კრიპტოვალუტების მასობრივი მიღება ყველასთვის ნაცნობ და გასაგებ სერვისებს აახლოებს. თუ ინტერნეტ-მაღაზიაში შეკვეთის გადახდისას კრიპტოვალუტის არჩევა ხდება გადახდის ინსტრუმენტების სიიდან, ხოლო გადახდა თითქმის ისევე, როგორც საბანკო ბარათით, ეს ზუსტად ისაა, რაც გვჭირდება.
ცოტა ხნის წინ, Cardano-ს ერთ-ერთმა დეველოპერმა, ადამ დინმა Twitter-ზე დაწერა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ Cardano Mercury-ის საფულესთან საინტეგრაციო სამუშაოები დასრულდა და ეს დასტურდება ქვითრით, რომელშიც მითითებულია, რომ შეკვეთა მიღებულია, ხოლო გადახდა კრიპტოვალუტა ADA-ში (Cardano) $1-ის ეკვივალენტში ასევე წამატებით განხორციელდა. გადახდა WordPress პლატფორმაზე არსებული ინტერნეტ მაღაზიის ვებგვერდის საშუალებით, eCommerce-პლაგინის, WooCommerce ჩართულობით მოხდა.
ადამ დინის ტვიტი
რას ნიშნავს ეს Cardano-სთვის? მოდით, გავარკვიოთ!
Cardano-ს WooCommerce-თან ინტეგრაციის დეტალები
საინტეგრაციო სამუშაოს მიზანი Cardano-ზე დაფუძნებული ცხელი საფულის, კრიპტოაქტივების საცავსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (DApps) შორის შექმნილი ხიდის მეშვეობით, ვებგვერდებთან ურთიერთქმედების შემოწმება იყო.
კერძოდ, ტესტებში ჩართული იყო საფულე Cardano Mercury, რომელიც, მათ შორის, ასრულებს კარიბჭის როლს პირდაპირი გადახდებისთვის მყიდველებსა და გამყიდველებს შორის, რომლებიც იყენებენ WooCommerce-ს - ელექტრონული კომერციის უმსხვილეს ვებპლატფორმას WordPress ვებგვერდებისთვის.
როგორც დინმა თავის ტვიტში აღნიშნა, მალე Cardano-ს "დიდი მიღწევები" ელოდება. დიდი ალბათობით, მან ქსელში ახალი განახლების სწრაფ გაშლაზე მიანიშნა ნომრით CIP-30, რომელიც ყველასთვის ნანატრ ხიდს ააქტიურებს (წინადადება ამ ცვლილებების განხორციელების შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის 29 აპრილს შემოვიდა). ეს ნაბიჯი Cardano Mercury-ის საფულის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, WooCommerce-ის მქონე ინტერნეტ-მაღაზიების მიერ შემოთავაზებული საქონელი და მომსახურება ADA-თი იყიდონ.
დეველოპერმა ასევე ცოტა მეტი ისაუბრა თავად გადახდის მექანიზმზე. თუ თქვენ ხართ გამყიდველი, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ყველა საქონლის ფასების მითითება ფიატში, ამასთან მყიდველი ანგარიშს ADA-ში მიიღებს. გადახდის დასრულების შემდეგ, საბაზრო კურსით ავტომატური კონვერტაციის შედეგად, თანხები ვაჭრის ფიატის ანგარიშზე ჩაირიცხება. თუმცა, თუ გამყიდველს სურს, გადახდები თავის საფულეზე ADA კრიპტოვალუტაში მიიღოს, მაშინ ასეთი კონვერტაციის საჭიროება აღარ არის და გადახდის სცენარი ამას ავტომატურად გაითვალისწინებს. ონლაინ მაღაზიის მფლობელი დამოუკიდებლად წყვეტს, რომელ გადახდის ინსტრუმენტთან სურს მუშაობა და და ამ პარამეტრებს პლაგინ WooCommerce-ში სურვილისამებრ აკონფიგურირებს.
რა არის WooCommerce
როგორც აღმოჩნდა, WooCommerce-ში არა მხოლოდ Cardano-ს (ADA) მხარდაჭერაა გათვალისწინებული. ახალი პლაგინის გამოჩენასთან ერთად, ინტერნეტ-მაღაზიის მფლობელებმა გადახდის ინსტრუმენტების მნიშვნელოვნად გაფართოების შესაძლებლობა მიიღეს. ახლა, WooCommerce-ისა და პროცესინგის დახმარებით CoinGate-ისგან, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კრიპტოვალუტური გადახდის შლუზია, შესაძლებელი გახდა საქონლისა და სერვისის გადახდა Bitcoin-ში (BTC), Litecoin-ში (LTC), Ether-ში (ETH), Cardano-ში (ADA), Solana-ში (SOL) და 70-ზე მეტი სხვა კრიპტოვალუტაში.
პლაგინ WooCommerce-ისა და CoinGate-შლუზის გამოყენებით, პლატფორმა WordPress-ზე არსებულმა მაღაზიებმა 70-ზე მეტი კრიპტოვალუტის მიღების შესაძლებლობა მიიღეს.
უპირატესობები გამყიდველისთვის:
- გადახდების მიღება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუფერხებლად;
- აღარ არის საჭირო შუამავალი ბანკების მომსახურება;
- აღარ არის საჭირო თქვენი კლიენტების შესახებ მონაცემების შეგროვება და მესამე მხარისთვის (ბანკებისთვის) გადაცემა;
- ეკვაირინგისა და ტრანზაქციის ხარჯების შემცირება (საბანკო საკომისიოების არარსებობის შემთხვევაში);
- ჩარჯბექი (chargeback) და თანხის რეფანდების (refund) არარსებობა;
- კლიენტთა ბაზის გაფართოება;
- ახალი კონკურენტული უპირატესობის მოპოვება (კრიპტოვალუტის მიღება).
კრიპტოვალუტის გადახდის პლაგინ-შლუზის WooCommerce-ის უპირატესობები:
- ფასის დადგენა ნებისმიერი ფიატის ვალუტაში;
- შეკვეთის მომენტალური დადასტურება;
- გაუქმებულ შეკვეთების, ან ზედმეტად გადახდის შემთხვევაში თანხის ავტომატური დაბრუნება;
- გადახდის მიღების არჩევითობა (კრიპტოვალუტა, ან ფიატი);
- 70-ზე მეტი სხვადასხვა კრიპტოვალუტის მიღება;
- ავტომატური კონვერტაცია კრიპტოვალუტიდან ფიატში;
- შეკვეთების მონიტორინგისა და მათი მართვისთვის სპეციალური საინფორმაციო პანელის არსებობა;
- პლაგინის სწრაფი, უფასო და მარტივი კონფიგურაცია.
პლაგინ WooCommerce-ის დასაყენებლად, უნდა შეასრულოთ შემდეგი მოქმედებები:
- შექმნათ ბიზნეს ანგარიში CoinGate-ზე და მისი ვერიფიკაცია მოახდინოთ;
- დააგენერიროთ API Auth Token;
- ჩამოტვირთოთ პლაგინი WooCommerce WordPress-ის ადმინისტრაციული პანელის მეშვეობით;
- დააყენოთ და გაააქტიუროთ პლაგინი;
- მოახდინოთ პლაგინის, მათ შორის API-ს კონფიგურაცია.
სულ ეს არის! ახლა ონლაინ მაღაზიამ მიიღო კრიპტოვალუტაში გადახდის შესაძლებლობა, კლიენტებმა კი - გადახდის ინსტრუმენტების ფართო არჩევანი! Win-win სტრატეგიის განხორციელება ზუსტად ასე გამოიყურება.