რა არის HEX?

ფოტო - რა არის HEX?
რა არის HEX: კრიპტოვალუტის ინდუსტრიის რევოლუციური ტოკენი თუ მორიგი ფინანსური პირამიდა?
მის გარშემო არაერთი აზრთა სხვადასხვაობა და კამათი მუსირებდა. პროექტის მხარდამჭერები, ე.წ. „გექსიკანელები“ მის შემქმნელს რიჩარდ ჰარტს ადიდებენ და კონფრონტაციაში შედიან  მათთან, ვინც მას აკრიტიკებს და HEX–ს თაღლითობად მიიჩნევს. თუმცა  HEX–ის მოწინააღმდეგეებს საკმარისი საბაბი აქვთ ჩათვალონ,  რომ ეს თაღლითობაა.  

პროექტის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ  HEX— ეს არის პირველი სადეპოზიტო სერტიფიკატი  (CD), რომელიც ბლოკჩეინზე მუშაობს. სადეპოზიტო სერტიფიკატი საკმაოდ გავრცელებული მომსახურებაა კლასიკურ ბანკინგში, სადაც კლიენტი ბლოკავს ანგარიშზე შეტანილ თანხებს, ბანკი კი სარგებლობს  ამ თანხებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რისთვისაც მომხმარებელს პროცენტს უხდის.

HEX CD  სტეიკინგის მსგავსად  ფუნქციონირებს: მეანაბრე ყინავს ტოკენებს პროექტის სტრუქტურაში, რათა მიიღოს პროცენტები მის მიერ დაბლოკილი თანხების რაოდენობიდან. მან, ვინც ყველაზე მეტი ტოკენის  შენატანი გააკეთა, ამოწმებს ტრანზაქციებს და იღებს ყველაზე დიდ პასიურ მოგებას.  

 APY ( საშუალო წლიური პროცენტული შემოსავლიანობა) –სგან მიღებული შემოსავალი  შეიძლება 40% აღწევდეს. HEX  კრიპტოვალუტა იჭრება არსებული ჰოლდერებისთვის გადასახდელად  ბლოკირების ვადის ამოწურვის შემდეგ.

რიჩარდ ჰარტის პროექტის მთავარი მიზანია  მისი ტოკენის ფასის ზრდა და სხვა აქტივებზე უპირატესობა. იდეა იმაში მდებარეობს, რომ შეიქმნას კრიპტოვალუტა, რომლის გაძვირებაც უფრო   აქტიურად მოხდება, ვიდრე  Ethereum-ის  და Bitcoin-ის. 

HEX–ის სტრუქტურის თანახმად, ტოკენის ღირებულების ზრდასთან  ერთად, გადახდების რაოდენობა  მოიკლებს. თუმცა, თუ კრიპტოვალუტის კოტირება ჩამოიშლება, ინფლაცია დაჩქარებული ტემპით გაიზრდება,რადგან საჭირო იქნება მეტი ტოკენის გენერირება. თუმცა, პროექტი გვპირდება, რომ  ფასი ზრდას გააგრძელებს, მომხმარებლები კი დააფიქსირებენ მაღალ პასიურ შემოსავალს  გულუხვი  APY–ს წყალობით.

რატომ მიიჩნევს უამრავი ადამიანი HEX–ის პროექტს თაღლითობად?

კრიპტოსაზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს ამ პროექტს მრავალი მიზეზის გამო.  პირველი მისი დამფუძნებლის რეპუტაციაში მდგომარეობს. 2002 წელს რიჩარდ ჰარტს სასამართლოში კომპანიამ  Peacefire. org  უჩივლა ვაშინგტონის შტატის სპამთან ბრძოლის შესახებ კანონის დარღვევისთვის. ის ასევე სიცოცხლის გამახანგრძლივებელი პროდუქტების პოპულარიზაციას ეწეოდა.  

და ბოლოსთვის, შეიძლება შეგვხვდეს ინფორმაცია, რომ 2005–2007 წლებში HEX –ის დამფუძნებლის მიმართ გამოძიება მიმდინარეობდა პანამაში. ის ეჭვმიტანილი იყო დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში, რომელშიც შედიოდნენ მძარცველები, შანტაჟისტები, კორუმპირებული იურისტები და მოსამართლეები. მანამდე მას ჰქონდა არაერთი სხვა ფსევდონიმი – ჯეიმს ჰარტი, ჯ. რიჩარდი , რიჩარდ შულერი.

