პლატფორმა OpenSea Pro-ს თავისებურებები
OpenSea-მ აამოქმედა ახალი სავაჭრო პლატფორმა პროფესიონალი ტრეიდერებისთვის. რით განსხვავდება ის ძირითადისგან, მარკეტინგული პრეფიქს Pro-ს გარდა?
NFT სივრცეში OpenSea ლამის საზოგადო არსებით სახელად იქცა. პლატფორმა თითქმის 2.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, მისი დღიური სავაჭრო ბრუნვა კი 8000 ETH-ს აღემატება. პლატფორმაზე რეგისტრირებული ტოკენების რაოდენობისა და რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით, დიდი ხნის განმავლობაში OpenSea ბაზარზე პირველ ადგილს იკავებდა. მაგრამ, Blur-ის სახით კონკურენტის გაჩენისა და სავაჭრო მოცულობის რეკორდული ვარდნის შემდეგ, უძველესი პლატფორმის დამფუძნებლები იძულებულნი არიან, მომხმარებლების შესანარჩუნებლად გადამწყვეტი ზომები მიიღონ.
რით განსხვავდება OpenSea Pro ტრადიციული პლატფორმისგან
თუ OpenSea პოზიციონირებს, როგორც მარკეტპლეისი მომხმარებელთა ფართო წრისთვის, დამწყებებიდან გამოცდილ კოლექციონერებამდე, მაშინ ახალი პლატფორმა პროფესიონალ ტრეიდერებს კომფორტულ ვაჭრობას ჰპირდება.
OpenSea Pro-ს ძირითად ფუნქციებს დეველოპერები მანამდე უკვე იყენებდნენ - ისინი უბრალოდ საერთო ფუნქციონალში გააერთიანეს. მაგალითად, ახალი პლატფორმის ამოქმედებამდე, აგრეგატორის დეკლარირებული შესაძლებლობებს ასრულებდა აპლიკაცია Gem V2. ის სისტემაში ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაინტეგრირდა და ტრეიდერებს ერთ ტრანზაქციაში სხვადასხვა პლატფორმაზე არსებული სხვადასხვა კოლექციის ტოკენების ყიდვის საშუალებას აძლევდა. ეს გაზის საკომისიოს რამდენჯერმე ამცირებდა.
ახლა Gem იქცა ცალკე პლატფორმად პრეფიქსით "Pro", რომელიც ტრეიდერებს ერთდროულად 170 სავაჭრო პლატფორმის მონიტორინგის საშუალებას აძლევს.
გარდა ამისა, გამოცდილი ტრეიდერების საზოგადოებას ჰპირდებიან გარკვეულ უპირატესობებს:
- ნულოვანი საკომისიო. სარეკლამო პერიოდის განმავლობაში (ზუსტი თარიღები ოფიციალურ ვებგვერდზე არ სახელდება) კლიენტებს OpenSea Pro-ს მეშვეობით OpenSea-ზე ყველაზე პოპულარული კოლექციების განთავსება უფასოდ შეუძლიათ.
- აქტიური წევრების დაჯილდოება NFT-ების დარიგების მეშვეობით. 5 აპრილს პლატფორმამ განაცხადა, რომ 43 300 მომხმარებელმა, რომლებიც Pro სისტემას შეუერთდა, ჯილდო უკვე მიიღო.
- სატრეიდინგო ფუნქციონალის მობილური ვერსიის ხელმისაწვდომობა. OpenSea-ს მომხმარებლებს NFT-ების ნახვა მხოლოდ სმარტფონებზე შეეძლოთ.
- ოპტიმიზებული სმარტ კონტრაქტები გაზის გადახდებისთვის. ჯერჯერობით, არ არსებობს უფრო ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაში გამოიხატება ეს ოპტიმიზაცია.
- გაფართოებული ორდერები, რომლებიც ტრეიდერებს ნებისმიერი NFT ბაზრის აგრეგატორის ლიკვიდობის გამოყენების საშუალებას აძლევს.
როგორც ჩანს, OpenSea-მ, როგორც იქნა, გადადგა ნაბიჯი Blur-ის აგრესიული მარკეტინგული პოლიტიკის საპასუხოდ: 2023 წლის მარტში NFT გარიგებების 69% Blur-ზე მოდიოდა, OpenSea-ზე კი - 20%. ვნახოთ, გადაწონის თუ არა NFT ჯილდო შიდა ტოკენებით დაჯილდოებას.
არსებითად, ჩვენ ვაჭრობის ორი მიდგომის ბრძოლას ვადევნებთ თვალყურს. Blur ფსონს წმინდა შემოსავალსა და მოპარული NFT-ების გადაყიდვის შესაძლებლობაზე აკეთებს, ხოლო OpenSea - ტოკენის მხატვრულ ღირებულებასა და საავტორო უფლებების დაცვაზე. ვვარაუდობთ, რომ ტრეიდერთა და კოლექციონერთა საზოგადოება უახლოეს თვეებში ორივე მარკეტპლეისს აქტიურად "მოწველის" იმ დროს, როდესაც ისინი ბაზარზე დომინანტური პოზიციისთვის იბრძვიან.
მაგრამ კომპანია OpenSea ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ პროექტის ახალ ეკოსისტემაში 100 მილიონი ახალი მომხმარებლისთვის მყუდრო ადგილები მოამზადა.