Cardano–ს სტეიბლკოინები: USDA და Djed
2023 წლის დასაწყისში, Cardano ორ სტეიბლკოინს გამოუშვებს, რომლებიც ფუნდამენტურად განსხვავდებიან, მაგრამ განზრახული აქვთ ერთი და იგივე ამოცანების
შესავალი
ბოლო დროს სტაბილკოინები სულ უფრო მეტად ექცევა მარეგულირებლების ყურადღების ქვეშ. მთავარ ეჭვებს ალგორითმული სტაბილკოინების მუშაობის პრინციპები, ასევე რეზერვების გამჭვირვალობა და ცენტრალიზებული სტაბილკოინების უზრუნველყოფის საკმარისობა იწვევს.
პრობლემებზე განსაკუთრებით ხშირად მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ერთ-ერთმა უმსხვილესმა ალგორითმულმა სტაბილკოინმა - TerraUSD (UST) – კრახი განიცადა, რამაც კრიპტოვალუტის მთელი ბაზრის ვარდნა გამოიწვია. შედეგად, მოხდა კურსებისა და მრავალი სხვა სტაბილკოინის მიბმის დროებითი გათიშვა.
მაგრამ რეზერვების საკითხი მათი სანდოობის შესახებ განხილვის მთავარ საგნად რჩება. და პრობლემა აქ იმაშია, რომ ცენტრალიზებული სტეიბლკოინების რეზერვების უმეტესობა წარმოადგენს კომერციული ქაღალდების, უზრუნველყოფილი სესხების, კორპორატიული ობლიგაციების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა აქტივების კომპლექსურ ნაზავს. და ყველაზე ხშირად, კომპანიებს რეზერვების დასადასტურებლად სათანადო აუდიტის არარსებობის გამო აკრიტიკებენ. გარდა ამისა, ეს ემიტენტები სათანადოდ არ რეგულირდება, რაც ზრდის რისკებს ინვესტორებისთვის.
Cardano ამჟამად მუშაობს ორი ახალი სტეიბლკოინის გამოშვებაზე, რომელთა წინაშეც სტეიბლკოინების უმეტესობისთვის სახასიათო ძირითადი პრობლემების გადაჭრის ამოცანა დგას.
Cardano-ს დეველოპერთა გუნდი გეგმავს პირველი სრულად რეგულირებული სტაბილური მონეტა –USDA– 2023 წელს გამოუშვას, ფიატის მხარდაჭერით და აშშ დოლართან მიბმით უზრუნველყოფილი. და ასევე COTI პლატფორმის მიერ გამოშვებული ჭარბი უზრუნველყოფის მქონე ალგორითმული სტაბილკოინი, სახელწოდებით Djed.
ცენტრალიზებული და ალგორითმული სტეიბლკოინების მუშაობის პრინციპი განსხვავდება, და ამ სტატიაში ჩვენ მოკლედ მოგიყვებით თითოეული მათგანის თავისებურებებზე.
USDA
2022 წლის 18 ნოემბერს სინგაპურში Emurgo აცხადებს Cardano–ს ბლოკჩეინზე ახალი სტაბილკოინის გამოშვების შესახებ - USDA. ეს სტაბილკოინი სრულად იქნება რეგულირებული, აშშ დოლარით მხარდაჭერილი და 1 1ზე მიბმით.
Emurgo არის პროექტის Cardano ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. მისი მისიაა კომერციული საწარმოების განვითარება და მხარდაჭერა და ,ასევე, Cardano–ს ეკოსისტემაში ბიზნესის ინტეგრაციის ხელშეწყობა.
Cardano-ს ერთ-ერთი გლობალური მიზანია უზრუნველყოს მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის საბანკო პროდუქტებზე წვდომა. და კომპანია უკვე საკმაოდ დიდი ხანია,რაც წარმატებულად ავითარებს თავის პროდუქტებს აფრიკისა და აზიის ბაზრებზე, სადაც მაცხოვრებლებს არ აქვთ წვდომა საბანკო სერვისებზე, ხოლო ქვეყნის ეროვნული ვალუტა ზედმეტად სწრაფად უფასურდება, რომ დანაზოგის როლი შეასრულოს.
