#terra
ნაპოვნია 12 სტატია
ბოლო
სინგაპურის პოლიციამ დაიწყო Terraform Labs-ის გამოძიება
არა მხოლოდ დო კვონი, რომელიც თითქმის დავივიწყეთ, არსად არ გამქრალა, არამედ ის პრობლემაც, რომელიც მან შექმნა, არსად წასულა. თითქმის ერთი წელია, კრიპტობაზარი უმკვლავდება ამ უპატივცემულო ჯენტლმენის მთავარი ქმნილების - Terra USD სტეიბილკოინის და თითქმის მთლიანად მასზე მიბმული ეკოსისტემა Terra-ს კრახის შედეგებს.ალამედა ტოკენების ETH–სა და BTC–ში გადაცვლაში გამოიჭირეს!
როგორც კი სემ ბენკმენ ფრიდი 250 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს,თითქმის მაშინვე საფულეზე მოძრაობა დაიწყო. გარდა ამისა, ინტერნეტში მუდმივად ვრცელდება ჭორები, რომ ის ამჟამად არა მშობლების სახლშია ფეხზე ელექტრონული სამაჯურით, არამედ სადღაც ალამედას ოფისში. საზოგადოება მივიდა დასკვნამდე, რომ ხუჭუჭა სემი თავხედურ გაქცევას გეგმავს და მარეგულირებლების მოსასყიდად კრიპტოვალუტას აგროვებს. გარდა ამისა, კომპანიის საფულეების მსგავსი დაცლა მაშინ დაფიქსირდა, როდესაც Terra-ს აღმასრულებელი დირექტორი დო კვონი გაუჩინარდა (ხო,მართლა, სად არის ახლა დო კვონი?) და აი რიტორიკული კითხვაც: რატომ დააყადაღეს მარეგულირებლებმა FTX-ის ანგარიშები და არა Alameda-სი? ყველა ხედავს, რომ ეს ორი კომპანია ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რადგან ორივეს ერთი და იგივე ადამიანი მართავდა (უფრო სწორად, ასამარებდა).შინ ჰენ სონი სასამართლო ბრძოლისთვის ემზადება
სასამართლო პროცესისთვის მომზადების მიზნით, Terra-ს თანადამფუძნებელმა შინ ჰენ სონმა დაცვის ძლიერი გუნდი შეკრიბა. დაახლოებით 30-კაციან გუნდში შედიან იურისტები, რომელთაგან რამდენიმეს სპეციალიზაცია მონეტებსა და კაპიტალის რისკებთან დაკავშირებული კანონმდებლობაა. დაცვის ნაწილი Blue House-ის ყოფილი ანტიკორუფციული მდივანი პაკ ჰენ ჩხოლიც არის.რა არის Terra Luna Classic (LUNC)? პროექტის მიმოხილვა
Terra Luna Classic (LUNC) არის Terra-ს ორიგინალური ბლოკჩეინის ნატიური ტოკენი. მონეტა პოპულარობას უმადლის არა მხოლოს ამოქმედების შემდგომ აქტიურ ზრდას, არამედ TerraUSD-ის (UST) კრახის ფონზე დაცემასაც, რომლის დროს მან ღირებულების თითქმის 100% დაკარგა.კრიპტომთვარეულებზე რა ხდება?
LUNC საზოგადოება ატარებს კენჭისყრას, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიმსახურებთ. სახელდობრ: განიხილება წინადადება სტეიბლქოინ USTC-ის 1 დოლართან განმეორებით მიბმასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია. ამ ფონზე, USTC 60%-ით გაიზარდა სულ რაღაც 10 საათში, ხოლო შიდა LUNC ტოკენი, რომელიც ეს-ეს არის მას წამოეწევა, უკვე გაიზარდა 20%-ით. ჰო, რატომ მხოლოდ 1$, ბიჭებო? 10-15$ უფრო მომგებიანი იქნება, აბა, დაფიქრდით! „მთვარეულ“ ბაზარზე მხოლოდ თქვენ ხართ, ასე რომ, დაინტერესებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგექმნებათ.1 - 12 12 შედეგიდან