#lost
ნაპოვნია 14 სტატია
ბოლო
Ripple Labs დანებებას არ აპირებს
SEC-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში Ripple Labs Inc.-ის წამყვანმა დამცველმა, კაილი კიმმა სასამართლოს მიმართა მიმართა შუამდგომლობით საქმიდან აცილების თაობაზე. ამ საქციელმა Ripple-ის საზოგადოებაში მცირე პანიკა გამოიწვია და გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ სასამართლო შეიძლება წააგონ. მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდადაა.MEV-ბოტებზე თავდასხმის შედეგად $25 მილიონია დაკარგული
MEV ბოტები ფუნქციონირებენ, როგორც მაღალსიხშირული ტრეიდერები, რომლებიც სარგებლობენ არბიტრაჟის შესაძლებლობებით და ამისთვის ბლოკჩეინის ოპერაციების სიჩქარესა და სხვადასხვა ასპექტებს იყენებენ. თუმცა, ეს ბოტები რისკის ქვეშ აყენებენ დიდ თანხებს, რათა ფასებით მანიპულაცია მაღალ დონემდე მოახდინონ, რაც მათ ექსპლოიტების მიმართ მოწყვლადს ხდის.Mt.Gox-ის კრედიტორებს, როგორც იქნა, მათ ფულს დაუბრუნებენ
გადახდები 10 მარტიდან დაიწყება და ის როგორც BTC-ში, ასევე ფიატურ ვალუტაში განხორციელდება. ამ ეტაპზე მოსარჩელეები იმ თანხის დაახლოებით მეხუთედს მიიღებენ, რასაც ისინი სარჩელში ითხოვენ. 2019 წელს ბირჟის ბალანსმა 142 ათასი BTC ($3,3 მლრდ), 143 ათასი BCH ($19 მლნ) და $510 მლნ. იაპონურ იენაში შეადგინა. უნდა ითქვას, რომ Mt.Gox-ის გარშემო სიტუაცია იმდენად უიმედო იყო, რომ ბევრი ინვესტორი თავისი მონეტების მიღებას ღმერთის საჩუქარს უწოდებს. თანაც ბიტკოინები სულ სხვა ფასის დროს დაიაკრგა. კრედიტ-კომპანიის, Blockstream-ის გენერალური დირექტორი ადან ბეკი ამბობს: „მე მნიშვნელოვანწილად Mt.Gox-ზე არსებული ჩემი ბიტკოინები ჩამოვწერე, როგორც ზარალი. ამიტომ სუფთა ფილოსოფიური თვალსაზრისით ყველაფერი, რასაც ახლა მივიღებ, არის ცივი შენახვის ბონუსი“.Halborn: ეთიკური ბლოკჩეინ ჰაკერების გუნდი
SlowMist-ის მონაცემებით, 2022 წელს უსაფრთხოების პრობლემების გამო კრიპტოინდუსტრია 3,78 მილიარდი დოლარით დაზარალდა. ეს 2021 წელთან შედარებით 61%-ით ნაკლებია. დიდი ალბათობით, შემცირება კიბერუსაფრთხოებაში ჩართული კომპანიების პოზიციების გაძლიერებით არის განპირობებული.Moonbirds-ის დამფუძნებელი კევინ როუზი დაჰაკეს
Moonbirds-ის დამფუძნებელი კევინ როუზი დაჰაკეს ფიშინგური თავდასხმის შედეგად როუზმა $1,1 მილიონზე მეტი ღირებულების 40 იშვიათი NFT დაკარგა. კევინმა პირადად გამოაცხადა ჰაკინგის შესახებ Twitter-ზე და ითხოვა დროებით არავის შეეძინა Autoglyph და Chromie Squiggles. PROOF-ის ვიცე-პრეზიდენტმა ინჟინერიის საკითხებში არან შლოსბერგმა დეტალურად აღწერა თაღლითური სქემა. მისი თქმით, „ჰაკინგის ტექნიკური ასპექტი შემოიფარგლებოდა OpenSea-ს ბაზარზთან კონტრაქტში მიღებული ხელმოწერების შექმნით“. როუზთან ერთად მათ მაშინვე გამოიყენეს Revoke Cash, მაგრამ უკვე გვიანი იყო. PROOF-ში ხაზს უსვამენ, რომ მომხმარებელთა აქტივები არ დაზარალდა, რადგან რესურსების დიდ უმრავლესობაზე წვდომა მრავალ ნებართვას მოითხოვს.რამდენი ETH დაიკარგა სამუდამოდ დეველოპერების შეცდომების გამო?
Coinbase-ის დირექტორის, კონორ გროგანის თქმით, სმარტ კონტრაქტებში არსებული სერიოზული მოწყვლადობის, ან უბრალო დაუდევრობის გამო, ქსელის დაარსების დღიდან მომხმარებლებმა დაკარგეს წვდომა 636 000 ETH-ზე. სტატიის დაწერის მომენტისთვის, ეს დაახლოებით $1,1 მილიარდს შეადგენს.კრიზისის მიუხედავად, კრიპტოინდუსტრია ფორმულა 1-ის სპონსორი რჩება
მარტის დასაწყისში ბაჰრეინში სტარტი აიღო ფორმულა 1-ის ახალმა სეზონმა. აღმოჩნდა, რომ 2022 წლის სეზონთან შედარებით, გუნდების დაახლოებით 40%-მა დაკარგა თავიანთი კრიპტოსპონსორები. ინდუსტრიაში არსებული კრიზისი ამცირებს მოთამაშეების მარკეტინგულ აქტივობას. მაგრამ, მის სრულ გაჩერებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.Stellar და ბრაზილია CBDC-ის ტესტირებას ასრულებენ
ბრაზილიის ციფრულმა რეალმა საჯარო ბლოკჩეინში საპილოტე ტესტი გაიარა.პროექტი ადგილობრივი ბირჟის Mercado Bitcoin ბაზაზე, Stellar-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით ხორციელდებოდა. ექსპერიმენტის ფარგლებში ჩატარდა KYC პროცედურა,ვინაობის დეცენტრალიზებული იდენტიფიცირების საფუძველზე თაღლითობისგან დაცვის შემოწმება, და უშუალოდ სახსრების გადარიცხვა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ქვეყნის კანონების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა (კიდევ კარგი,ტესტების ჩატარება ჯერ არ ყოფილა აკრძალული), თუმცა Mercado-ს ხელმძღვანელმა ხუმრობით აღნიშნა,რომ ცენტრალური ბანკის რეალური მოტივაცია იყო სურვილი ენახათ,თუ რა ხდება მაშინ,როდესაც ისინი ფულზე პირდაპირ კონტროლს კარგავენ.არა მხოლოდ FTX. კრიპტოვალუტის ბირჟებზე თაღლითობის 10 ისტორია
2022 წლის ნოემბერში თაღლითობა მოხდა FTX-ზე. მომხმარებლებმა 8 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს. ეს არის კრიპტოვალუტის ბირჟების სფეროში გახმაურებული შემთხვევა, მაგრამ სულაც არ არის ერთადერთი ფაქტი. მოდით გავიხსენოთ კიდევ რა ბირჟებს მოუწიათ თაღლითობის ფაქტის გადატანა ბოლო ათწლეულის განმავლობაში (და რატომ).1 - 14 14 შედეგიდან