"უცხოს" უცხოპლანეტელის ქანდაკება 500 NFT-ის ფორმატში წარმოადგინეს

icon NFT
icon FOR
ფოტო - "უცხოს" უცხოპლანეტელის ქანდაკება 500 NFT-ის ფორმატში წარმოადგინეს
შვეიცარიელი მხატვრის, ჰანს რუდოლფ გიგერის ქანდაკება "ნეკრონომი", რომელიც მან ფილმისთვის "უცხო 3" შექმნა, პლატფორმაზე Particle არის წარმოდგენილი.
ნამუშევარი 500 ფრაქციული NFT-ის სახით გააციფრულეს. მათი შეძენა 16 ივნისიდანაა შესაძლებელი. ერთი არაჩანაცვლებადი ტოკენის სტანდარტული ფასი 1000-ს შეადგენს. ამრიგად, "ნეკრონომის" საწყისი კაპიტალიზაცია 500 000 დოლარად არის შეფასებული.

თითოეული NFT არის ქანდაკების ციფრული ნაწილი, რომელიც ბლოკჩეინშია ჩაწერილი და ნამუშევრის საკუთრების 1/500 წილს წარმოადგენს. Particle-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰაროლდ ეიტანის თქმით, ეს გიგერისადმი მიძღვნილი საკოლექციო ექვსი ნამუშევრიდან ერთია.

პლატფორმის CEO ასევე აცხადებს, რომ ქანდაკება კერძო გერმანელი კოლექციონერისგან იყიდეს. მან ის Particle-ს ციურიხის Mai36-ის  გალერეაში გამართული გამოფენა Species-ის შემდეგ მიჰყიდა. მანამდე ნამუშევარი შვეიცარიაში, გიგერის მუზეუმის კერძო კოლექციაში ინახებოდა.

"ნეკრონომის" გარდა, პლატფორმაზე, ფრაქციული NFT-ების სახით, წარმოდგენილია ბენქსის ნამუშევარი "სიყვარული ჰაერშია".
ამ არაჩანაცვლებადი ტოკენების მფლობელებს "უცხოს" ქანდაკების ნაწილების შეძენა 800 დოლარად შეუძლიათ. გარდა ამისა, "სიყვარული ჰაერშიას" NFT-ების მფლობელებმა "ნეკრონომის" NFT-ების შეძენაზე ადრეული წვდომა ლისაბონში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე მიიღეს.
ქანდაკება "ნეკრონომი". წყარო — site.particlecollection.com

ქანდაკება "ნეკრონომი". წყარო — site.particlecollection.com

პლატფორმა Particle-ის შესახებ

Particle არის მხატვრული პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს კულტურულად მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვნების ნაწილობრივ მფლობელობას ბლოკჩეინისა და NFT-ის მეშვეობით. ძვირადღირებული საკოლექციო ნივთების საკუთრების უფლებების დემოკრატიზაციის მიზნით, ის 2020 წელს გამოჩნდა.

შესაძლებელი იყო ნაყიდი ნაწილების კედელზე ჩამოკიდება, მეორად ბაზარზე გაყიდვა, მეტავერსში გადატანა. თითოეულ NFT-ს მოჰყვება საკუთრების უფლების მოწმობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ ნამუშევრები საკუთარი მიზნებისთვის.

ქანდაკება "ნეკრონომის" შესახებ

ჰანს გიგერის ქანდაკება "ნეკრონომი" 1992 წლის ფილმისთვის "უცხო 3" შეიქმნა. თუმცა კინოსურათში ის დაუმთავრებლად გამოიყენეს, მხატვარმა ნამუშევარი მხოლოდ 2005 წელს დაასრულა, 2011 წელს კი მანამდე შემუშავებული პროტოტიპის მიხედვით, კიდევ ერთი ქანდაკება შექმნა. სწორედ ბოლო ვერსიაა წარმოდგენილი პლატფორმაზე Particle.

მოგრძოთავიანი და მოხრილკუდიანი მძლავრი უცხოპლანეტელი  ფოლადისა და პოლიეთერული ფისისგანაა დამზადებული. სკულპტურა გამოირჩევა ადამიანის სიმაღლისხელა შთამბეჭდავი ზომებით (110 x 78 x 220 სმ). ის ასახავს მხატვრისთვის დამახასიათებელ სტილს, წარმოადგენს ვიზუალური კულტურის ყველაზე თვალსაჩინო და გიგერის ყველაზე ცნობილი ნამუშევარს.

ავტორის მხატვრული კონცეფცია იმდროინდელ კინემატოგრაფში საშინელებათა ჟანრის აღმოჩენად იქცა. 1979 წლამდე ფილმებში ხშირად გამოიყენებოდა სტერეოტიპული მონსტრები, როგორიცაა მანიაკები, ვამპირები, მოჩვენებები. გიგერმა შექმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს უნახავთ. ეს იყო გარდამტეხი მომენტი სამეცნიერო ფანტასტიკის საშინელებათა ისტორიაში. ხელოვნებაში "უცხო" უცხოპლანეტელის რევოლუციურ და დასამახსოვრებელ გამოსახულებად იქცა.