Zealy — კრიპტოვალუტური ქვესტების პლატფორმა

ფოტო - Zealy — კრიპტოვალუტური ქვესტების პლატფორმა
Zealy არის კრიპტოვალუტური პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, შეისწავლოთ სხვადასხვა ბლოკჩეინ პროექტები ქვესტებისა და სპეციალური ამოცანების მეშვეობით.
Zealy-ის ყოფილი დასახელებაა Crew3. 2023 წლის დასაწყისში, კრიპტოვალუტურ სექტორში მეტი ცნობადობისა და მიმართულებისთვის, რებრენდინგი განხორციელდა.

როგორ მუშაობს Zealy

Zealy საშუალებას გაძლევთ, შეისწავლოთ ნებისმიერი კრიპტოვალუტური პროექტი თანმიმდევრული ამოცანებისა და ქვესტების მეშვეობით. მომხმარებლები აკავშირებენ საფულეს და იწყებენ პლატფორმებთან ურთიერთქმედებას დავალების ქრონოლოგიის მიხედვით. ეს Zealy-ის მომხმარებლის რეიტინგს  ზრდის, რისი წყალობითაც ირიცხება ქულები. რომელთა კონვერტაცია ზოგჯერ პრიზებშია შესაძლებელია. ეს შეიძლება იყოს ერთგვარი წახალისება არჩეული პროექტის გუნდისგან: NFT, გუნდთან კომუნიკაციაზე წვდომა, ალოკაცია ტოკენსეილებში და სხვა სახის ჯილდოები.

Zealy-ს ქვესტების მეშვეობით შესაძლებელია ურთიერთქმედება ბევრ კრიპტოვალუტურ ქსელთან, როგორიცაა Polygon, Arbitrum, zkSync, Sui და სხვა. აქტივობამ ამ ბლოკჩეინებზე არსებულ ნებისმიერ აპლიკაციაში შეიძლება ხელი შეუწყოს რეტროდროპის მიღებას. ანუ, რეტროდროპის მისაღებად მომხმარებელს რაიმე გზამკვლევის, ან მექანიკის ძებნა არ სჭირდება, რადგან ეს ყველაფერი Zealy-ზე უკვე ინტეგრირებულია და ქვესტში სტრუქტურირებულია.

კრიპტოვალუტური სტარტაპის მფლობელებს Zealy-თან ურთიერთქმედება პლატფორმაზე თავიანთი პროექტის განსათავსებლად შეუძლიათ. ასეთ აქტივობებს კრიპტოვალუტური საზოგადოება ხშირად იყენებს, რათა ახალ წევრებს  Ethereum-ის, Polygon-ის, BSC-ის, Avalanche-ისა და მრავალი სხვა ქსელში არსებული პროექტების გაცნობა გაუადვილოს.

როგორ გამოვიყენოთ Zealy

საკუთარი ანგარიშის დასარეგისტრირებლად და მონაცემების შესანახად, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ საფულეს (მაგალითად, Metamask), ან გაიაროთ ავტორიზაცია Discord-ის სერვერის მეშვეობით. პლატფორმაზე შესვლის შემდეგ, იხსნება პროექტების ვრცელი სია, რომლებთანაც ურთიერთქმედება შეგიძლიათ.
პროექტების არჩევა Zealy-თან ურთიერთქმედებისთვის (zealy.io)

პროექტების არჩევა Zealy-თან ურთიერთქმედებისთვის (zealy.io)

DeFi პროტოკოლების, ბლოკჩეინების, NFT მარკეტპლეისებისა და სხვა აპლიკაციების სორტირება შესაძლებელია საჭირო რესურსის მოსაძებნად. არჩეული Community-ის გახსნის შემდეგ, იხსნება დავალებების სია, რომლებიც XP ქულების  მოსაპოვებლად უნდა შესრულდეს.
zkSync-ის ქვესტები პლატფორმა Zealy-ზე

zkSync-ის ქვესტები პლატფორმა Zealy-ზე

ახალი დავალებები მხოლოდ ძველის გავლის შემდეგ იხსნება. აქ მოცემულია Zealy-ზე გავრცელებული ქვესტებისა და აქტივობების სია:

● ურთიერთქმედება პროექტების სოციალურ ქსელებთან — Twitter, Discord, Telegram;

● ინფორმაციის ათვისება დოკუმენტაციიდან, ოფიციალური ვებგვერდებიდან;

● კიბერუსაფრთხოების საბაზისო ქვესტები;

● ტესტირება პლატფორმების გამოყენების უნარების დაუფლებისთვის;

● ტრანზაქციების შესრულება Testnet-სა და Mainnet-ში;

● NFT-ების კლეიმი.

თითოეული პროექტის დავალებები უნიკალურია და ქულების გარკვეულ რაოდენობა ღირს. Zealy-ს ასევე აქვს რეფერალური პროგრამა და ყოველდღიური აქტივობები, რომლებიც  მომხმარებლებს პლატფორმასთან მუდმივ ურთიერთქმედებაზე ახალისებს. 

კონკრეტული სტარტაპის დეველოპერებს, ან  საზოგადოების დაინტერესებულ მონაწილეებს Zealy-ზე საკუთარი პროექტის დამატება Create a Community-ის ფუნქციის მეშვეობით შეუძლიათ. შესაბამის ფანჯარაში უნდა ჩაწეროთ ინფორმაცია პროექტის, მისი სახეობის, ბლოკჩეინის შესახებ, რომელზედაც მუშაობს პროექტი, ეკონომიკის სექტორი და გადახვიდეთ საკუთარი ქვესტების შექმნაზე.
ახალი პროექტის დამატება Zealy-ზე (zealy.io)

ახალი პროექტის დამატება Zealy-ზე (zealy.io)

დასკვნა

Zealy კრიპტოვალუტური ქვესტების მოსახერხებელი აქსელერატორია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გაეცნოთ პროექტებს შიგნიდან, გაიმარტივოთ DeFi სექტორისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესწავლა, ასევე მიიღოთ პრიზები დასრულებული აქტივობებისთვის. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა დამწყებთათვის და მათთვის, ვინც ეძებს მოსახერხებელ რესურსს კრიპტოვალუტურ პროექტებთან თანმიმდევრული მუშაობისთვის.