არიზონა დგამს ნაბიჯს კრიპტო გადახდების ლეგალიზაციისკენ

ფოტო - არიზონა დგამს ნაბიჯს კრიპტო გადახდების ლეგალიზაციისკენ
არიზონას რესპუბლიკელმა სენატორმა ვენდი როჯერსმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს BTC-ის მიღებას კანონიერ გადახდის საშუალებად.
კანონპროექტი SB 1235 ითვალისწინებს კრიპტოვალუტების დაშვებას ქირის, გადასახადებისა და ჯარიმების გადასახდელად.

კანონის მიღების შემთხვევაში, არიზონა გახდება აშშ-ს პირველი შტატი, რომელიც ბიტკოინის და ფიატის თანასწორობას აღიარებს.
 
და ასეთი შედეგის შანსი საკმაოდ მაღალია: რესპუბლიკელებს არიზონას სენატში უმრავლესობა აქვთ, ისევე როგორც არიზონას წარმომადგენელთა პალატაში კონგრესში .