ნუთუ დო კვონი არც ისე ცუდია?

icon FOR
ფოტო - ნუთუ დო კვონი არც ისე ცუდია?
დო კვონი მოულოდნელად ბრუნდება, მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი მიზეზების გამო.
USDC-ის დეპეგთან განვითარებული მოვლენებისა და Silicon Valley Bank-ს (SVB) კრახის კვალდაკვალ, ტვიტერში დიდი ხმაურია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აქ დო კვონი ფიგურირებს. 

ჩამოშლილი Terra Luna-ს გაქცეული დამფუძნებელი, რომელიც  თითქოს სერბეთში იმალება, ნახსენები იყო რამდენიმე ცნობილ ტვიტში, რომლებიც SVB-ის კრახის შედეგებს და მიყენებულ ზარალს ეხება.

მათ შორის არის Binance-ის გენერალური დირექტორის, CZ-ის  ტვიტი, რომელშიც ის აცხადებს, რომ „ბანკები ფიატით უზრუნველყოფილი სტეიბლკოინებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ".  ერთ-ერთი საპასუხო კომენტარში ხაზგასმულია, რომ „ჩვენ გვჭირდება კრიპტოთი უზრუნველყოფილი სტეიბლკოინები!" CZ-მ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „დო კვონის იდეა სინამდვილეში სწორი იყო, მაგრამ მან უბრალოდ მისი რეალიზაცია სამარცხვინოდ ჩააგდო“.
წყარო: CZ-ის ტვიტერი

წყარო: CZ-ის ტვიტერი

პასუხმა გამოიწვია ტვიტების სერია, როგორც მხარდამჭერი, ასევე უარყოფითი.

ზოგიერთმა მომხმარებელმა, მაგალითად Bull.BnB-მ, განაცხადა, რომ დო კვონს, მეორე შანსი სჭირდება.

სხვა მომხმარებელმა მას უწოდა „გმირი, რომელიც კრიპტოსამყაროს სჭირდება, მაგრამ არა ის, ვისაც ახლა ვიმსახურებთ“, რადგან „შარშან ამ დროს, ეს ადამიანი ქმნიდა ცენზურისადმი მდგრად სტეიბლკოინს, რათა დარგი TradFi-ის იდიოკრატიაზე დამოკიდებულებისგან ეხსნა“. მიუხედავად ამისა, ჩვენ მას სამაგიერო გადავუხადეთ, როდესაც „დავანგრიეთ ყველაფერი, რაც მან შექმნა“.
წყარო: ალფის ტვიტერი

წყარო: ალფის ტვიტერი

Lightspark-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა სტრატეგიის საკითხებში და MIT Cryptoeconomics Lab-ის დამფუძნებელმა, კრისტიან კატალინიმ ტვიტის ციტირება მოახდინა და განაცხადა: „არა. ყველა ალგორითმულ სტეიბლკოინს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. მოდით, აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომები,“ და ასევე დატოვა ბმული სტატიაზე სათაურით „სტეიბლკოინების  ეკონომიკური დიზაინის შესახებ“, რომელიც მან ალონსო დე გორტარისთან პრინსტონის უნივერსტეტიდან ერთად დაწერა.
წყარო: კრისტიან კატალინის ტვიტერი

წყარო: კრისტიან კატალინის ტვიტერი

სხვა, მაგალითად, ფრილანსერი ჟურნალისტი ჯეიკობ სილვერმანი, ნაკლებად თავაზიანი იყო და ტვიტერზე დაწერა, რომ „დო კვონი სამხრეთ კორეის მართლმსაჯულებას ემალება და მას ბრალად 40 მილიარდი დოლარის ოდენობის საარაკო თაღლითობა ედება!"
წყარო: ჯეიკობ სილვერმანის ტვიტერი.

წყარო: ჯეიკობ სილვერმანის ტვიტერი.

Terra Luna 2022 წლის მაისში, UST-ის ეკოსისტემის დეპეგის შედეგად ჩამოიშალა. ამან კრიპტოვალუტურ ბაზარზე უზარმაზარი უარყოფითი გავლენა მოახდინა.

2023 წლის 17 თებერვალს SEC-მა Terraform და დო კვონი თაღლითობაში დაადანაშაულა.