვის ამ პოპულარულ ფრაზას იყენებენ.

რა არის NGMI?

NGMI არის WAGMI-ის საპირისპირო ცნება, რომელსაც ნეგატიური კონოტაცია აქვს და სრულად ჟღერს, როგორც "Not Going To Make It", ანუ "ამის გაკეთებას არ ვაპირებ". ის გამოიყენება მაშინ, როდესაც მომხმარებელი თვლის, რომ კრიპტოვალუტური პროექტი წარუმატებელი იქნება და მის ინვესტორებს შემოსავალს კი არ მოუტანს, არამედ მხოლოდ ფულის დაკარგვას გამოიწვევს. ფართო გაგებით, აბრევიატურა გამოიყენება მაშინ, როდესაც ბაზარი ეცემა.

პოსტებში სიტყვის ხსენების სხვა მიზეზები შეიძლება, იყოს  ზარალის მომტანი ტოკენის გაყიდვა, დეველოპერების მიერ პროექტის საგზაო რუკის შეუსრულებლობა, თაღლითობისა და ეჭვის მიტანა rug pull-ზე, ან pump and dump-ის სქემებზე. 
მომხმარებელი დეველოპერების პროექტით  იმედგაცრუებულია, ამიტომ იყენებს სიტყვას NGMI.

მომხმარებელი დეველოპერების პროექტით იმედგაცრუებულია, ამიტომ იყენებს სიტყვას NGMI.

შეგიძლიათ, აბრევიატურა NGMI საკუთარ თავთან მიმართებაში გამოიყენოთ, თუ ინვესტიცია ჩადეთ რაიმე პროექტში, მაგრამ ინვესტიციამ  მოსალოდნელი შედეგი არ მოიტანა.
ამ ტვიტში მომხმარებელი საკუთარი პოზიციით აშკარად უკმაყოფილოა .

ამ ტვიტში მომხმარებელი საკუთარი პოზიციით აშკარად უკმაყოფილოა .

NGMI პერიოდულად ერთგვარი შეურაცხყოფის როლს თამაშობს. როდესაც მომხმარებლები ერთმანეთთან ცხარე დისკუსიას მართავენ, ერთ-ერთმა მათგანმა შეიძლება, ცეცხლზე ნავთი დაასხას და დაწეროს, რომ პროექტი, რომელსაც მისი ოპონენტი ენდობა, NGMI არის.

ამის გარდა, აბრევიატურა NFT-ის მომხრეებს უყვართ, რომლებიც მას იყენებენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არაჩანაცვლებად ტოკენებს აკრიტიკებენ. ასევე სიტყვა შეიძლება, გამოყენებულ იქნას იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც ბაზარზე უარყოფითი ტენდენციის დროს კრიპროვალუტის შორთინგს ახდენენ.