კანადამ კრიპტოპლატფორმებს რეგისტრაციისთვის 30 დღე მისცა
2022 წლის უეცარი გაკოტრებების შემდეგ, რომლებმაც ბაზარი სერიოზულად შეარყია, კანადის მარეგულირებელმაც (კანადის ფასიანი ქაღალდების ადმინისტრატორი, CSA) გადაწყვიტა, ინვესტორების დაცვისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.
კანადაში მოქმედი, კრიპტოვალუტებით მოვაჭრე პლატფორმების ზედამხედველობა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაძლიერდა. აგვისტოში CSA-მ ციფრული აქტივებით მოვაჭრე პლატფორმებს წინასწარი რეგისტრაციის ვალდებულებები (PRU) მოსთხოვა. ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც კრიპტოპლატფორმების თანხმობა, დაეცვათ გაფართოებული მოთხოვნები რეგისტრირებული კომპანიების მიმართ და სრული რეგისტრაციის მომასწავებელია.
CSA-ს მხრიდან დაჟინებული კონტროლის კანონზომიერი გაგრძელება იყო დეკემბრის შეხსენება PRU-ს შესახებ და 22 თებერვალს შეტყობინების პუბლიკაცია, რომლის თანახმად ყველა არარეგისტრირებული პლატფორმა ვალდებულია, გაიაროს გაფართოებული წინასწარი რეგისტრაცია მთავარ მარეგულირებელ ორგანოში მომდევნო 30 დღის განმავლობაში.
ბოლოდროინდელი გაკოტრებები კრიპტოაქტივებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი რამდენიმე პლატფორმის მონაწილეობით ხაზს უსვამს უზარმაზარ რისკებს, რომლებიც კრიპტოვალუტით ვაჭრობას უკავშირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ტარდება კანადის ფარგლებს გარეთ მდებარე არარეგისტრირებულ პლატფორმებზე, - განაცხადა CSA-ს ხელმძღვანელმა, სტენ მეჯიდსონმა.
გაფართოებული მოთხოვნებში კრიპტოვალუტის პლატფორმების მიმართ, რომლებსაც მარეგულირებელი დაჟინებით მოითხოვს, შედის:
- კანადელი მომხმარებლების კრიპტოაქტივების შენახვა კვალიფიციურ მცველებთან. CSA-ს აზრით, ესენი არიან მცველები, რომლებიც კონტროლდება კანადის, აშშ-ის, ან ანალოგიური იურისდიქციის ფინანსური მარეგულირებლების მიერ, სადაც მოქმედებს ქცევისა და ფინანსური მარეგულირებელი ზედამხედველობის რეჟიმი;
- კანადელი მომხმარებლის აქტივების სეგრეგაცია კორპორაციული პლატფორმის აქტივებისგან;
- მარჟინალური ვაჭრობის აკრძალვა;
- CSA-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე სტეიბლკოინების ყიდვის, ან შეტანის აკრძალვა.
თუ კრიპტოვალუტის პლატფორმა, რომელიც მომსახურებას უწევს კანადელ ინვესტორებს, 30 დღის განმავლობაში გაფართოებულ წინასწარ რეგისტრაციას არ გაივლის, კანადის ფასიანი ქაღალდების ადმინისტრატორი ქვეყანაში მის პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომას დაბლოკავს.