Coinbase აფრიკის კონტინენტზე ექსპანსიას გეგმავს?

icon FOR
ფოტო - Coinbase აფრიკის კონტინენტზე ექსპანსიას გეგმავს?
Coinbase-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, სავაჭრო პლატფორმის ფუნქციონალთან Lightning Network-ის პროტოკოლის დამატება იგეგმება. შესაძლოა, მალე საუბარი იმაზე წავიდეს, რომ კომპანია აფრიკის ქვეყნებზე მასშტაბირდება.
გაზაფხულის შუა რიცხვებში Coinbase-ის СЕО-მ, ბრაიან არმსტრონგმა Twitter-ის აფრიკელ მომხმარებლებს მიმართა. "თუ აფრიკაში კრიპტოს იყენებთ, გამომეხმაურეთ მოკლე ვიდეოთი (<30 წამი), ან ფოტოთი, თუ როგორ იყენებთ მას. რამდენიმე საუკეთესო მაგალითი კრიპტოვალუტაში 100 დოლარს მიიღებს. გამოიყენეთ ჰეშტეგი #CryptoAfrica“, - წერს არმსტრონგი.

მან უამრავი პასუხი მიიღო.

„მე განიდან ვარ. მე ვიყენებ კრიპტოვალუტას ღიმილის გასაგზავნად შეჭირვებულთათვის და მათთვის, ვისაც ჩემზე ნაკლებად გაუმართლა". 

”მე გამომიგზავნეს XRP შტატებიდან და ის 5 წამში მივიღე. კარგია? მათ $0,001 გადაიხადეს. ასე სწრაფად და იაფად."

" კრიპტოვალუტას უკვე 2 წელია ვიყენებ და ჩემს სახლს BCH-ით ვაშენებ“.

"მე იმდენად მჯერა კრიპტოს გამოყენების, რომ მას სახარებასავით ვქადაგებ. რაც მთავარია, მე ვიყენებ კრიპტოს, როგორც ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღს, ასევე სხვადასხვა საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად". 

ჯამში, არმსტრონგის მიერ ინიცირებულმა ფლეშმობმა #CryptoAfrica მოულოდნელი კამინგ-აუტი გამოიწვია. ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვაზე პასუხის გაცემისას, ბრაიანმა მოულოდნელად განაცხადა, რომ Coinbase ემზადება Lightning Network-ის ინტეგრირებისთვის.

ამ მომენტში სიტუაციამ სულ სხვა ელფერი მიიღო. საქმე ისაა, რომ  მეორე დონის ბლოკჩეინი Lightning არის ერთ-ერთი იმ მცირედი ინსტრუმენტებიდან, რომელსაც აფრიკის კონტინენტის ფინანსური ბაზრის გაუმჯობესება შეუძლია. 

"აფრიკის მთელი საბანკო სისტემა სრულიად მოშლილია, მობილური ფულის პროვაიდერებსა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებს შორისაც კი“, - ამბობს Paxful-ის CEO რეი იუსეფი.

გადახდის ორ ათასზე მეტი სისტემა ერთმანეთთან ყოველგვარი ურთიერთქმედების გარეშე მუშაობს. Western Union-ისა და MoneyGram-ის განშტოებული ქსელების საკომისიოები აფრიკელებისთვის ძვირი სიამოვნებაა.

ის, რომ კრიპტოვალუტური გადახდები ამ პრობლემის გადაჭრის საშუალებას წარმოადგენს, არა მხოლოდ ბლოკჩეინ ინდუსტრიის წარმომადგენლებს ესმით. კონტინენტს სჭირდება გადახდის სისტემა სავალო ხელწერილების, კრედიტებისა და ფიატის გარეშე, - აცხადებენ  არაკომერციული ორგანიზაციაში Human Rights Foundation. აფრიკელებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ფული ერთმანეთს პირდაპირ, სწრაფად და იაფად გაუგზავნონ.

როგორც ჩანს, აფრიკას Lightning Network-ის სწრაფი და მასობრივი დანერგვა ელოდება. ქსელი ხელს შეუწყობს ტრანზაქციების ღირებულების თითქმის ნულამდე შემცირებას და უზრუნველყოფს პრაქტიკულად მყისიერ გადახდებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის აფრიკის კონტინენტის ქვეყნების მაცხოვრებლებს შორის.

უნდა ითქვას, რომ Coinbase-ის სერვისები დღეს აფრიკის მხოლოდ 15 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. მაშინ, როდესაც კონტინენტზე 50-ზე მეტი დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს. ამავდროულად, როგორც ადგილობრივი კრიპტოსაწარმოები, ასევე გლობალური ინდუსტრიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ კრიპტო შეიძლება გახდეს აფრიკის რეგიონული ვალუტა. რთული პერიოდის მიუხედავად, Coinbase, სავარაუდოდ აფრიკის კრიპტობაზრის ლიდერობისთვის ემზადება.