ელიოტის ტალღის თეორია. როგორ გამოვიყენოთ ის ვაჭრობაში?
ბაზრებზე ფასების ფორმირება მონაწილეთა უზარმაზარი რაოდენობის ურთიერთქმედების ხარჯზე ხდება. ამერიკელმა ფინანსისტმა, რალფ ელიოტმა მათი ქცევა დეტალურად გააანალიზა და დაასკვნა, რომ ის საკმაოდ პროგნოზირებადია.
ელიოტის თეორიის თანახმად, აქტივის ფასის ყოველი მოძრაობა ციკლურია. ეს მოძრაობა, შესაძლოა, მონაკვეთებად (ტალღებად) დაიყოს, რომლებიც ფასის მინიმალურ და მაქსიმალურ ნიშნულებს ერთმანეთთან თანმიმდევრულად აკავშირებს. გრაფიკზე ეს სტრუქტურის სახითაა გამოსახული, რომელიც ხუთი ხარის ფაზისა და სამი მაკორექტირებელი ტალღისგან შედგება.
ხარის ფაზის იმპულსური ტალღები ციფრებით (1,2,3,4,5), ხოლო მაკორექტირებლები ასოებითაა აღნიშნული (A,B,C).
რალფ ელიოტის თქმით, ბაზარი მონაწილეთა ჯგუფით ფორმირდება და მათი ქცევის პროგნოზირება შესაძლებელია. ბაზრის ხუთი ფაზიდან თითოეულის ახსნა ფსიქოლოგიის თვალსაზრისით კარგადაა შესაძლებელი:
1 - ზრდის დასაწყისი. ზრდა ხშირად კარგი ამბებითაა პროვოცირებული, რომლებმაც შემდგომში, შესაძლოა, ხარის რალის დაწყებამდე მიგვიყვანოს. როგორც წესი, ამ ეტაპზე ტრეიდერების უმეტესობამ შექმნილი შესაძლებლობის ნახვა ვერ მოასწრო და შესყიდვების მოცულობა ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია.
2 - ზრდის პერიოდის შემდგომი კორექცია. ზოგიერთი ტრეიდერი მოგებას ადგილობრივ პიკზე აფიქსირებს და ფასზე ზეწოლას ახდენს.
3 - ზრდის ახალი ტალღა. მესამე ტალღის ფარგლებში, ფასის მაქსიმუმი ყოველთვის პირველის მაქსიმუმზე მაღლა იწევს. მესამე ტალღა ყოველთვის ყველაზე ხანგრძლივია. ეს იმით აიხსნება, რომ ტრეიდერების უმეტესობამ კვლევების ჩატარება უკვე მოასწრო და მზარდი აქტივიდან მოგების მიღება სურს.
4 - მაკორექტირებელი ტალღა. კორექციის კიდევ ერთი პერიოდი განგრძობითი ზრდის შემდეგ. ამ მომენტში ბაზრის მონაწილეების უმეტესობა მოგებას მაღალ ნიშნულზე აფიქსირებს.
5 - ზრდის ბოლო ფაზა. ხშირად, ამ ტალღის ფარგლებში, ბაზარზე ყველაზე აქტიურად ინვესტორები და ტრეიდერები ვაჭრობენ, რომლებმაც პირველ და მესამე ტალღებზე სარგებლის მიღება ვერ მოასწრეს.
თეორია ტალღის სიგრძის მათემატიკურად განსაზღვრულ მახასიათებლებს მოიცავს. მათი გაცნობა ქვემოთ მოყვანილ სქრინშოტშია შესაძლებელი. ამასთან, ვაჭრობისას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მახასიათებლები აბსოლუტურად ზუსტად ყოველთვის არ მუშაობს.
ტალღების ზომის თანაფარდობა ელიოტის თეორიის თანახმად
ტალღის ანალიზის დახმარებით თქვენ ბაზარზე შესვლისთვის ხელსაყრელი მომენტების პოვნა შეგიძლიათ, ტალღების სიგრძის წესების გამოყენება კი მრავალი ყალბი სიგნალის გაცხრილვას უწყობს ხელს.
როგორ გამოვიყენოთ ელიოტის ტალღის თეორია პრაქტიკაში?
ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ხარის ტრენდი ხუთ ფაზად იყოფა, რომელშიც პირველი, მესამე და მეხუთე ფაზა მზარდია, ამ დროს ყველაზე უპრიანი ლონგ-პოზიციები და საშუალოვადიანი შესყიდვებია. მეორე და მეოთხე ტალღების განვითარების პერიოდში პრიორიტეტული შორტი იქნება.
ტალღის ანალიზის უპირატესობა ის არის, რომ ის გასწრებაზე მუშაობს იმ დროს, როდესაც ინდიკატორული ტექნიკური ანალიზი ყოველთვის გარკვეული შეფერხებით მუშაობს.
ეს ნიშნავს, რომ ტრეიდერის საკვანძო ამოცანა, რომელიც ტალღის თეორიის მიხედვით ვაჭრობს, მიმდინარე ტალღის განსაზღვრასა და შესვლისთვის ხელსაყრელი მომენტების (უმეტესად ეს მზარდი ტრენდის პირველი და მესამე ტალღების დასაწყისია) პოვნაში მდგომარეობს. გარდა ამისა, თეორია მას ეხმარება, ფასების მოძრაობის შესაძლო დიაპაზონი განსაზღვროს, რადგან ტალღებს დადგენილი მახასიათებლები აქვს.
ტალღის თეორიის მიხედვით ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სარისკო ხერხი მესამე ტალღის დაწყების დადასტურების შემდეგ შესყიდვაა. თუ ვიცით, რომ მესამე ტალღის დროს აქტივის ფასის ლოკალური მაქსიმუმი განისაზღვრება უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე პირველი ტალღის დროს, ეს ნიშნავს, რომ წინა "ჰაის" რღვევა ზრდის გაგრძელებას კარგ იმპულსს მისცემს. ამ შემთხვევაში აქტივის შესყიდვის ორდერის განთავსება პირველი ტალღის მაქსიმუმზე ოდნავ მაღალი მაჩვენებლითაა უპრიანი.
შესყიდვის ორდერის განთავსებისთვის ყველაზე უსაფრთხო მომენტი პირველი ტალღის მწვერვალი და მეორე ტალღის შუა ნაწილია.
კიდევ ერთ სავაჭრო სტრატეგიას "რევერსული" ეწოდება. ის გულისხმობს, რომ ტალღის პარამეტრების წინასწარ ცოდნით, ტრეიდერს შეუძლია, მისი დასასრულის სავარაუდო წერტილი წინასწარ განჭვრიტოს. ამ წერტილში ის ორდერს ათავსებს, რათა მიმდინარე ტრენდისგან საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისგან სარგებელი მიიღოს.
როგორც ანალიზის სხვა ნებისმიერი მეთოდი, ტალღის თეორიაც ყველაზე საიმედო და ზუსტ სიგნალებს უფროს თაიმ-ფრეიმში გამოყენებისას იძლევა.