იაპონია და ბიტკოინი:შესაძლებელია თუ არა ფიატის გარეშე ცხოვრება?

icon BTC
icon ONE
ფოტო - იაპონია და ბიტკოინი:შესაძლებელია თუ არა ფიატის გარეშე ცხოვრება?
იაპონია ერთ-ერთი პირველი განვითარებული ქვეყანა გახდა, რომელმაც 2014 წლიდან კრიპტოვალუტები (კერძოდ,ბიტკოინი) გადახდის ოფიციალურ საშუალებად აღიარა და დაუშვა მთელი ქვეყნის მასშტაბით კრიპტის იაპონურ იენთან ერთად თავისუფლად მიღება. შესაძლებელია თუ არა იაპონიაში უკვე ფიატის გარეშეც ყოფნა?
იაპონიაში ჩასვლისას, აეროპორტიდანვე იგრძნობთ როგორი გავრცელებულია ამ ქვეყნის მცხოვრებლებში კრიპტოვალუტები. რესტორნებში და კაფეებში ბიტკოინი იენის თანაბარ გადახდის საშუალებად მიიღება. კრიპტოთი  გადახდა შესაძლებელია ტაქსებში, სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებში, უმსხვილესი ტექნიკური რითეილერების ქსელებში, ონლაინ მაღაზიებში და კომუნალური გადასახადების გადახდის დროსაც კი. პატარა კერძო მაღაზიების შესასვლელთან შეგიძლიათ იხილოთ სტიკერები ბიტკოინის ლოგოთი და წარწერით, რომ ის აქ მიიღება.
მარკეტები შესასვლელშივე აუწყებენ ბიტკოინის მიღების შესახებ

მარკეტები შესასვლელშივე აუწყებენ ბიტკოინის მიღების შესახებ

სალაროები Bic Camera–ს სუპერმარკეტებში, სადაც ბიტკოინით გადახდა შეიძლება

სალაროები Bic Camera–ს სუპერმარკეტებში, სადაც ბიტკოინით გადახდა შეიძლება

იაპონიაში კრიპტოვალუტებმა  ფართო პოპულარობა  2014 წელს, კრიპტოვალუტის ბირჟის Coincheck ამოქმედების შემდეგ მოიპოვეს. ამ პლატფორმამ შესთავაზა არა მხოლოდ კრიპტო აქტივების  ფიატურ ვალუტებზე გაცვლა, არამედ კრიპტოვალუტის საფულეების მარტივი და სწრაფი გახსნაც. ამის შემდეგ, 14 სექტემბერს დაანონსდა ახალი eCommerce–სერვისი სპეციალურად ელექტრონული კომერციის ინდუსტრიისთვის, სახელწოდებით "Coincheck for eC". ამ სერვისმა როგორც მსხვილი ქსელების, ასევე მცირე საცალო მოვაჭრეების მოწონება დაიმსახურა.
ბიტკოინის გამოყენებით ლოიალობის პროგრამის რეკლამა

ბიტკოინის გამოყენებით ლოიალობის პროგრამის რეკლამა

2017 წლისთვის კრიპტოვალუტების მიმართ  საზოგადოების აღქმა და ნდობა იმდენად დიდი გახდა, რომ ისეთმა აქტივებმა, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერეუმი, იაპონიაში  გადახდის ლეგალური  საშუალების სტატუსი მიიღეს, რამაც გაათანაბრა მათი უფლებები იაპონურ იენთან. ეს გადაწყვეტილება დაფიქსირდა კანონში სავალუტო რეგულირების შესახებ და რატიფიცირებულია იაპონიის პარლამენტის მიერ. მანამდე არცერთ სხვა ქვეყანაში კრიპტოვალუტებს სახელმწიფო დონეზე ასეთი ძლიერი მხარდაჭერა არ მიუღიათ.

ბიტკოინ–სტარტაპების ცნობილმა ინვესტორმა, როჯერ ვერმა, რომელმაც ერთ დროს გადაწყვიტა აშშ–ში საცხოვრებელი ადგილის   იაპონიაზე შეცვლა, თქვა, რომ ქვეყნის დედაქალაქი ტოკიო, რომელშიც ის მაშინ ცხოვრობდა, გახდა „ბიტკოინის ყველაზე მეგობრული ქალაქი მთელ მსოფლიოში.”