ამ მიზნის მისაღწევად, Cardano-ს დეველოპერები წარმოადგენენ პროდუქტების კომპლექტს "Anzens", რომელიც შექმნილია ტრადიციული ფინანსური სერვისების კრიპტოვალუტასთან დასაკავშირებლად. ისე, USDA პირველი პროდუქტი გახდება, რომელიც დაეხმარება TradFi-სა (ტრადიციული ფინანსები) და DeFi-ს (დეცენტრალიზებული ფინანსები) შორის წყვეტის დაძლევაში.
კარდანოს ეკოსისტემა აიგო კრიპტოში რეალური აპლიკაციების გადატანისა და მომავლის ეკონომიკის ასაშენებლად ფუნდამენტის შექმნის იდეაზე.. ფიატით სრულად უზრუნველყოფილი და ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისი სტაბილკოინის დანერგვა არის შემდეგი ნაბიჯი ჩვენი საზოგადოების მომავლის რეალიზაციაში. ეს სტაბილკოინი არა მხოლოდ უზრუნველყოფს ინვესტორების სტაბილურობას , რომლებიც ფინანსურ ტრანზაქციებს ბლოკჩეინზე ახორციელებენ, არამედ წინ წევს Cardano–ს ეკოსისტემას იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომლის გადაჭრაც ჩვენ უკვე შეგვიძლია - ღარიბებისთვის საბანკო მომსახურების უზრუნველყოფაამბობს ვინიტ ბჰუვანაგირი, Emurgo-ს მმართველი დირექტორი
USDA-ს გამოშვება 2023 წლის პირველ კვარტალში Anzens-ის პლატფორმაზე იგეგმება, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ გადაიყვანონ თავიანთი აშშ დოლარი USDA-ში საკრედიტო ბარათების, საბანკო გადარიცხვების, პირდაპირი დეპოზიტების ან გადახდების და ნატიური ტოკენის ADA კონვერტაციის მეშვეობით. შემდეგ იმუშავებენ სხვა სტეიბლკოინების USDA-ში (მაგალითად, USDC და USDT), ისევე როგორც ისეთი კრიპტოვალუტების, როგორიცაა Bitcoin, Ethereum და სხვა, უსაფრთხო და მოსახერხებელი კონვერტაციის შექმნაზე.
ნორმატიული მოთხოვნების სრულად შესაბამისობის და საზედამხედველო წესების დაცვის უზრუნველსაყოფად, Emurgo–მ საპარტნიორო ხელშეკრულება დადო აშშ-ს ჯერ კიდევ უსახელო რეგულირებად ფინანსურ კომპანიასთან, რომელიც იმოქმედებს როგორც საბანკო პარტნიორი და იქნება პასუხისმგებელი USDA ტოკენების გამოშვებაზე და დეპოზიტების შენახვაზე.
რეალური აქტივების რეგულირებასა და უზრუნველყოფაზე დაყრდნობით, USDA-ს შეუძლია უზრუნველყოს ფასების სანდო, გრძელვადიანი სტაბილურობა, რასაც Cardano–ს ეკოსისტემისთვის მეტი გლობალური ფინანსური სერვისების გახსნა მოჰყვება.
Djed
ფიატით უზრუნველყოფილი სტაბილკოინებისგან განსხვავებით, ალგორითმული სტაბილკოინები ალგორითმების განსაზღვრული ნაკრებით რეგულირდება, რომლებიც მართავენ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსს, რაც უზრუნველყოფს გაცვლითი კურსის სტაბილურობას.
Djed არის ალგორითმული, ჭარბი უზრუნველყოფის მქონე სტეიბლკოინი, რომელსაც აქვს Cardano–ს ტოკენის (ADA) და SHEN–ის მხარდაჭერა. .
ალგორითმულ სტაბილკოინებს, რომლებიც ერთი ვალუტით არიან უზრუნველყოფილი, აქვთ მრავალი მოწყვლადობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად Djed-ს აქვს სარეზერვო აქტივი - SHEN ტოკენი.
ცნება „ჭარბი უზრუნველყოფა“ ნიშნავს, რომ სტეიბლკოინი ჭარბი გირაოთია უზრუნველყოფილი სარეზერვო კრიპტოვალუტის სახით. და, თუ ADA–ს მკვეთრი ვარდნა მოხდება, საბაზისო სმარტ–კონტრაქტები აამოქმედებენ სარეზერვო ტოკენს SHEN, რომელიც ფასების რყევებს დააბალანსებს, რაც ხელს შეუწყობს ჭარბი უზრუნველყოფის დონის 400%-დან 800%-მდე შენარჩუნებას.
