როგორ ვიყიდოთ NFT და გადავურჩეთ თაღლითობას

ფოტო - როგორ ვიყიდოთ NFT და გადავურჩეთ თაღლითობას
ნებისმიერ სფეროში,იქ სადაც ფულია,თაღლითებიც საკმარისია,რომლებმაც მოტყუების 100+1 გზა მოიგონეს. გამონაკლისი არც NFT ყოფილა.შესაძლო ხაფანგების შესახებ ცოდნა ნიშნავს საკუთარი თავის სახსრების დაკარგვისგან დაცვა.
მოგიყვებით ყველაზე გავრცელებულ ხერხებზე,რომლებსაც  NFT-თაღლითები იყენებენ. მოხარულები ვიქნებით,თუ ჩვენი რჩევები ვინმეს დაეხმარება შეიძინოს  NFT და არ დაკარგოს თავისი ფული.

Rug pull

ქართულში ტერმინის  Rug pull ანალოგი არაა. პირდაპირ ის ითარგმნება როგორც  „ნოხის გამოცლა“ და ნიშნავს მოტყუებას,რომელიც ფეხ–ქვეშ მიწას გაცლის და წონასწორობას გაკარგინებს.

Rug pull თაღლითობის სახეობაა,რომლის დროსაც პროექტის შემქმნელებს,რომლებიც მას აქტიურად არეკლამებდნენ,გამოაქვთ სახსრები პლატფორმიდან, აღარ რეაგირებენ სოცქსელებში და მესენჯერებში კომენტარებზე,ან სულაც აუქმებენ თავიანთ ექაუნთებს.  ამის შემდეგ  NFT–ის ფასი მკვეთრად ეცემა და ტოკენების მფლობელები ზარალს განიცდიან

როგორ ავიცილოთ თავიდან Rug pull?

შეძენის დაგეგმვისას,უნდა შეამოწმოთ,თუ ვინ დგას პროექტის უკან. ბექგრაუნდის შესწავლის მეთოდები ჩვენ აღწერილი გვაქვს სტატიაში “როგორ გავარჩიოთ პერსპექტიული  NFT არამომგებიანისგან ”

თუ პროექტის გუნდი საკუთარ თავზე არაფერს ამბობს,და მონაცემების შეგროვება ვერ ხერხდება, ეს საფუძვლიანი მიზეზია პროექტის დასავიწყებლად.

გადაყიდვისას თაღლითობა

ეს თაღლითობა უკვე მეორად ბაზარზე ხდება, როდესაც მფლობელებს თავიანთი NFT-ების გადაყიდვა სურთ.

როგორც წესი ,პლატფორმებზე შეგიძლიათ აირჩიოთ კრიპტოვალუტა, რომლითაც ხდება გაცვლა. სქემა  იმაში მდგომარეობს, რომ ტრანზაქციის ერთ-ერთი მონაწილე, მის განხორციელებამდე, ცვლის გადახდის პარამეტრებში დადგენილ ვალუტას სხვაზე  ისე,რომ არ ატყობინებსამის შესახებ  მეორე მონაწილეს. ამისათვის შესაფერისია ERC-20 სტანდარტით მომუშავე ტოკენები.

უფრო ხშირად ამისთვის გამოიყენება USDT, მაგრამ შესაძლებელია სხვა ვარიანტებიც (DAI, ATRI, RARI)

როგორ არ დავკარგოთ ფული NFT–ის გადაყიდვის დროს

1. გარიგების დადასტურებამდე გამოტანილი ვალუტა და ფასი რამდენჯერმე შეამოწმეთ. 

2. გულდასმით წაიკითხეთ რისკების შესახებ პლატფორმის მიერ გამოგზავნილი ყველა გაფრთხილება.

3.არ დაასრულოთ გარიგება,ვიდრე სისტემა მყიდველისგან გადარიცხვას არ დაადასტურებს.  

თუ დამწყები ხართ,უმჯობესია ისეთი პლატფორმების არჩევა,სადაც გაცვლა ერთი კრიპტოვალუტის გამოყენებით ხდება (მაგალითად, Foundation, SuperRare, Mintable).

ყალბი NFT

ზოგჯერ თაღლითები იპარავენ სხვის ნამუშევრებს და გამოაქვთ აუქციონზე, როგორც საკუთარი  (შეძენილი ან საავტორო).  მომხმარებელი,რომელმაც არაფერი იცის ამაზე,  ყიდულობს NFT-ს, რომელსაც არ აქვს ღირებულება  მასზე გამყიდველის უფლებების არარსებობის გამო.

ეს შეიძლება დაემართოს  როგორც იმ ნამუშევრებს, რომლებიც უკვე გამოიფინა ტოკენის  სახით, ასევე იმ ნამუშევრებს, რომლებიც არასოდეს გამოჩენილა ქსელში. კიდევ უფრო რთულია თაღლითობის დამტკიცება, თუ NFT ყიდვა (და შემდეგ დასქრინვა) ერთ ბლოკჩეინზე ხდება, ხოლო  გაყიდვა სხვაზე.  ამ შემთხვევაში, ტოკენი კარგავს თავის იდენტიფიკატორს და მიბმას.

არანაკლებ საკამათო საკითხია,არის თუ არა გენერაციული ხელოვნება  (თვითნებური სურათების შექმნა პროგრამული ალგორითმების გამოყენებით) სრულფასოვანი შემოქმედება, რომელიც შეიძლება დაცული იყოს საავტორო უფლებებით?

