#privacy


ნაპოვნია 26 სტატია

ბოლო

რაო, კონფიდენციალურობაო?

კომპანიამ Arkham Intelligence მოამზადა აპლიკაცია, რომელიც Twitter-ის მომხმარებლის სახელის მიხედვით ეძებს მის აქტივობას სხვადასხვა ბლოკჩეინებში, მათ შორის Ethereum-ში, Polygon-სა და BNB Chain-ში. აპლიკაციას შეუძლია: იპოვოს საფულის მისამართები, რომლებსაც საძიებო ობიექტი უკავშირდებოდა; გაფილტროს მომხმარებლის ბოლო ტრანზაქციები; ბლოკჩეინზე მისი ქმედებების ვიზუალიზაცია მოახდინოს. ყველას, ვისაც სურს შეუერთდეს ამ გასაოცარ ინიციატივას, Waitlist-ში დასარეგისტრირებლად ეპატიჟებიან. მომლოდინეთა სიაში პირველებია ალბათ საგადასახადო სამსახურები და ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლები ჩაეწერნენ.

Coinbase-ს სასამართლოში ორჯერ უჩივლეს

გუშინ ინვესტორმა დელავერის საკანცლერო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. Coinbase-ის ხელმძღვანელობას (ხელმძღვანელისა და CEO-ს, ბრაიან არმსტრონგის ჩათვლით) ორი წლის წინ, კომპანიის საჯარო ლისტინგის დროს, $2,9 მილიარდის ოდენობის აქციების გაყიდვაში ადანაშაულებენ. სარჩელში აღნიშნულია, რომ კომპანიამ შეთანხმება გააფორმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნეგატიური ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, რომელმაც ბაზრის ოპტიმიზმი ძალიან შეარყია. იმავე დღეს სან-ფრანცისკოში კიდევ ერთი სარჩელი სულ სხვა საკითხთან დაკავშირებით შეიტანეს. ამ ბრალდებაში საუბარია იმაზე, რომ Coinbase-მა, სავარაუდოდ, დაარღვია ილინოისის კანონი ბიომეტრიული კონფიდენციალურობის შესახებ, როდესაც მომხმარებელთა მონაცემებს მათი წინასწარი თანხმობის გარეშე აგროვებდა. როგორც ჩანს, Coinbase ტურბულენტურ ზონაში მოხვდა? გამოვიჩინოთ მოთმინება და დაველოდოთ, რა მოხდება შემდეგ. დიდი ალბათობით, ეს უბრალოდ შიშის, გაურკვევლობისა და ეჭვის (FUD) მორიგი ტალღაა ჰორიზონტზე, თუ კრიპტოვალუტის გიგანტს უფრო სერიოზული პრობლემები აქვს?

Sidebar ad banner

არის! Tornado Cash-ის ფორკი!

ბიტკოინ-მიქსერის Tornado Cash ერთ-ერთმა პირველმა კონტრიბუტორმა ამინ სოლეიმანიმ მიქშირების ახალი სერვისის Primacy Pools გამოშვება გამოაცხადა,რიმელიც TC კოდის ბაზაზეა რეალიზებული. ახლა ყოველი ჰაკერი და დამნაშავე მიიღებს შესაძლებლობას დაამტკიცოს,რომ ისინი არ არიან ჰაკერები და დამნაშავეები (მაგრამ ეს მთლად ასე არაა). დაზუსტებით შეიძლება ითქვას,რომ კეთილსინდისიერი მომხმარებლები შეძლებენ იმის დამტკიცებას,რომ თაღლითური ოპერაციები არ განუხორციელებიათ და ამიტომ კანონიერად სარგებლობენ კონფიდენციალურობის ამაღლების სერვისით. პროგნოზის მიხედვით, ახალ ფორკში გამოყენებულია მტკიცებულება ნულოვანი გახმაურებით,რომელიც 2023წლის მთავარი ტრენდია. შეგახსენებთ,რომ ესაა პროტოკოლი,რომელიც ადასტურებს ინფორმაციას მისი გასაჯაროების გარეშე. შენი სვლაა,SEC!

1 - 20 26 შედეგიდან