AI League: ონლაინ ფეხბურთის რევოლუცია FIFA-სა და ASM-ისგან
Altered State Machine-ის წყალობით, ონლაინ ფეხბურთი ახალ დონეზე გადავიდა. კომპანიამ, რომლის სპეციალიზაცია მეტავერსებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაა, FIFA-სთან ერთად უნიკალური საფეხბურთო სტრატეგია შეიმუშავა.
AI League: FIFA World Cup Qatar 2022™ Edition არის ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე მომუშავე მობილური საფეხბურთო სტრატეგია. მოთამაშე ხდება მენეჯერი გუნდისა, რომელიც ვარსკვლავების მატჩებზე ხვდება კლუბებს მთელი მსოფლიოდან.
წყარო: Twitter
რით განსხვავდება თამაში სხვა სპორტული პროექტებისგან? ქუჩის ფეხბურთელები, რომლებსაც თქვენ მართავთ, სავსებით გონიერი არსებები არიან. მათ გააჩნიათ ციფრული ტვინი Altered State და ინდივიდუალურად კონფიგურირებადი თვისებები.
ამჟამად, მობილური თამაშის ღია ბეტა ვერსიის ჩამოტვირთვა Google Play-დან უფასოდ არის შესაძლებელი. უახლოეს მომავალში იგეგმება პროექტის რელიზი App Store-ში, რასაც მრავალენოვანი მხარდაჭერის შემუშავება მოჰყვება.
ჩვენი FIFA World Cup-ის ხელოვნური ინტელექტის ლიგის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი მისიისაკენ, რომელიც გულისხმობს შემთხვევითი მოთამაშეების შემოყვანას მეტავერსის ხელოვნური ინტელექტის სათამაშო სამყაროში, და ჩვენ ვამაყობთ, რომ FIFA-სთან ერთად პირველ Web3 თამაშს ვქმნით, - აცხადებს ASM-ის თანადამფუძნებელი, აარონ მაკდონალდი.
როგორ შევუერთდეთ AI League-ს?
წყარო: fifaworldcupaileague.com
აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, საჭიროა სპორტსმენების გაცნობა და მათი გარეგნობის კონფიგურაცია. ამისათვის გადადით სპეციალურ სივრცეში, რომელსაც საკლუბო ოთახი ეწოდება. აქ შეგიძლიათ გუნდისთვის შეარჩიოთ ორიგინალური ფერადოვანი ტანსაცმელი, რომელიც გაფორმებული იქნება ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებული ორნამენტებითა და გამოსახულებებით. ფორმის შექმნისადმი ასეთი მიდგომა გუნდურ სულისკვეთებას აძლიერებს და მოთამაშეებს ქუჩებში ნამდვილად შესამჩნევებს ხდის.
ასევე, საკლუბო ოთახი განკუთვნილია გუნდში ახალი მოთამაშეების დასამატებლად, მაგრამ ეს პროცესი არ არის უფასო. მოთამაშის ხელში ჩაგდება და დამატებითი ტანსაცმლის, ან აქსესუარების შეძენა მხოლოდ მონეტა AI League-ის ყიდვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
წყარო: fifaworldcupaileague.com
შემდეგ უნდა დაიწყოს მოთამაშეების ეფექტიანობის და უნარების შეფასება. სცადეთ თამაში გუნდებთან და დააკვირდით თითოეული ფეხბურთელის ძლიერ და სუსტ მხარეებს. მიღებული მონაცემების საფუძველზე, მოახდინეთ მათი წარმადობის ოპტიმიზაცია Skill Blender-ის მეშვეობით. ეს ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ დახვეწოთ უნარები: თავდასხმა, დაცვა, ძალა, სიჩქარე, ტემპერამენტი და ა.შ. ამ თვისებების სხვადასხვა კომბინაციებზე ექსპერიმენტების ჩატარებით, შეგიძლიათ არაპროფესიონალი მოთამაშეები მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებად აქციოთ.
AI League-ის მატჩები ტარდება ქუჩის ფეხბურთის კლასიკურ არენებზე: ხალხმრავალ მოედნებზე, ნეონით განათებულ ჩიხებში, ან ქალაქის გარეუბნებში. თამაშის მიმდინარეობისას, თქვენთვის გაიხსნება ახალი ლოკაციები, სადაც "გაცოცხლებულ" მოთამაშეებს საუკეთესოთა ტიტულისთვის მოუწევთ ბრძოლა.