არა მხოლოდ FTX. კრიპტოვალუტის ბირჟებზე თაღლითობის 10 ისტორია

icon FTT
icon ONE
icon FOR
ფოტო - არა მხოლოდ  FTX.  კრიპტოვალუტის ბირჟებზე თაღლითობის 10 ისტორია
2022 წლის ნოემბერში თაღლითობა მოხდა FTX-ზე. მომხმარებლებმა 8 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს. ეს არის კრიპტოვალუტის ბირჟების სფეროში გახმაურებული შემთხვევა, მაგრამ სულაც არ არის ერთადერთი ფაქტი. მოდით გავიხსენოთ კიდევ რა ბირჟებს მოუწიათ თაღლითობის ფაქტის გადატანა ბოლო ათწლეულის განმავლობაში (და რატომ).
ამ ჩამონათვალში ყველაზე მსხვილი ასეთი ქეისები მოხვდა. მათგან ყველაზე ეპიკური კრებულის ბოლოს დავდეთ. აუცილებლად ბოლომდე წაიკითხეთ - იქ ნამდვილი „გემრიელობებია“!

საიდუმლო არ არის, რომ კრიპტოვალუტების სამყარო დღეს არ გამოიყურება ისე, როგორც ეს პირველი ენთუზიასტების წარმოდგენაში იყო. თავდაპირველად, კრიპტა ჩაფიქრებული იყო, როგორც რაღაც აბსოლუტურად თავისუფალი, ანონიმური და დეცენტრალიზებული. თავად კრიპტოვალუტები კვლავ მიჰყვებიან ამ პრინციპებს, მაგრამ კრიპტოვალუტის ბაზარმა აშკარად გადაუხვია თავიდან დასახულ გზას. დღეს, კრიპტოვალუტის სახსრების უმეტესობა დევს ცენტრალიზებული ბირჟების ბალანსზე (როგორიცაა Binance ან Coinbase). CoinGecko-ს მონაცემებით, CEX-ზე (centralized exchange) ვაჭრობის წილმა 2020 წლის მე-3 კვარტალში  მთლიანი trading volume-ის თითქმის 90%-ს მიაღწია.

მაგრამ CEX-ზე კრიპტოვალუტის შენახვით თქვენ კარგავთ:

– ანონიმურობას (რადგანაც KYC ვერიფიკაცია გაიარეთ);
– დეცენტრალიზაციას (რადგანაც თქვენ გადარიცხავთ კრიპტოვალუტას ბირჟის მენეჯმენტის კონტროლის ქვეშ);
– აქტივებზე სრულ კონტროლს (ამ მომენტიდან თქვენ დე ფაქტო აღარ ფლობთ თქვენს სახსრებს).

ბაზარზე არსებული ვითარება  ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ბანკებთან კრიპტოიდეოლოგების ბრძოლის შედეგია. კრიპტის მხარდამჭერებმა მოახერხეს DEX-ის (decentralized exchange) ველის თავისთვის დაბრუნება - და დღეს დეცენტრალიზებული ბირჟები შეუზღუდავი თავისუფლების კუნძულებად რჩება. CEX, თავის მხრივ,  მოსახერხებელია მომხმარებლებისა და სახელმწიფოებისთვის, მაგრამ აქვს მთელი რიგი უარყოფითი მხარეები. ერთ-ერთი მათგანია თაღლითობის რისკი.

Cryptsy: ბირჟა ჰაკერული შეტევის შემდეგ დაიხურა

2014 წლის ივნისის ბოლოს Cryptsy-ზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 13 000 BTC და 300 000 LTC მოიპარეს. ადმინისტრაციამ დაადანაშაულა დეველოპერი, რომელიც მონაწილეობდა Lucky7coin კრიპტოვალუტის შექმნაში და შიდა ინფორმაციის გამოყენებით, გამოავლინა დაუცველობა და  ის ჰაკერული თავდასხმის განსახორციელებლად გამოიყენა.

ასე იყო თუ არა - ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებოდა Cryptsy-ს. ბირჟას უნდა აეანაზღაურებინა მომხმარებლების ზარალი. და, მისივე ანგარიშგების თანახმად, მას ამის ფინანსური შესაძლებლობაც კი ჰქონდა. მაგრამ ეს არ მოხდა და საბოლოოდ კომპანია უბრალოდ გაქრა.

