რატომ ხდება, რომ კრიპტოვალუტა კარგი ახალი ამბების ფონზე ეცემა?
კრიპტოვალუტის ფასის პროგნოზირება ახალი ამბების გამოყენებით ფუნდამენტური ანალიზის ერთ-ერთი სახეობაა.
ტრეიდერები ანონსებსა და მოვლენებს თვალყურს ადევნებენ, რათა კარგი ამბების ფონზე ტოკენის შესაძლო ზრდა განსაზღვრონ. მაგრამ ეს სტრატეგია ყოველთვის როდი მუშაობს.
არსებობს მრავალი მაგალითი, როდესაც დადებით მოვლენას ფასზე ანალოგიური გავლენა არ მოუხდენია:
· Ethereum და The Merge-ის განახლება. ბლოკჩეინის PoS ალგორითმზე წარმატებული გადასვლისთანავე, ფასი 10%-ით დაეცა;
· CHZ და ფან-ტოკენები. მონეტები CHZ, ARG და სხვა ნაკრების ტოკენები, გუნდების დადებითი შედეგების მიუხედავად, 2022 წლის მთელი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის განმავლობაში ეცემოდა;
· ბიტკოინი და ინფლაციის დონე. ზოგჯერ სამომხმარებლო ფასების ინდიკატორი კარგ დინამიკას აჩვენებს, რამაც, თეორიულად, BTC-ის ზრდა უნდა გამოიწვიოს, მაგრამ კრიპტობაზარი ვარდნით რეაგირებს.
ეს პარადოქსი განსაკუთრებით კარგად Ethereum Classic-ის სიტუაციაში ჩანდა. Ethereum-ის PoS-ზე გადასვლის გამო, მაინერებმა მუშაობისთვის ახალი ბლოკჩეინების ძებნა დაიწყეს, და უმრავლესობა სწორედ ETC-ის მოსაპოვებლად გაეშურა. თეორიულად, ამას აქტივობის აფეთქება უნდა გამოიწვია, მაგრამ 15 სექტემბრის შემდეგ (Ethereum-ის „შერწყმის“ თარიღი) Ethereum Classic-ის ფასი 40%-ით დაეცა.
ტოკენ ETH-ის ფასის რეაქცია The Merge-მდე და მის შემდეგ
პრობლემა აქ არის ის, რომ ტრეიდერები არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ მომენტისა, როდესაც ბაზრები ყველაზე აქტიურია. თავად მოვლენის მომენტში ახალი ამბავი, ძალიან ხშირად, უკვე დამუშავებულია. მაგრამ მანამდე ფასი, როგორც წესი, გაბერილი მოლოდინებით იზრდება. თუ ჩამოთვლილ მაგალითებს გავაანალიზებთ, მაშინ ყველაფერი აი ასე განვითარდა:
· ფან-ტოკენები და პლატფორმა Socios-ის მონეტა CHZ ზრდას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე რამდენიმე თვით ადრე აჩვენებდა;
· Ethereum-მა და ალგორითმ PoW-ზე დაფუძნებულმა მონეტებმა (Ethereum Classic, Ravencoin) 200%-იანი ზრდა The Merge-მდე ერთი თვით ადრე აჩვენა;
· ბიტკოინი - 3-5%-იანი ზრდა ინფლაციის მომავალი გამოქვეყნების დადებითი მოლოდინების ფონზე.
ტოკენ CHZ-ის ფასის რეაქცია მსოფლიო ჩემპიონატამდე და მის შემდეგ
მყიდველებს შორის ყველაზე დიდი აქტივობა კრიპტობაზარზე სწორედ გაურკვევლობის მომენტში შეინიშნება. ბევრი ტრეიდერი პერსპექტივისთვის მუშაობს და ტოკენებს წინასწარ, განახლებამდე რამდენიმე თვით ადრე ყიდულობს და ყველაზე მაღალი ფასის მომენტში ყიდის.
მაგრამ ეს სტრატეგია, ზოგჯერ, არ მუშაობს. აუცილებელია, ერთმანეთისგან ჩვეულებრივი საინფორმაციო საბაბები და რეალური ფუნდამენტური ფაქტორები განასხვაოთ, რომლებიც შემდგომ ფასების ზრდას განაპირობებს.
მაგალითად, ტოკენების ყოველკვირეული წვა აქტივის ფასის ზრდას არ გამოიწვევს, რადგან ამ მოვლენის მიმართ ინტერესი მცირეა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, ის მონეტების დეფიციტსა და შეთავაზების შემცირებას მოიტანს, რამაც, ლოგიკურად, ფასის ზრდა უნდა გამოიწვიოს.
იგივე საკრედიტო განაკვეთსა და ინფლაციის მაჩვენებელსაც ეხება. მოკლევადიან პერსპექტივაში, ბაზარზე ამ მომენტში არსებულ დიდ აქტივობაზე BTC ძლიერი ვოლატილობითა და ალოგიკური ქცევით რეაგირებს, მაგრამ თუ პოზიტიური ან უარყოფითი ტენდენცია ნარჩუნდება, ბიტკოინს შესაბამისი რეაგირება ექნება.