BBC-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, სად გაქრა OneCoin-ის ფული

ფოტო - BBC-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, სად გაქრა OneCoin-ის ფული
OneCoin-ის ხელმძღვანელმა რუჟა იგნატოვამ მილიონობით ადამიანი დაარწმუნა შეუერთდნენ მის ფინანსურ პირამიდას. შემდეგ ის ფულთან ერთად გაუჩინარდა. ვინ არის საუკუნის თაღლითობის უკან და ვინ არის OneCoin-ის საბოლოო ბენეფიციარი?
ოფიციალური მონაცემებით, OneCoin-მა გამოცადა პირველი კრიპტოპირამიდა „უნიკალური ტოკენით“ და  მასზე   მინდობილ მომხმარებლებს  4 მილიარდი ევრო გამოსძალა. პროექტის იდეოლოგიურმა ინსპირატორმა და მისმა მთავარმა მედია სახემ, რუჟა იგნატოვამ შეძლო დაემტკიცებინა მსოფლიოსთვის, რომ პონცის სქემამ აქტუალობა არ დაკარგა. არ აქვს მნიშვნელობა რას შესთავაზებ ხალხს - არარსებულ კრიპტოვალუტას თუ კომპანიის აქციებს, რომელიც  წყალს საჰარაში აწარმოებს - საკმარისია დაჰპირდეთ თვეში 100%-იან მოგებას და შეასრულოთ დაპირება მხოლოდ პირველი კვირების განმავლობაში.
რუჟა იგნატოვა მამაკაცების კრიპტოსამყაროში ძლიერი ქალის როლს ოსტატურად ასრულებდა წყარო btvnovinite.bg

რუჟა იგნატოვა მამაკაცების კრიპტოსამყაროში ძლიერი ქალის როლს ოსტატურად ასრულებდა წყარო btvnovinite.bg

კრიპტოვალუტების პოპულარობის პიკზე იგნატოვამ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა შექმნა ახალი მონეტა, რომელიც არ ექვემდებარება ცვალებადობას, რადგან მას აქვს „განსაკუთრებული  სისტემა“. OneCoin იყო პოზიციონირებული, როგორც "ბიტკოინის მკვლელი" და ტექნოლოგიური მიღწევა. მაგრამ „One Coin Ltd „-ის მომხმარებელთა ხელშეკრულებაში, მცირე ასოებით იყო მითითებული, რომ ეს იყო საგანმანათლებლო პროექტი მოსახლეობის ფინანსური წიგნიერების გასაუმჯობესებლად, ხოლო პროექტის მონეტა იყო ვიზუალიზებული  სასწავლო  საშუალება მოსწავლეებისთვის.

ცოტა თუ წაიკითხავს იმას, რაც ხელშეკრულების ბოლო გვერდზე წერია წვრილი ასოებით. და ძალიან ცდებიან. ამ დანამატის ბოროტი ირონია პირამიდის წევრებმა მხოლოდ მაშინ გააცნობიერეს, როდესაც მთელი სისტემა ჩამოიშალა.

აღარ შევალთ თაღლითობის დეტალებში, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოკლე დროში პროექტმა მიიღო საერთაშორისო სტატუსი, მასმედიის ფართო მხარდაჭერა, ონლაინ კონფერენციებისა და ტელემარათონების ჩატარების შესაძლებლობა.

ამიტომ BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, ჯეიმი ბარტლეტის ხელმძღვანელობით, დაისვეს ლოგიკური კითხვები:

1. როგორ მოხდა, რომ ფინანსურმა მარეგულირებლებმა და საგადასახადო უწყებებმა ორი წლის განმავლობაში უგულებელყვეს პირამიდა? ეს პირამიდა ხომ 170 ქვეყანაში მუშაობდა და მასში 3 მილიონზე მეტი ადამიანი შედიოდა!

2. ვინ აფინანსებდა ყველაზე მასშტაბურ სარეკლამო კამპანიას  მსოფლიოში ბოლო 10 წლის მანძილზე, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდი დოლარია?

3. რატომ დააკავეს ქსელის ყველა ხელმძღვანელი (100-ზე მეტი ადამიანი), მაგრამ თავად რუჟა იგნატოვა 2017 წლის ოქტომბერში უპრობლემოდ ჩაჯდა თვითმფრინავში, რომელიც სოფიიდან ათენში მიდიოდა და გაუჩინარდა?

4. რატომ არ წარსდგა ინატოვა სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ FBI-მ ის ყველაზე ძებნილ პირთა სიაში შეიყვანა?

5. ინვესტორებს 1,7 მილიარდი დოლარი დაუბრუნეს. მაგრამ  თუ კომპანიის ყველა ანგარიში გაყინულია, სად არის დანარჩენი 2.3 მილიარდი?

6. რამდენი ფული გამოიმუშავეს OneCoin-ის შემქმნელებმა და ვინ არიან ისინი?

გამოძიების პროცესში გასაოცარი ფაქტები გამოვლინდა.

ჯერ ერთი, აღმოჩნდა, რომ თანხა, რომელიც  პირამიდის გულუბრყვილო მონაწილეებს ჯიბეებიდან ამოაცალეს, გაცილებით მეტია, ვიდრე ოფიციალური. ჟურნალისტების გათვლებით, ის 14-15 მილიარდ ევროს ფარგლებში მერყეობს.

მერე, აღმოჩნდა, რომ ბულგარეთის უსაფრთხოების სამსახური იგნატოვას, მის წინააღმდეგ  გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ეს ინფორმაცია კი, თავის მხრივ, ინტერპოლიდან ჟონავდა.

მესამე, ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ OneCoin-ის გუნდი თანამშრომლობდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სამეფო ოჯახის წევრებთან. შეიხი ფეისალომ ბინ სულთან ალ-კასიმი, ფულის გათეთრების ეჭვქვეშ გაყინული თანხების განბლოკვაში პირადად ეხმარებოდა.

და გამოძიება, რომელიც სახიფათოა ბევრი ოფიციალური ორგანიზაციისა და მსოფლიოს ძლიერი ადამიანებისთვის, გრძელდება. მისი მიმდინარეობას შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ პოდკასტში "კრიპტოგრაფიის დაკარგული დედოფალი" BBC-ის ვებგვერდზე.