BTC-e: მფლობელი დაკავებულია, აქტივები უცნობია სად არის

ეს ბირჟა ჯერ კიდევ 2011 წელს გამოჩნდა, ბაზრის დინოზავრი იყო და ბრუნვის მხრივ ბირჟების ტოპში შედიოდა. დიდი გამოცდილება ბაზარზე, ცნობადობა, რეპუტაცია - ეს ყველაფერი მომხმარებლებს უნერგავდა რწმენას, რომ ბირჟას ჰქონდა ყველაფერი კონტროლის ქვეშ. თუმცა, 2017 წლის 25 ივლისს, ბირჟამ ტექნიკური პრობლემების შესახებ  განაცხადა და თანხების გატანა შეაჩერა. იმავე დღეს ფულის გათეთრების ბრალდებით ბირჟის დამფუძნებელი დააკავეს.

დაკავებიდან ოთხი დღის შემდეგ, ბირჟის შიდა საფულედან ამოღებული იყო 485,760 ETH. ყველა საფუძველი არსებობს იმის სათქმელად, რომ თანხები უბრალოდ მოიპარეს.

Bitsane: ბირჟის იდუმალი გაუჩინარება

ეს ბირჟა არ იყო ბაზრის ლიდერი, მაგრამ მას ჰყავდა საკუთარი აუდიტორია. ბირჟის მომხმარებელთა რაოდენობამ 250 ათას ადამიანს მიაღწია. არაფერი უწინასწარმეტყველებდა უბედურებას, მაგრამ მუშაობის მესამე წელს მომხმარებლებმა დაიწყეს  თანხების ამოღებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საუაბრი, რაზეც მათ მიიღეს პასუხი ტექნიკური პრობლემების შესახებ. უკვე ივნისში ბირჟის ვებსაიტი და მასთან ერთად მომხმარებლების სახსრებიც უბრალოდ გაქრა.

მომხმარებლებისგან მოპარული თანხების ოდენობა 150-400 მილიონ დოლარს შეადგენს.

სხვა ქეისები

ვიდრე DEX-ის ორ ყველაზე ცხელ ისტორიას და უპირატესობებს შევეხებით, გვსურს კიდევ რამდენიმე ამბავი გავიხსენოთ.

● Cryptopia: 2019 წლის მაისში ბირჟა ლიკვიდირებული იყო ჰაკერული შეტევის დროს მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის შედეგად. ზარალი: დაახლოებით 16 მილიონი დოლარი

● QuadrigaCX: 2019 წლის თებერვალში ბირჟის დამფუძნებლის (ერთადერთი პირი, რომელსაც წვდომა ჰქონდა ბირჟის ცივ საფულეზე) გარდაცვალების გამო, ათიათასობით მომხმარებლის სახსრებზე წვდომა დაიკარგა. ზარალი: დაახლოებით 130 მილიონი დოლარი

● BitGrail: 2018 წლის თებერვალში ბირჟის მფლობელმა თაღლითური სქემის შედეგად თანხები მიმოქცევიდან ამოიღო. შედეგად, ბირჟის აქტივები დააყადაღეს. ზარალი: დაახლოებით 170 მილიონი დოლარი

● Tagz: 2019 წლის შემოდგომაზე, ბირჟის გუნდმა შეზღუდა თანხების გატანა, ამოიღო ლიკვიდობა და გამოაცხადა ჰაკერული თავდასხმა (ალბათ დადგმული). პირდაპირი ზარალი: 226 BTC. დანარჩენი ზარალის შეფასება შეუძლებელია.

● Bitmarket: 2019 წლის ივლისში ბირჟამ შეწყვიტა მუშაობა დაბალი ლიკვიდურობის გამო. ზოგიერთმა მომხმარებელმა ვერ შეძლო თანხების გამოტანა. მალე ბირჟის დამფუძნებელი ტყეში მოკლული იპოვეს. ზარალი: 2300 BTC.

FTX: მილიარდები, რომელბიც ჰაერით იყო უზრუნველყოფილია

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, FTX-ის დამფუძნებელი სემ ბენკმენ-ფრიდი, ითვლებოდა 30 წლამდე ასაკის მსოფლიოს ყველაზე მდიდარ მეწარმედ. შემდეგ კი რაღაცა ისე არ წავიდა როგორც საჭირო იყო. კერძოდ, FTX-ის რეალური უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია გამოაშკარავდა.

აღმოჩნდა, რომ საიტზე ვაჭრობის თითქმის ყველა აქტივი მხარდაჭერილი იყო FTT ტოკენებით (თავად ბირჟის მიერ გამოშვებული შიდა ტოკენები). FTX-ის ანგარიშგება რეზერვების შესახებ იყო პირველი ბარათი, რომელიც დაეცა კომპანიის კარტების სახლში. ამას მოჰყვა FTT ტოკენის დელისტინგი  სხვა ბირჟებიდან (მათ შორის Binance-დან). ამან განაპირობა ის, რომ ინვესტორებმა პანიკურად დაიწყეს ტოკენის მოშორება - შედეგად, ერთადერთი აქტივი, რომელიც  ლიკვიდურობას უზრუნველყოფდა, გაუფასურდა.

