#justin sun
ნაპოვნია 14 სტატია
ბოლო
Huobi-ის დაცემის მიზეზი — არაკეთილსინდისიერი მყიდველი
Tron (TRX)-ის გენერალურმა დირექტორმა და Huobi-ის აქციონერმა ჯასტინ სანმა ლი ლინის ბირჟის დამფუძნებელს, კი ვეის სერიოზული ბრალდებები წაუყენა. სანი ირწმუნება, რომ ვეიმ ნატიური ტოკენი, Huobi (HT) უფასოდ „შეიძინა“, ხოლო მოგვიანებით ის საკმაოდ კარგ ფასად გაყიდა.TRON-ი ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფონდს ქმნის
100 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყოფა იმ დეველოპერების მხარდასაჭერად, რომლებიც იყენებენ AI-ს ბლოკჩეინ აპლიკაციებში. TRON-ისგან გრანტის მიღების შანსი იმ გუნდებს აქვთ, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ მიმართულებებს: • ელექტრონული კომერცია; • ვალუტური ანგარიშსწორება; • მონაცემთა მართვა; • ბაზრისა და ინვესტიციების ანალიზი; • ონტენტის შექმნა. კონტენტის შექმნა? მაგრამ ყველამ იცის, რომ GN ლიდერია კონტენტის შექმნაში! ამიტომ, გპირდებით, რომ არ გავქრებით რადარიდან, თუნდაც თავად ჯასტინ სანმა 20 მილიონი დოლარი გადმოგვითვალოს.ფრთხილად: ყალბი აირდროპი!
ჯონ რეის, FTX-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, პლატფორმის შესაძლო აღორძინების შესახებ გაკეთებული განცხადებიდან ერთ დღეში თაღლითებმა შექმნეს ყალბი FTX2.0 ტოკენი. FTX2.0 სკამ-ტოკენი მასიურად იგზავნება რეგისტრირებული მომხმარებლების საფულეებში და Justin Sun-ის, KuCoin-ის და Binance-ის ანგარიშებზეც კი მოხვდა. ბლოკჩეინის უსაფრთხოების კომპანია PeckShield-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ FTX 2.0 სმარტ-კონტრაქტს აქვს ხვრელები, რომლებიც ჰაკერებს საშუალებას აძლევს მოიპარონ სახსრები მომხმარებლების ანგარიშებიდან. "ახალ აირდროპში" მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლებს სთავაზობენ ბმულზე გადასვლას, რომელიც ფიშინგს წარმოადგენს. და ყველაზე უარესი იმაში მდგომარეობს, რომ ტოკენის კოდი უშვებს მისი შეძენის შესაძლებლობას, მაგრამ კრძალავს მის გაყიდვას. ამიტომ, მისი ფასი სწრაფად იზრდება, რაც იწვევს FOMO-ს ტალღას FTX მომხმარებლებში.ისევ FTX-ის სავალო ვალდებულებები?
ჯასტინ ჰანი ისევ ჰაიპით არის დაკავებული. მისმა ბირჟამ Huobi-მ გამოაცხადა პროვოკაციული სახელწოდების მქონე მონეტის, FUD (FTX Users Debt) ლისტინგი. დეველოპერები გვპირდებიან, რომ მომავალში ყველა ტოკენს გამოისყიდიან და მათ FTX-ის დავალიანების დასაფარავად გამოიყენებენ. ანონსის ფონზე, ტოკენის ფასი რამდენიმე ასეული პროცენტით გაიზარდა, მაგრამ შემდეგ სწრაფად საწყის ფასს დაუბრუნდა. თუმცა სავსებით სავარაუდოა, რომ ასეთი ტოკენი შეიძლება პოპულარული გახდეს.ჯასტინ სანის შპაგატი
ჯასტინ სანმა, Huobi-ს თანადამფუძნებელმა, აღტაცება გამოხატა იმის გამო, რომ ჩინეთმა კრიპტოტრანზაქციებზე გადასახადი შემოიღო. მას მიაჩნია, რომ ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ციური იმპერია მზადაა მიიღოს ციფრული აქტივების არსებობა და შეწყვიტოს ზეწოლა კრიპტოპროექტებზე. ის ფაქტი, რომ ფისკალური ორგანოები კრიპტოპლატფორმებიდან იმ მომხმარებელთა სიებს ითხოვენ, რომლებიც კრიპტოვალუტაში დებენ ინვესტიციებს, მას არანაკლებ ბედნიერს ხდის. ამავდროულად, ის ამტკიცებს, რომ Huobi სეიშელის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და, შესაბამისად, არ არის ვალდებული მისი მომხმარებლების მონაცემები წარადგინოს. და, კიდევ, ჯასტინ სანი ოცნებობს, რომ ბლოკჩეინ TRON-ი ჩინეთში ეროვნულ დონეზე იქნება მიიღებული. აბა, რა ვთქვათ, სანი- ჩვენი კრიპტოვალუტური ჟან-კლოდ ვან დამია.1 - 14 14 შედეგიდან