2017 წლის ბოლოს  საცალო ვაჭრობის იაპონურმა გიგანტებმა Bic Camera (ელექტრონიკა) და Meganesuper (ოპტიკა), რომლებმაც BTC-ის მიღება მაღაზიებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს, ასევე შეუწყეს ხელი  ბიტკოინის პოპულარიზაციას. Bic Camera  40-ზე მეტი სუპერმარკეტისგან შემდგარ  ქსელს ფლობდა, ხოლო Meganesuper-ს  330-ზე მეტი საცალო მაღაზია ჰქონდა.

მსხვილი ქსელების მხრიდან crypto mass adoption–ის მხარდაჭერა შესაძლებელი გახდა Recruit Lifestyle-ის მიერ  ოფციის დანერგვით,რომელმაც  შესაძლებელი გახადა ბიტკოინის გადახდის საშუალებად მიღებ POS აპლიკაციის "Mobile Payment for Air Regi" მეშვეობით.  ასეთი სერვისის ბაზარზე გამოტანა  Recruit Lifestyle-მა  Coincheck-თან თანამშრომლობით შეძლო. ასეთი თანამშრომლობის შედეგი იყო ის, რომ Meganesuper-ის ქსელის გარდა, მთელ იაპონიაში დაახლოებით 300 000-მდე სავაჭრო ობიექტმა და მაღაზიამ გააფართოვა გადახდის ინსტრუმენტების სია და დაიწყო ბიტკოინის მიღება. ამ ფაქტმა იაპონიის მოქალაქეებს არა მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე იენის შენახვის, არამედ კრიპტოვალუტის შეძენის სტიმული მისცა.

ახლა წინასწარი გადახდის ბარათების სახით კრიპტოვალუტით გადახდა შესაძლებელია რამდენიმე ათას პატარა მაღაზიაში, რომელიც  მთელი ქვეყნის მასშტაბით 24/7 მუშაობს. ბაზრის მსხვილ  მოთამაშეებს, მათ შორის ელექტრონული კომერციის გიგანტებს, ჩატ–აპლიკაციების ოპერატორებსა და მსხვილ საბანკო ჯგუფებს, ურჩევნიათ მთავარ კრიპტო ბირჟებთან ითანამშრომლონ  ან საკუთარი სავაჭრო პლატფორმები შექმნან, რათა   თავიანთ კლიენტებს ერთდროულად კრიპტოსავალუტო და ფინანსური სერვისები შესთავაზონ X-sale–ის (ჯვარედინი გაყიდვა) მეშვეობით.

თუ 2015 წელს იაპონიის მოქალაქეების მიერ კრიპტოვალუტის გამოყენების მოცულობა იყო მხოლოდ 185 მილიარდი იენი (კვლევითი ინსტიტუტის Fuji Chimera-ს შეფასებით, 1,67 მილიარდი დოლარი), უკვე  5 წელიწადში ეს მაჩვენებელი 10-ჯერ გაიზარდა. კრიპტოვალუტების მიღების გაფართოებისთვის ყველაზე პერსპექტიული სფერო   ონლაინ მაღაზიებში მობილური გადახდების ბაზარი ითვლება.

იაპონიაში კრიპტოვალუტით უძრავი ქონების ყიდვაც კი შესაძლებელია. 2018 წლიდან იაპონური სტარტაპი Yitanzi  ბიტკოინზე ყიდის სხვადასხვა უძრავ ქონებას, სავაჭრო ცენტრების ჩათვლით.

შემდგომში, იაპონიაში კრიპტოვალუტის გადახდების გათვალისწინება დაიწყეს სხვადასხვა საცალო ქსელებისა და მაღაზიების ლოიალობის სისტემებში. მაგალითად, იაპონიაში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინტერნეტ–რითეილერმა  Rakuten, 2021 წლიდან დაიწყო ბრენდირებული საკრედიტო ბარათების გაცემა,რომლებითაც გადახდით,მომხმარებლებს შეუძლიათ   ვირტუალურ ანგარიშზე ბონუსები მიიღონ. ბარათები შეიძლება იყოს დაკავშირებული როგორც იენის ანგარიშთან, ასევე კრიპტო აქტივების Rakuten Wallet-თან. სამომავლოდ, საქონლის შესაძენად ვირტუალური ქულები „ცოცხალ ფულთან“ ერთად შეიძლება იქნას გამოყენებული  Rakuten–ის ინტერნეტ–მაღაზიაში ან  ნებისმიერი სერვისის, თუნდაც კომუნალურის, გადასახდელად.