FTX-ის საქმე ახლა განხილვის პროცესშია.  კომპანიის მთლიანი დავალიანება მომხმარებელთა მიმართ დაახლოებით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჯერჯერობით რვა მილიარდი არის ამ სტატიაში ნახსენები ყველაზე დიდი თანხა. სწორედ ამიტომ ეს თაღლითობა ახლა ასე აქტიურად განიხილება კრიპტოინდუსტრიაში. მაგრამ სინამდვილეში ეს წვრილმანებია შემდეგ ამბავთან შედარებით.

MtGox: როგორ მოატყუა ერთმა ბირჟამ მთელი ინდუსტრია

ეს ამბავი 2013 წელს მოხდა. მაშინ Binance არც არსებობდა და ყველაზე პოპულარული ცენტრალიზებული ბირჟა იყო MtGox. ბიტკოინის ყველა ტრანზაქციის ნახევარზე მეტი ამ საიტზე სრულდებიდა და ვაჭრობის მოცულობა  კრიპტოვალუტით ვაჭრობის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 80%-ს შეადგენდა. დღესაც კი, Binance-ს არ აქვს  ბაზრის ასეთი დიდი წილი.

შესაძლოა, ბირჟა ლიდერად დარჩენილიყო კიდეც, მაგრამ 2013 წლის 17 მაისს აშშ-ის ხელისუფლებამ კომპანიის ანგარიშები დააპატიმრა თანხების გადარიცხვის ლიცენზიის არქონის გამო. თავდაპირველად, მომხმარებლებს დაეწყოთ პრობლემები თანხების ამოღებასთან დაკავშირებით, ხოლო 2014 წლის თებერვლისთვის სახსრების გატანა მთლიანად შეჩერდა. ორი დღის შემდეგ MtGox-მა გამოაცხადა 850,000 BTC-ის დაკარგვის შესახებ ჰაკერული თავდასხმის შედეგად (14 მილიარდი აშშ დოლარი ამჟამინდელი კურსით).

იყო თუ არა თავდასხმა რეალური - ამ კითხვაზე პასუხი თქვენ მოძებნეთ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ბიტკოინები აორთქლდა, ბირჟამ გაკოტრება გამოაცხადა, მომხმარებლებმა დაკარგეს სახსრები.

ყველა ისტორიის მორალი

ამ ისტორიებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სქემები, მაგრამ მათ აქვთ საერთო დეტალი. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა CEX დაუცველობის გამო. როგორც ვხედავთ, ტოპ ბირჟასაც კი შეიძლება ამოეწუროს ლიკვიდურობა, გაკოტრდეს ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ან უბრალოდ თაღლითობის გზით.

FTX არ არის პირველი და, რა თქმა უნდა, არც უკანასკნელი თაღლითობა, რომელიც ცენტრალიზებულ ბირჟაზე მოხდა.  ადრე თუ გვიან გავიგებთ ახალი დიდი საიტის დახურვის შესახებ - ეს მხოლოდ დროის საკითხია. Binance-იც კი შეიძლება ერთ დღეს დაეცეს, როგორც ეს MtGox-ს მოუვიდა.

ამიტომ ცენტრალიზებული ბირჟები ნაკლებად საიმედოდ ითვლება, ვიდრე დეცენტრალიზებული. DEX-ის გამოყენებით, თქვენ არ გადარიცხავთ თქვენს თანხებს საიტზე, არამედ აგრძელებთ მათ შენახვას თქვენს პირად დეცენტრალიზებულ საფულეში. რაც არ უნდა მოუვიდეს DEX-ს, თქვენი სახსრები დარჩება თქვენთან. სწორედ ასე უნდა იყოს გამოყენებული კრიპტოვალუტა.

რომელ ბირჟებზე არის უსაფრთხო ვაჭრობა?

როგორც უკვე მიხვდით, ზემოთ დაწერილიდან, ყველაზე უსაფრთხოა ვაჭრობა დეცენტრალიზებულ ბირჟებზე. ისინი შეესაბამება კრიპტო ფილოსოფიას და უფრო უსაფრთხოა, ვიდრე CEX.

აქ მოცემულია პოპულარული დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტის ბირჟების რამდენიმე მაგალითი, რომლებსაც კარგი რეპუტაცია აქვთ:

WhiteSwap (Ethereum ქსელი);
● Uniswap (Ethereum ქსელი);
● PancakeSwap (BNB Smart Chain);
● SushiSwap (Arbitrum).

გადმოდი ნათელ მხარეს. აირჩიეთ DEX!

WS
Winsend Swap
ავტორი