რიჩარდ ჰარტი  კრიპტოვალუტის ექსცენტრიული  ექსპერტ–ბლოგერია  ბნელი წარსულით, რომელიც შეეცადა თავის გარშემო გაღმერთების კულტი შეექმნა. ის მუდმივად ახდენს თავისი სიმდიდრის  დემონსტრირებას  და სხვებსაც გამდიდრებას ჰპირდება. მაგალითად, შარშან ჰარტმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი შეიძინა, და მასში კრიპტოვალუტაში 4,3 მილიონი დოლარი გადაიხადა.  

ეჭვი ჩნდება უშუალოდ თვითონ ტოკენის და მის გამოყენების მიმართაც. HEX არ არის დარეგისტრირებული მსხვილ ბირჟებზე, არ აქვს ოფიციალური დოკუმენტი. მაშინ, როდესაც ნამდვილი სადეპოზიტო სერტიფიკატები იპოთეკისა და კრედიტების მისაღებად საბანკო მომსახურებით სარგებლობენ,  ჰარტის პროექტში ტოკენები უბრალოდ დროებით იბლოკება ანაზღაურების მისაღებად. საბოლოო ჯამში, HEX  უბრალოდ ტოკენია Ethereum–ის   ბაზაზე, პრაქტიკული გამოყენების გარეშე, რომელიც გამოშვებულია მხოლოდ და მხოლოდ მისი დამფუძნებლის გასამდიდრებლად მეანაბრეთა გაკოტრების ხარჯზე, თვლიან პროექტის მოწინააღმდეგეები.  

გარდა ამისა, ბევრისთვის მიუღებელია პროექტის საიტზე მაღალფარდოვანი განცხადებები იმის თაობაზე, რომ HEX ბიტკოინზე უკეთესი გახდება, რომ მისი ღირებულება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ოდესმე ისტორიაში, ასევე ბონუსების დიდი რაოდენობა, მოგების დაპირებები და მრავალი სხვა. ინვესტორები ამას აღიქვამენ, როგორც  განგაშის სიგნალს  თაღლითობის შესახებ .  

ეჭვები თაღლითობის შესახებ არ ტოვებს ადამიანებს, როდესაც ისინი ამ ტოკენის ფანატებთან იკვეთებიან. ისინი კრიპტოვალუტის ყველაზე მრისხანე და გაუწონასწორებელ  საზოგადოებად ითვლებიან. თუკი ვინმე კრიტიკით გამოდის HEX–ის ან რიჩარდ ჰარტის მისამართით ტვიტერში ან სხვა სოცქსელში , გექსიკანელების მთელი არმია შეესევა ამ ადამიანს თავისი თაყვანისცემის ობიექტის დასაცავად. ერთი და იგივე ფრაზების გამეორებით, თუ როგორი საოცარია რიჩარდ ჰარტი  და რამდენად უსაფრთხოა HEX, ისინი ბოტებს მოგაგონებთ. 

HEX –ის საიტზე ცალკე დანაყოფიც კია , რომელიც ეძღვნება გამართლებებს იმის თემაზე, რომ პროექტი არ წარმოადგენს თაღლითობას  იურიდიული თვალსაზრისით. და ეს არის საბოლოო მტკიცებულება სკეპტიკურად განწყობილი ინვესტორებისთვის, რადგან  საეჭვოა ლეგიტიმურ პროექტს ასეთი გვერდი სჭირდებოდეს.

სამწუხაროდ, კრიპტოვალუტის სექტორში არასათანადო რეგულირების არარსებობის და HEX პონცის სქემის იურიდიული კრიტერიუმებთან შეუსაბამობის  გამო, პროექტი აგრძელებს ფუნქციონირებას.

The What Bitcoin Did –ის პოდკასტის წამყვანმა, პიტერ მაკკორმაკმა დამფუძნებელ  რიჩარდ ჰარტთან პირდაპირი ეთერისას  განაცხადა, რომ  HEX — იმდენად თვალსაჩინო თაღლითობაა, რომ  ეს ან ტროლინგია ან მხატვრული პროექტი. რასზეც ჰარტმა უპასუხა, რომ : «ერთი შეხედვით ჩემი პროექტი შეიძლება თაღლითობად მოგეჩვენოთ,თუმცა თუ ჩაუღრმავდებით, დარწმუნდებით, რომ უბრალოდ მინდა ხალხს დავეხმარო»


Sidebar ad banner
Recommended