NFT ჯერ კიდევ ახალი მოვლენაა,და გარკვეული დროა საჭირო იმის მოსაფიქრებლად,თუ როგორ უნდა მოხდეს სამართლებრივად ბაზრის მონაწილეთა დაცვა.

მაგრამ ზოგიერთ მარკეტპლეისზე გამოსახულების კარგი ხარისხით კოპირების შესაძლებლობა უკვე დაბლოკილია.

როგორ შევამციროთ მოპარული NFT–ის შეძენის რისკი

1. შეიძინეთ  NFT მხოლოდ სტაბილურად კარგი რეპუტაციის მქონე პლატფორმებზე . 

2. შეძენამდე ჩაატარეთ საკუთარი კვლევა (DYOR), დარწმუნდით,რომ გამყიდველმა გაიარა ვერიფიკაციის პროცედურა.  

მაგრამ გაითვალისწინეთ,რომ  KYC–იც კი არ იძლევა იმის გარანტიას,რომ ფულს დაგიბრუნებენ. შეიძლება უჩივლოთ პლატფორმის მომხმარებელს და მოითხოვოთ უკანონო სდაქმიანობას ყურადღება მხარდაჭერის სერვისმა მიაქციოს. მაგრამ სახსრების დაბრუნების პროცესი შეიძლება თვეების განმავლობაში გაიწელოს მკაფიო საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო.

მოთხოვნის ხელოვნური ზრდა

 ყოფილა შემთხვევები,როდესაც თაღლითებს ჯგუფურად ან ინდივიდუალურად NFT საკუთარი თავისგან უყიდია. ამასთან, მათ არ დაუკარგავთ საკუთრების უფლება  და ფული. "მეგობრული" საფულეების შიგნით ტრანზაქციების მიმოქცევა ხელოვნურად ზრდიდა ლოტის ფასს და ქმნიდა  გაზრდილი მოთხოვნის ილუზიას.

როგორ არ გადავიხადოთ ზედმეტი სასურველ NFT–ში

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება კონკრეტული ტოკენის ტრანზაქციების ისტორიას. კარგი რეპუტაციის მქონე პლატფორმები მყიდველს ამის გაკეთების საშუალებას აძლევენ. შეამოწმეთ, ხომ არ შეუცვლია NFT–ს  რამდენჯერმე მფლობელი  მოკლე დროის განმავლობაში ან ხომ არ ფიგურირებს ისტორიაში მომხმარებელთა ერთი და იგივე სახელები – შესაძლოა, აქ ფასით თაღლითურ მანიპულირებას აქვს ადგილი.

ფიშინგი და თაღლითობა უფასო დარიგებებისას

ფიშინგი მაქინაციების ყველაზე თავხედური და აშკარა სახეობაა. თაღლითები თავს ასაღებენ ცნობილი კომპანიების წარმომადგენლებად და ცდილობენ მიიღონ პირადი ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის გზავნილებიდან  ან სოციალური ქსელებში პირადი შეტყობინებების საშუალებით. NFT-ის შემთხვევაში, ყველაზე ხშირად ისინი ითხოვენ საფულის სიდ–ფრაზას.

მოტყუება ასევე ხდება "ტოკენების მარკეტინგული დარიგებისას". მომხმარებელს უგზავნიათ ბმულს,რომელსაც გადავყავართ ფიშინგურ საიტზე. თუ მასზე გადახვალთ და თქვენს საფულეს დაუკავშირებთ NFT-ს დასამინთად, ციფრული საცავის  მონაცემები, მის შინაარსთან ერთად, დაუყოვნებლივ იქნება მოპარული.

არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რომ არ წამოეგოთ ასეთ თაღლითობას.

არასოდეს გადახვიდეთ  საეჭვო ბმულებზე, განსაკუთრებით თუ ისინი ანონიმებისგან  არიან!

სოცქსელებში  დარიგების შესახებ ყველა პოსტი უნდა იყოს გადამოწმებული! თქვენ უნდა შეამოწმოთ თითოეული ასო URL-მისამართში და დარწმუნდეთ, რომ იგი ემთხვევა პროექტის ოფიციალური ვებსაიტის მისამართს.

თაღლითური სმარტ–კონტრაქტები

სმარტ–კონტრაქტები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია Ethereum-ის მთელი ბლოკჩეინის ფუნქციონირებისთვის. მაგრამ იმის გამო, რომ შესაბამისი მომზადების გარეშე ფუნქციების უმეტესი ნაწილი გაუგებარი და უხილავია  მომხმარებლისთვის, ისინი ასევე შეიძლება იქცეს  თაღლითების ინსტრუმენტად. არსებობს, მაგალითად, ვარიანტები, როდესაც დეველოპერები აფიქსირებენ სმარტ–კონტრაქტში აკრძალვას ტოკენის ხელახალ გაყიდვაზე მისი  პირველი შეძენის შემდეგ.

მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც თაღლითობისგან თავის დაცვა თითქმის შეუძლებელია. ძალიან მცირე რაოდენობის რიგით  მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად გაარკვიოს, თუ როგორ უნდა წაიკითხოს NFT-ში სმარტ–კონტრაქტები თავისი ტექნიკური ინფორმაციის სიმრავლის გათვალისწინებით.

ამიტომ, გირჩევთ, დაიცვათ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები. ისინი დაგეხმარებიან შესაძლო საფრთხეების უმეტესობა თავიდან აიცილოთ. და ყოველთვის გახსოვდესთ უფასო ყველი, რომელიც  მხოლოდ თაგვის ხაფანგშია.