ამ სტეიბლკოინზე მუშაობა ორ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა COTI პლატფორმასთან და კომპანია IOG-თან პარტნიორობით (საიტზე შეგიძლიათ იპოვოთ დოკუმენტი, რომელიც აღწერს სტეიბლკოინის ყველა ტექნოლოგიურ თავისებურებას და სტეიბლკოინის მუშაობას - აქ)
COTI არის პირველი დონის ბლოკჩეინის გადახდის ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს 100000-მდე ტრანზაქციის გამტარუნარიანობას წამში, Proof-of-Trust კონსენსუსის მექანიზმის წყალობით. COTI უზრუნველყოფს სტეიბლკოინების შესაქმნელად და გამოსაცემად საჭიროა ინფრასტრუქტურას, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი უსაფრთხოებითა და მასშტაბირებით, და ასევე ტრანზაქციის დაბალი საკომისიოთი.
Input Output Global არის საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც დაკავებულია კრიპტოვალუტის შექმნითა და კვლევითი საქმიანობით.
სტეიბლკოინი Djed უკვე რამდენიმე თვეა ტესტნეტში მუშაობს. და, 6 დეკემბერს გუნდის მიერ გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, Djed-ის 1.1.1 სატესტო ვერსია ხელახლა გააქტიურდა, რათა ახალ ფუნქციები ჩართულიყო, ისეთები,როგორიცაა Vasil–ის ჰარდფორკთან თავსებადობა, აქტივობის ისტორია და სხვა.
Djed–ის ძირითად ქსელში გამოშვება 2023 წლის იანვარში, აუდიტებისა და სტრეს–ტესტების სერიის დასრულების შემდეგ იგეგმება.
ნოემბერში, Cardano–ს სამიტის დროს, COTI-ს გენერალურმა დირექტორმა შაჰაფ ბარ-გეფენმა განაცხადა:
ბაზრის ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება ვოლატილობისგან უსაფრთხო თავშესაფარი და Djed იქნება ის თავშესაფარი Cardano–ს ქსელში. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ სტაბილური, არამედ დეცენტრალიზებული მონეტა ქსელში დადასტურებული რეზერვებით
დასკვნა:
Cardano-ს მთავარი მისიაა ბლოკჩეინის ტექნოლოგიების რეალურ ცხოვრებაში დანერგვა და მსოფლიოში ნებისმიერ მსურველისთვის მათზე წვდომის უზრუნველყოფა. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ეს დიდი სამუშაოა, მაგრამ Cardano-ს გუნდი ამ მიმართულებით წარმატებით მიიწევს წინ.
ეკონომიკური იდენტიფიკაციის უზრუნველყოფა არის ძირითადი კომპონენტი იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანებს არ აქვთ პირადობის მოწმობა და არ აქვთ საბანკო სექტორზე წვდომა. მაგალითად, აფრიკისა და აზიის განვითარებად ქვეყნებში, ციფრული სერვისების და დეცენტრალიზებული იდენტიფიკაციის მიწოდება მისცემს ადამიანებს წვდომას განათლებაზე, საბანკო სერვისებზე და დასაქმების ბაზარზე. და ახლა Cardano უკვე აგვარებს ზოგიერთ ამ საკითხს ისეთი პროექტების განვითარებით, როგორიცაა Atala Scan, Atala Trace და Atala Prism.
Cardano–ზე მომუშავე სტეიბლკოინები, რომლებიც იზიარებენ ამ ღირებულებებს, ხელს შეუწყობენ უფრო ფართო ეკოსისტემისთვის საჭირო სტაბილურობის უზრუნველყოფას და აღადგენენ ნდობას მათ მიმართ, TradFi-სა და DeFi-ს შორის სანდო არხის სახით გამოსვლით. რასაც, თავის მხრივ, შეუძლია კრიპტოვალუტების მათ თავდაპირველ მიზნებთან მიახლოება - ყველა ადამიანისთვის ციფრული ფინანსების ხელმისაწვდომობა და ცენტრალიზებული ემიტენტებისაგან დამოუკიდებლობა.