იაპონიის ბანკის (ეროვნული ბანკი და ქვეყანაში ფინანსური ბაზრების მარეგულირებელი)  მიერ კრიპტოვალუტები, განსაკუთრებით სტეიბლკოინები, განიხილება ნაღდი ფულისგან,როგორც გადახდის დომინანტური და ყველაზე ძვირადღირებული ფორმისგან, ქვეყნის ზედმეტი  დამოკიდებულების პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტად.  შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ისეთ ტექნოლოგიურად განვითარებულ ქვეყანაში, როგორიცაა იაპონია, ანგარიშსწორებისთვის ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი მაინც ნაღდი ფულია. Japan Times-მა გამოთვალა, რომ 2019 წლის განმავლობაში გადახდების მხოლოდ 27% იყო უნაღდო, დანარჩენი კი ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენებით განხორციელდა. კორონავირუსის პანდემიამ და contactless –გადახდების უფრო ფართო მიღებამ გამოიწვია ონლაინ შესყიდვების შესამჩნევი ზრდა და საბოლოოდ  ამ ბალანსის  უნაღდო გადახდებისკენ,მათ შორის კრიპტოვალუტების გამოყენებით, გადახრა დაიწყო.

იაპონიაში 30-ზე მეტი კრიპტოვალუტის ბირჟაა. ისინი ძირითადად არ დებენ ფსონს აქტივების დიდ რაოდენობაზე, არამედ  სთავაზობენ მხოლოდ 12-15 ყველაზე პოპულარულ მონეტას, რომლებიც იენთან  წყვილებში ვაჭრობენ. მათ შორის ბიტკოინი კვლავაც ყველაზე პოპულარული აქტივია.

2018 წლიდან იაპონიის ბანკმა  სტეიბლკოინების ბაზრის, და ასევე  სხვა ქვეყნების CBDC (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა) პროექტების შესწავლა დაიწყო. ამან განაპირობა საკუთარი CBDC–ის, ციფრული იენის გამოშვების გეგმები. 2020 წელს შეიქმნა roadmap  და  ჩამოყალიბდა პროექტის სამუშაო ჯგუფი. ცოტა ადრე  ნორმატიული აქტები გადაიხედა, მათ შორის კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულები, კერძოდ კი, კანონი „გადახდის სერვისების შესახებ“ და „ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ“. 

2021 წლიდან ციფრული ფული  იაპონიაში ლეგალურად გამოიყენება, მაგრამ არა როგორც გადახდის საშუალება, არამედ როგორც ციფრული ფინანსური აქტივი. თუმცა, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ისინი განისაზღვრებიან როგორც კრიპტო აქტივები (crypto asset) და აქვთ შემდეგი მახასიათებლები:

• გამოიყენება როგორც გადახდის საშუალება;

• შეიძლება მათი ფიატურ ვალუტაში თავისუფლად გადაცვლა (მაგ. იაპონური იენაში, აშშ დოლარში);

• ჩაწერილია ელექტრონული ფორმით  გადაცემის უფლებით;

• არ არის ფიატური ვალუტა ან ეროვნულ ფულად ერთეულში  დენომინირებული აქტივები.

ფაქტობრივად,იაპონიაში ახლა ბიტკოინი, ეთერეუმი და სხვა კრიპტოვალუტები   crypto asset–ის  განმარტებას ექვემდებარება.

იაპონიაში ანონიმური კრიპტოვალუტების მდგომარეობა ცოტა რთულია.  რამდენიმე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი  თავიანთ გარიგებებში Monero–ს, Zcash–ის და Dash-ის  გამოყენებაში ამხილეს. შედეგად, 2018 წლის 18 ივნისს FSA-მ (იაპონიის ფინანსური სერვისების მარეგულირებელმა)  ანონიმური მონეტებით ვაჭრობის სრული აკრძალვის შემოღების თაობაზე გამოაცხადა.  ამის შემდეგ ყველა იაპონურმა ბირჟამ Monero, Dash, Augur და Zcash თავისი პლატფორმებიდან ამოიღო.

2022 წლის 23 ნოემბერს იაპონიის ბანკმა დაანონსა  ეროვნული ციფრული ვალუტის (CBDC) ტესტირების საპილოტე პროექტის პირველი ეტაპის   2023 წლის გაზაფხულზე  განხორციელება.

იაპონიაში კრიპტოვალუტით გადახდა თითქმის ყველგანაა შესაძლებელი. ყველაზე პოპულარული  ბიტკოინი და ეთერეუმი რჩება. მათ გადახდის საშუალების სახით   ვენდინგის აპარატებიც კი იღებენ. ეს ჯერ კიდევ არ არის ეკონომიკისა და საქონლის/მომსახურების სფეროს 100%–იანი დაფარვა, მაგრამ ცალკეულ  ქვეყანაში იდეის crypto mass adoption  რეალიზებასთან მაქსიმალურად მიახლოვების მაგალითია.