დღეს კრიპტო ტრეიდერი ხარ - ხვალ კი უკვე ნარკომანი

ფოტო - დღეს კრიპტო ტრეიდერი ხარ - ხვალ კი უკვე ნარკომანი
აშშ-ის საბანკო სისტემის პრობლემების შესახებ სენატის საფინანსო კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, დემოკრატმა სენატორმა მაიკლ ბენეტმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
მან ბანკები  კრიპტოსთან კავშირის დამყარებაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ ის გაცილებით ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე... მარიხუანა! 

მისი თქმით, მარიხუანას ინდუსტრია ფინანსური სისტემისა და დაკრედიტებისგან ჩაკეტილი რჩება, ხოლო ბანკები კრიპტოვალუტის არჩევისას, ფსონს  არასწორ აქტივზე დებენ. 
 
მაიკლ, დაბოლილი ხარ? გამოტყდი. იმიტომ, რომ ადრე, თქვენი კოლეგები  კრიპტოს  მხოლოდ იმაში ადანაშაულებდნენ, რომ იგივე მარიხუანა  და სხვა  უფრო ძლიერი საშუალებებიც დარქნეტში კრიპტოვალუტად იყიდება.

GC
GN Crypto
ავტორი