Bowie on the Blockchain-ის კოლექციის NFT $127 000-ად გაიყიდა

ფოტო - Bowie on the Blockchain-ის კოლექციის  NFT  $127 000-ად გაიყიდა
30 სექტემბერს OpenSea-ზე წარმოდგენილი იყო დევიდ ბოუისადმი მიძღვნილი ექსკლუზიური NFT კოლექცია. ერთ-ერთი მათგანი, FEWOCiOUS-ის სახელით ცნობილი მხატვრის მიერ დახატული ტილო, 3 ოქტომბერს 127 000 დოლარად გაიყიდა.
დევიდ ბოუი არის ლეგენდა, რომლის ნამუშევრებს შეუძლიათ გააგრძელონ მსმენელების შთაგონება და აღფრთოვანება მისი სიკვდილის შემდეგაც კი. სწორედ ამიტომ, The Bowie Estate-მა OpenSea-ზე უნიკალური NFT Bowie ბლოკჩეინის კოლექცია წარმოადგინა.
წყარო: davidbowie.com

წყარო: davidbowie.com

Bowie on the Blockchain-ში 15 ნამუშევარი შედის, რომლებზეც 9 წამყვანი მხატვარი მუშაობდა. NFT-ის შექმნისას ისინი ცდილობდნენ აესახათ ბოუის გავლენა საკუთარ შემოქმედებასა და პიროვნულ განვითარებაზე.

კოლექცია ასახავს მხატვრის ერთგულებას ინოვაციების გამოყენებისა და გამოსვლების  ტრანსფორმაციისკენ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში. Bowie on the Blockchain-ის ყველაზე კაშკაშა ელემენტი  19 წლის მხატვრის FEWOCiOUS-ის ნამუშევარია.

ეს არის ანიმაციური ვიდეო, რომელიც დაწყვილებულია შვიდფუტიან სკულპტურასთან, რომელსაც აცვია არქივიდან აღებული დევიდ ბოუის ორიგინალური კოსტუმი. როგორც თავად FEWOCiOUS ამბობს, მას ძალიან  უყვარდა მუსიკოსის ნამდვილი, დაუოკებელი არსი. ”მან მასწავლა, როგორ გავიზარდო იმ სამყაროში, რომელიც ყოველთვის “არას“ მეუბნებოდა”, - ხაზგასმით აღნიშნა ავტორმა.

NFT Bowie by FEWOCiOUS 3 ოქტომბრის საღამოს გაიყიდა 96,5 ETH-ად, რაც 127 000 აშშ დოლარს უდრის. კოლექციიდან სხვა გაყიდული ნამუშევრების ღირებულება მერყეობდა 3 ETH-დან (4000$)-დან 7.5 ETH-მდე (9800$).

NFT Bowie on the Blockchain-ის შეძენა OpenSea-ზე 3 ნოემბრამდეა შესაძლებელი. შემოსული თანხა გადაეცემა საერთაშორისო დამოუკიდებელ არასამთავრობო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას CARE-ს. მისი წარმომადგენლები სიღარიბესა და შიმშილს ებრძვიან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური მოხალისეა დევიდ ბოუის მეუღლე, იმანი.