NFT უელსის პრინცისა და პრინცესას ქორწინების იუბილესთვის

icon NFT
icon FOR
ფოტო - NFT უელსის პრინცისა და პრინცესას ქორწინების იუბილესთვის
პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის ქორწინების 12 წლის იუბილესთან დაკავშირებით ციფრულმა მხატვარმა Zoobs-მა და არტ-პლატფორმამ ElmonX ექსკლუზიური NFT God Save the Future Queen და King of Pop გამოუშვეს.
უნიკალური საკოლექციო ხელოვნების ნიმუშები არსებობის ათ წელზე მეტს ითვლიან. პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელმა მხატვარმა ზუბს ანსარიმ 2011 წელს შექმნა ორი ორიგინალური ნამუშევარი შერეული ტექნიკის გამოყენებით. მხატვრის ნამუშევრების გმირები პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი გახდნენ. King of Pop და God Save the Future Queen შესრულებულია ხეზე. 48x36 სმ ნახატების ძირითადი ელემენტებია ციფრული გამოსახულებები, წარწერები  Zoobs-ის საფირმო ფერებში და  ვიქტორიანული სტილის ელეგანტური ჩარჩოები.
ნაშუშევრები King of Pop და God Save the Future Queen წყარო: medium.com/elmonx

ნაშუშევრები King of Pop და God Save the Future Queen წყარო: medium.com/elmonx

ზუბს ანსარის ნამუშევრები ბონდ-სტრიტზე ლონდონის გალერეაში გამოიფინა და მედიის ყურადღება მიიპყრო. მოგვიანებით ისინი ბრენდმა Dolce & Gabbana-მ იყიდა და თითოეულ ნახატში 20000 ფუნტზე მეტი გადაიხადა. King of Pop-მა და God Save the Future Queen-მა  კომპანიის მამაკაცის ტანსაცმლის საფირმო მაღაზია დაამშვენა და მისი ინტერიერის გასაოცარ ელემენტად რჩებოდა  შვიდი წლის განმავლობაში.

ფიზიკური ნახატების შექმნიდან 12 წლის შემდეგ, Zoobs-მა და ElmonX-მა ერთობლივად გამოუშვეს ციფრული ხელოვნების ნიმუშები  და NFT კოლექციის გაშვება უელსის პრინცისა და პრინცესას ქორწინების იუბილეს დაამთხვიეს. ნამუშევრების საჯარო გაყიდვა 29 აპრილს დაიწყო და 2 მაისს დასრულდა.
NFT კოლექცია ქეით მიდლტონის და პრინც უილიამის ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით წყარო: elmonxplus.com/collections/zoobs

NFT კოლექცია ქეით მიდლტონის და პრინც უილიამის ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით წყარო: elmonxplus.com/collections/zoobs

ზუბს ანსარის შემოქმედებისა და სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლებისთვის King of Pop და God Save the Future Queen-ის  ორი ვერსია იყო ხელმისაწვდომი:

  • ორიგინალური NFT, რომლის ფასია £93 (333 პოპ-მეფე და მომავალი დედოფალი);
  • NFT-ები ავტორობის დადასტურებით  (Artist Proof), თითოეულის ფასი £1000-ს შეადგენდა. (13 პოპ-მეფე და მომავალი დედოფალი). ეს შეთავაზება მყიდველებს უხსნის წვდომას Zoobs-ის მიერ შექმნილ ხელოვნების ფიზიკურ ნიმუშებზე, რომელთა რაოდენობა შეზღუდულია. წარმოდგენილი ნამუშევრები შექმნილია 100% ბამბისგან დამზადებულ სქელ მქრქალ ქაღალდზე, რომელიც განკუთვნილია ჭავლური ბეჭდვისთვის და ხელმოწერილია პირადად მხატვრის მიერ. სამკვირიან ვადაში ისინი უფასოდ გაეგზავნება მყიდველებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
God Save the Future Queen და King of Pop Zoobs-ის ავტორობის დადასტურებით წყარო: elmonxplus.com/collections/zoobs

კოლექცია წარმოდგენილია საიტზე elmonxplus.com. თითოეულ მომხმარებელს შეეძლო მოეთხოვა სამი ორიგინალური NFT ან ერთი Artist Proof ნამუშევარი. სანუკვარი ადგილი თეთრ სიაში და ერთი ორიგინალური NFT ასევე შეეძლოთ მიეღოთ ფრანგი ფოტოგრაფის  Cécile Plaisance-ის ციფრული ხელოვნების ნიმუშების მფლობელებს.

Zoobs-ის NFT-ს მფლობელებს საშუალება აქვთ ნახონ King of Pop და God Save the Future Queen გაფართოებულ რეალობაში მობილური მოწყობილობების ან პერსონალური  კომპიუტერების გამოყენებით. ამისათვის საჭიროა მხოლოდ კრიპტოსაფულის დაკავშირება elmonx.com-თან.

Zoobs NFT-ებს ასევე აქვთ საქველმოქმედო მისია. არტ-პლატფორმა ElmonX ყოველ გაყიდულ ციფრულ ნამუშევარზე ერთ ხეს დარგავს და 1450 სადილს გადასცემს სკოლის ხელმოკლე მოსწავლეებს, ორგანიზაცია The Felix Project-თან კოლაბორაციის ფარგლებში.
Zoobs ნამუშევრებს ხელს პირადად აწერს წყარო: medium.com/elmonx

Zoobs ნამუშევრებს ხელს პირადად აწერს წყარო: medium.com/elmonx