Decentraland Pride: სიყვარულს იარლიყები არ აქვს
27-29 ივნისს Decentraland-ში, სტუდიების Polygonal Mind და Vegas City მხარდაჭერით, Metaverse Pride გაიმართება. ფერადოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ მეტავერსში ჩატარდება, Web3 სივრცეში მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას ეძღვნება.
Metaverse Pride არის უნიკალური ციფრული გამოცდილება, რომელიც მოიცავს ხელოვნების ინსტალაციებს, თამაშებს, ცოცხალ წარმოდგენებსა და საგანმანათლებლო კონტენტს LGBTQIA+ თემისა და მისი მოკავშირეებისგან.
2023 წელს Metaverse Pride ბრუნდება წყარო: https://decentraland.org
სამდღიანი ღონისძიება გაიმართება ვირტუალურ საფესტივალო ლოკაციაზე, რომელიც ოაზისს წააგავს. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, აღლუმის მონაწილეები ცისარტყელასებრი ნაკვალევისგან ბილიკს შექმნიან. მთავარი სცენის მახასიათებლები დღესასწაულზე მოსული ხალხის რაოდენობის მიხედვით დინამიკურად შეიცვლება.
საზოგადოებაში გასაწევრიანებლად და Metaverse Pride-ში საკუთარი წვლილის შესატანად Decentraland სხვადასხვა საშუალებებს გვთავაზობს. კერძოდ, ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, მოაწყოს საკუთარი სატელიტური ღონისძიებები გრანდიოზული ღონისძიების ფარგლებში. საინიციატივო სტუმრების ფანტაზია შეუზღუდავია: ეს შეიძლება იყოს მუსიკალური წარმოდგენა, თემატური პანელური დისკუსია, მოდების ჩვენება ან უბრალოდ წვეულება.
ფესტივალის პლატფორმა წყარო: https://decentraland.org
Decentraland ასევე სთავაზობს მომხმარებლებს აღლუმზე იმ უნიკალური გემების განთავსებას, რომლებიც სტუდია Vegas City-სთან თანამშრომლობით შეიქმნა და Pride Wearables-ის ტარებადი მოწყობილობების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.
Vegas City უშვებს გემებს Metaverse Pride-ზე
ფლოტილიები Vegas City-სგან წყარო: https://decentraland.org
სტუდია City Studio მეტავერსში LGBTQIA+ საზოგადოებისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერას ორიგინალური გემების მეშვეობით გვთავაზობს. მომხმარებლებს 8მ სიგანის, 16მ სიგრძისა და 14მ სიმაღლის მოდელების შექმნა შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ ეს სერვისი უფასო არ არის. უნიკალური მცურავი ხომალდის განთავსების ღირებულება $1000-ს შეადგენს, თუმცა Vegas City-ის პლატფორმა იტოვებს უფლებას, შექმნას მოდელები უფასოდ Decentraland-ის საზოგადოების შემქმნელებისა და Metaverse Pride-თან დაკავშირებული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის.
Pride Wearables-ის კონკურსი
ასევე, ღონისძიების წინ, Decentraland ტარებადი მოწყობილობების კონკურსს მასპინძლობს. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ის აუდიტორიის გახურებასა და სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნას შეუწყობს ხელს.
1 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან ყველაზე უჩვეულო მოწყობილობები, რომლებიც Metaverse Pride-ის საზოგადოების ღირებულებებს წარმოაჩენს და ტრადიციულ სტერეოტიპულ ტანსაცმელს ეწინააღმდეგება. Pride Wearables-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა მხოლოდ ფანტასტიკური სამოსის Decentraland's Marketplace-ზე განთავსება და ოფიციალური ფორმის შევსება.
ჟიური შეაფასებს კოსტიუმებს ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ინკლუზიურობა/მრავალფეროვნება, ვაუფაქტორი და უნიკალურობა. კონკურსის გამარჯვებული 800 MANA-ს მიიღებს, მათი სამოსი კი Metaverse Pride-ის სადემონსტრაციო ზონაში იქნება ნაჩვენები. მე-2-დან მე-5 ადგილებზე გასული მონაწილეები მიიღებენ 600 MANA-სა და შესაძლებლობას, გამოაქვეყნონ კოსტიუმები Decentraland-ის Twitter-ში.