#crypto


ნაპოვნია 558 სტატია

ბოლო

Silvergate Bank ლიკვიდირებული იქნება

Silvergate არის მეორე უდიდესი ბანკი აშშ-ში Signature-ის შემდეგ,, რომელიც მუშაობს კრიპტოვალუტის კომპანიებთან და ერთ-ერთი ძირითადი ხიდია კრიპტოვალუტასა და ფიატს შორის. ინდუსტრიაში ბოლო ცვლილებებისა და მარეგულირებლების ინიციატივების ფონზე, Silvergate-ში მიიჩნევენ, რომ ამჟამად საუკეთესო გზა ბანკის ოპერაციების გეგმური შეჩერებაა და მისი ნებაყოფლობითი ლიკვიდაცია. დახურვის გეგმა ყველა დეპოზიტის სრულ დაფარვას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში Silvergate Bank-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება Silvergate Exchange Network-ის (SEN) მუშაობის შეწყვეტის შესახებ. არაერთმა კრიპტოვალუტის ბირჟამ უკვე განაცხადა, რომ ისინი სილვერგეიტთან კავშირებით „ინფიცირებული“ არ არიან, ხოლო კლიენტების სახსრები უსაფრთხოდაა.

არის! Tornado Cash-ის ფორკი!

ბიტკოინ-მიქსერის Tornado Cash ერთ-ერთმა პირველმა კონტრიბუტორმა ამინ სოლეიმანიმ მიქშირების ახალი სერვისის Primacy Pools გამოშვება გამოაცხადა,რიმელიც TC კოდის ბაზაზეა რეალიზებული. ახლა ყოველი ჰაკერი და დამნაშავე მიიღებს შესაძლებლობას დაამტკიცოს,რომ ისინი არ არიან ჰაკერები და დამნაშავეები (მაგრამ ეს მთლად ასე არაა). დაზუსტებით შეიძლება ითქვას,რომ კეთილსინდისიერი მომხმარებლები შეძლებენ იმის დამტკიცებას,რომ თაღლითური ოპერაციები არ განუხორციელებიათ და ამიტომ კანონიერად სარგებლობენ კონფიდენციალურობის ამაღლების სერვისით. პროგნოზის მიხედვით, ახალ ფორკში გამოყენებულია მტკიცებულება ნულოვანი გახმაურებით,რომელიც 2023წლის მთავარი ტრენდია. შეგახსენებთ,რომ ესაა პროტოკოლი,რომელიც ადასტურებს ინფორმაციას მისი გასაჯაროების გარეშე. შენი სვლაა,SEC!

261 - 280 558 შედეგიდან