Cockpunch: მოწყენილმა მაიმუნებმა და კრიპტოპანკებმა უნდა ჩაიჩოჩონ?
ფანტასტიკური სამყარო ქაოსური დროისთვის - სწორედ ასე უწოდებს პროექტს The Legend of COCKPUNCH მისი ავტორი, მეწარმე და ბესტსელერების ავტორი ტიმ ფერისი. რა არის COCKPUNCH-ის უნიკალურობა და რას ნიშნავს Emergent Long Fiction?
ტიმ ფერისი პოპულარული ამერიკელი მწერალი, ორატორი, მეწარმე და ცხოვრების სტილის დიზაინის ექსპერტია. პოპულარობა მას სამოტივაციო და ბიზნეს წიგნებმა მოუტანა, რომელთა შორისაა ლეგენდარული "როგორ ვიმუშაოთ კვირაში 4 საათი და არ ვიყურყუტოთ ოფისში "ზარიდან ზარამდე", ვიცხოვროთ, სადაც გვინდა და გავმდიდრდეთ".
თუმცა, ფერისი არა მხოლოდ პროდუქტიულობის ასამაღლებელი ლიტერატურის ავტორია. მისი ახალი პროექტი The Legend of COCKPUNCH-ის უჩვეულო სამყარო გახდა. NFT-ზე დაფუძნებული არტ-პროექტის გმირები მამლები არიან, რომელთაც სხვადასხვა შესაძლებლობა, ჯავშანი და იარაღი აქვთ. Legend of COCKPUNCH-ის კოლექცია 5555 ნივთს მოიცავს და ბაზრის ლიდერებს კონკურენციას უკვე თავდაჯერებულად უწევს. სტატიის მომზადების მომენტში ის OpenSea-ზე ტოპ-20-ში შედის და მე-17 ადგილს იკავებს.
რატომ არის The Legend of COCKPUNCH უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ NFT? მოდით გავარკვიოთ!
წყარო: Twitter
რა არის COCKPUNCH და Emergent Long Fiction?
აღსანიშნავია, რომ ფერისი კრიპტოინდუსტრიას უშუალოდ იცნობს. მან ბიტკოინების ყიდვა ათწლეულზე მეტი ხნის წინ დაიწყო, 2021 წლიდან NFT-ებს აგროვებს და 2022 წლის დასაწყისში თავისი პირველი არა-ჩანაცვლებადი ტოკენი გამოუშვა. მაგრამ ავტორი ამას COCKPUNCH სამყაროს განსახორციელებლად მხოლოდ მომზადებას უწოდებს.
მწერალი ექსპერიმენტულ პროექტს აღწერს, როგორც „გამოგონილ სამყაროს, შექმნილს ამ ქაოსური დროისთვის“. ეს არის ფანტასტიკური სამეფო, სადაც მოიპოვება ადგილი ლეგენდებისთვის სამყაროს მშენებლობის შესახებ, "დიდებული სახლებისთვის", მრავალრიცხოვანი პერსონაჟებისა და საიდუმლოებისთვის, რომელთა აღმოჩენასაც მომხმარებელს სთავაზობენ. მომავალში ისტორიებს მხატვრული ლიტერატურა, რუკები და პოდკასტების ეპიზოდები დაემატება.
მთელი აზრი ისაა, რომ გართობით ისიამოვნო, შემოქმედებაში ჩაეფლო და საფუძვლად უპატივცემულობა ჩადო. ასე რომ ამას ძალიან სერიოზულად ნუ მოეკიდებით
ტიმის თქმით, პროექტს საფუძვლად კონცეფცია Emergent Long Fiction (ELF) უდევს.
Emergent Long Fiction (ELF) არის მიდგომა, რომელსაც მე გამოგონილი სამყაროს ასაშენებლად ვიყენებ და მე თვითონაც კი, როგორც მწერალმა, შედეგები არ ვიცი
ავტორი კონცეფციას შემდეგნაირად ხსნის:
- Emergent. ამოსავალი წერტილების (პერსონაჟების, გარემოებების, შეზღუდვების და ა.შ.) შექმნა, რომელთა ურთიერთქმედებით წინასწარგანსაზღვრული სიუჟეტური ხაზები ყალიბდება;
- Long Fiction. სულ მცირე, 10 000 სიტყვიანი ისტორიების გამოყენება. ყველა ისტორია, რომელიც მომხმარებელთა თვალში ხვდება, აბსოლუტურად მზა პროდუქტია. ისინი საგულდაგულოდ მზადდება და გაშვებამდე იხვეწება;
- ELF. უბრალოდ იმიტომ, რომ "ელფები ძალიან მაგრები არიან".
როდესაც მრავალი წლის წინ D&D-ს ვთამაშობდი, ყოველთვის რუხი ელფი ვიყავი. ყველა ჩემი მოდული ბავშვობიდან მაქვს შენახული. COCKPUNCH-ის სამყაროში ელფების რამდენიმე კლანი იქნება
ფანტასტიკური მამლების კეთილშობილური მისია
ფერისი არასოდეს იღლება ხაზგასმით, რომ The Legend of COCKPUNCH ინვესტიციების ობიექტი კი არ არის, არამედ არასტანდარტული არტ-პროექტია.
ეს არ უნდა იყოს და არ იქნება თქვენი 401k, თქვენი იპოთეკის შემდეგი გადახდა ან თქვენი შვილის კოლეჯში სწავლა. სამომავლო ღირებულების შესახებ აბსოლუტურად არანაირ დაპირებას არ ვიძლევი, ასე რომ, გთხოვთ, ნუ ელოდებით. ეს წმინდა შემოქმედებითი, მხატვრული პროცესი არის
COCKPUNCH ექსპერიმენტია, რომელსაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული ღირებულებები აქვს. ის არა მხოლოდ აცნობს მომხმარებლებს ინოვაციებს და საშუალებას აძლევს, "ყოველდღე სულელი ბავშვივით ხიჩხიჩებდეს", არამედ Saisei Foundation-ისთვის სახსრებს აგროვებს. ეს არაკომერციული ფონდია, რომელიც ტიმ ფერისმა 2018 წელს შექმნა. მისი მიზანი ისეთი ძნელადგანკურნებადი მდგომარეობის სამეცნიერო კვლევები და კლინიკური თერაპიის ჩატარებაა, როგორიცაა მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესია, ოპიოიდური დამოკიდებულება, ნერვული ანორექსია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
მე აქ არ ვიქნებოდი, რომ არა მკურნალობის მეთოდები და კვლევები, რომელსაც Saisei უჭერს მხარსამბობს ტიმი
Saisei Foundation-მა NFT-კოლექციის, The Legend of COCKPUNCH-ის პირველადი გაყიდვიდან 100%-იანი მოგება მიიღო.