რა გავლენას ახდენს მაინინგის სირთულე BTC–ის ფასზე?

ფოტო - რა გავლენას ახდენს  მაინინგის სირთულე BTC–ის  ფასზე?
24 ოქტომბერს BTC–ის მაინინგის სირთულის ხელახალი გაანგარიშების შედეგად, ქსელის ჰეშრეიტმა ისტორიული მაქსიმუმი კვლავ დაახლოებით 263 EH/s–ზე განაახლა.
ბიტკოინის მაინინგის სირთულე  ქსელის სიმძლავრის მიხედვით ყოველ ორ კვირაში იცვლება. ეს პროცესი სპეციალურადაა ინტეგრირებულია BTC კოდში, რათა  მაინერები წაახალისონ მუდმივად საჭირო სიჩქარით იმუშაონ და ასევე რათა არ მოხდეს მაინინგისთვის ჯილდოს მოცულობის გადაჭარბება.  

გაანგარიშებით, ბოლო ბიტკოინი 2140 წელს უნდა იყოს მოპოვებული. სწორედ ამ თარიღისთვის იცვლება ჰეშრეიტი (გამოთვლითი სიმძლავრის მაჩვენებელი) - როცა მეტი მაინერი მუშაობს, სირთულე იზრდება, როცა ნაკლები, ეცემა.

2020 წლის იანვრამდე შეინიშნებოდა  BTC–ის კურსის მაინინგის სირთულის მაჩვენებელთან კორელაცია. ეს სავსებით ლოგიკურია: როდესაც ბიტკოინის კურსი აქტიურად იზრდებოდა, სულ უფრო მეტ ადამიანს სურდა მისი მოპოვება, როდესაც ეცემოდა, ხალხმა ყიდდა აღჭურვილობას და ტოვებდა ინდუსტრიას, რადგან არ სურდათ BTC-ის დაგროვება და არასაკმარისი მოგების პირობებში მუშაობა.
BTC–ის მაინინგის სირთულისა და მისი ფასისდამოკიდებულება (Blockchain.com)

BTC–ის მაინინგის სირთულისა და მისი ფასისდამოკიდებულება (Blockchain.com)

მაგრამ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისიდან, BTC–ის ჰეშრეიტი თითქმის უწყვეტად იზრდება. ყოველი ახალი გადაანგარიშება აახლებს ATH-ს (All Time High, ისტორიული მაქსიმუმი), მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისიდან ბიტკოინის კურსი 56%-ით დაეცა.

ეს ნიშნავს,რომ  Asic-ების გაყიდვისა და მაინინგის შეწყვეტის ნაცვლად, მაინერები მუდმივად ზრდიან თავიანთ სიმძლავრეებს,რადგან ხედავენ  BTC–ის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
BTC–ს მაინინგის სირთულე (btc.com)

BTC–ს მაინინგის სირთულე (btc.com)

აქედან გამომდინარე, ახლა მაინერები  ყველაზე მცირე მოგებას იღებენ დახარჯულ გამოთვლით ძალასთან (hashprice) მიმართებაში. მაჩვენებელი  არის 1 EH/s-ზე $66,000–ის დონეზე. მარტივად რომ ვთქვათ, ბიტკოინის მაინინგი ახლა წამგებიანია და მაინინგი ძლივს იბრუნებს მასზე დახარჯულ სახსრებს.  . 

ამასთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტი მაინერი ჩნდება, მოპოვების სირთულე კი იზრდება. ეს ნიშნავს,რომ მაინერებს არ აქვთ სწრაფ მოგებაზე გათვლა და  BTC–ის ხარის ბაზრისთვის აგროვებენ.

თეორიულად,ასეთი მიდგომა შეიძლება დადებითად აისახოს მონეტის კურსზე,რადგან შეთავაზების შესუსტება იწვევს მოთხოვნის პროპორციულ ზრდას. მაგრამ მხოლოდ იმ მომენტამდე, ვიდრე მაინერები არ გადაწყვეტენ მომგებიან ფასად თავიანთი BTC–ის რეალიზებას.თუკი ბაზარზე რაიმე  FUD ან ტოტალური ნეგატივი გადმოიღვრება,  მაინერებმა შეიძლება პანიკის  ნიადაგზე შემონახული ბიტკოინები გაყიდონ, რაც ფასის კიდევ უფრო დიდ ვარდნას და ლიკვიდაციების დიდ კასკადს გამოიწვევს.