Telegram მალე აუქციონზე უნიკალური ნიკნეიმების გაყიდვას დაიწყებს

ფოტო - Telegram მალე აუქციონზე უნიკალური ნიკნეიმების გაყიდვას დაიწყებს
Telegram-მა განახორციელა თავისი იდეა შექმნას მარკეტპლეისი მომხმარებლების უნიკალური სახელებით ვაჭრობისთვის NFT გაყიდვების პრინციპით.
Telegram-მა თითქმის დაასრულა მარკეტპლეისის შექმნაზე მუშაობა უნიკალური და ცნობადი ნიკნეიმებით ვაჭრობისთვის.

ბოლო განცხადების მიხედვით, აუქციონის პლატფორმა უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

„დარწმუნდით, რომ არ გამოტოვებთ შანსს, მიიღოთ მომხმარებლის ყველაზე ღირებული სახელები და გაიფორმოთ მათი საკუთრება TON ბლოკჩეინის უცვლელ რეესტრში“. - ნათქვამია  Telegram-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგვისტოს ბოლოს, ჩვენ ვიტყობინებოდით, რომ Telegram-ის გენერალური დირექტორი პაველ დუროვი ახალი სავაჭრო მოედნის შექმნია ინიციატივით გამოვიდა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას "ტრენდული  t.me მისამართების ყიდვისა და გაყიდვისთვის, როგორიცაა @storm ან @royal და ოთხასოიანი მომხმარებლის სახელი", მათ შორის @bank. @club, @game, @gift და ა.შ.

მასზე შთაბეჭდილება მოახდინა TON DNS აუქციონმა, რამაც  გაუჩინა იდეა  რეზერვირებული @ მომხმარებლის სახელების, ჯგუფებისა და არხის ბმულების აუქციონზე გატანის შესახებ. ბლოკჩეინზე მფლობელობის საკუთრების უფლება NFT-ს მსგავსი სმარტ კონტრაქტების გამოყენებით იქნება დაცული.

მაშინ მან დაამატა, რომ Telegram-ის ეკოსისტემის სხვა ელემენტები, მათ შორის არხები, სტიკერები ან სმაილიკები, მოგვიანებით ასევე შეიძლება გახდეს ამ მარკეტპლეისის ნაწილი.

თავდაპირველად, TON შეიქმნა Telegram-ში ციფრული გადახდების გასაადვილებლად. თუმცა, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია მსგავსი ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა და უჩივლა კომპანიას სასამართლოში 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების Gram-ტოკენების დაურეგისტრირებელი წინასწარი გაყიდვისთვის.

არც ისე დიდი ხნის წინ, გერმანიის იუსტიციის ფედერალურმა სამსახურმა (BMJ) Telegram-ს 5,125 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა ქვეყნის კანონმდებლობის შეუსრულებლობის გამო. კერძოდ, კომპანიამ, რომელმაც შექმნა მესენჯერი,  საჩივრების მართვის სისტემა არ ჩამოაყალიბა და ასევე არ მიუთითა ორგანიზაცია გერმანიაში, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს მთავრობის ოფიციალური შეტყობინებები.

მანამდე Gagarin News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იაპონიის პოლიციის ეროვნულმა სააგენტომ Lazarus-ის ჯგუფის მიერ განხორციელებული კიბერშეტევების შესახებ განაცხადა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების მხარდაჭერილი ბოროტმოქმედების სამიზნე კრიპტოვალუტის ბირჟები  გახდა.