Loopring არის ღია საწყისი კოდის მქონე პროტოკოლი, რომელიც განლაგებულია Ethereum-ის თავზე, zk-rollup-ის ბაზაზე (Layer 2 ბლოკჩეინის ერთ-ერთი სახეობა). მისი გამოყენება შესაძლებელია დეცენტრალიზებული კრიპტობირჟების შესაქმნელად.
Loopring-ის პროტოკოლი შედგება სმარტ კონტრაქტებისა და სქემების ნაკრებისგან, რომლებიც უსაფრთხო, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე დაცული DeFi აპლიკაციების შესაქმნელად აუცილებელ ნაბიჯებს აღწერს.
მასზე დაფუძნებულ აპლიკაციებს წამში 2025-მდე ტრანზაქციის დამუშავება გაზის გადასახადის გარეშე შეუძლია, მათი უსაფრთხოება კი Ethereum-ის ბლოკჩეინითაა მხარდაჭერილი.
ვინაიდან პროტოკოლი დაფუძნებულია zk-rollup-ზე, ოპერაციების უმეტესობას (ტრანზაქციის ანგარიშსწორება, გაცვლა, გადარიცხვები) ის Ethereum-ის ბლოკჩეინის გარეთ, ტრანზაქციების პაკეტური დამუშავების მეშვეობით ასრულებს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების საკომისიოს და ზრდის მასშტაბირებას.
Loopring-ის იდეა არის ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ბირჟების უპირატესობების გაერთიანება, ორივეს უარყოფითი მხარეების აღმოფხვრით. ამიტომ, ლიკვიდობის გასაზრდელად, სხვადასხვა ციფრული აქტივის მრავალი საბირჟო შეკვეთა ერთმანეთს "შეკვეთის რგოლშია“ დარდება.
ტოკენი LRC
LRC არის Loopring-ის ნატიური ტოკენი. ის ახდენს მომხმარებლების სტიმულირებას, რომ მათ Layer2 გადაწყვეტილებს დაუჭირონ მხარი. მას ასევე იყენებენ ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად, ხმის უფლებისა და პროტოკოლის დაზღვევისთვის. LRC-ის ლისტინგი 2017 წელს ტოკენების პირველადი შეთავაზების (ICO) მეშვეობით მოხდა.
Loopring-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 503,6 მილიონ დოლარის შეადგენს. მიმოქცევაში 1,3 მილიარდი ტოკენია. მაქსიმალური მიწოდება 1 374 513 896 LRC-ით არის შეზღუდული.
ტოკენების გამოშვება ხდება წინასწარ დაპროგრამებული სმარტ კონტრაქტების მიხედვით, რომლებიც Loopring-ის პროტოკოლს უდევს საფუძვლად. LRC-ები ნაწილდება შემდეგნაირად:
- 80%-ს იღებენ ლიკვიდობის მომწოდებლები, საიდანაც 50%-ს მიდის მათთან, ვინც LRC ტოკენის ლიკვიდობას უზრუნველყოფს.
- 10% გათვალისწინებულია მომხმარებლებისთვის, რომლებიც აკეთებენ შენატანებს პროტოკოლის სადაზღვევო ფონდში;
- 10% განკუთვნილია DAO საზოგადოებისთვის, რომელიც წყვეტს, როგორ გამოიყენოს ეს თანხა პროტოკოლის სასარგებლოდ მომავალში.
LRC ტოკენის განაწილების ინფოგრაფიკა. წყარო: Loopring-ის ბლოგი Medium-ის პორტალზე.
ვინ შექმნა Loopring
Loopring Foundation-ის დამფუძნებელი, რომელიც პასუხისმგებელია Loopring-ის პროტოკოლის შემუშავებაზე, არის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი და მეწარმე დანიელ ვანი, რომელიც წარმოშობით შანხაიდან არის. მანამდე ის მუშაობდა მმართველ პოზიციებზე მსხვილ კომპანიებში, როგორიცაა Google, Boston Scientific (სამედიცინო აღჭურვილობა), JD.com (ელექტრონული ვაჭრობა).
დანიელ ვანი ასევე არის ისეთი პროექტების დამფუძნებელი, როგორიცაა Yunrang Information Technology და Coinport Technology.
როგორ მუშაობს Loopring
Loopring-ის მამოძრავებელი არის რეტრანსლატორი, ან ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია სერვერის სისტემაზე, რომელიც უკავშირდება პროტოკოლს zk-rollup-ის ასამოქმედებლად. რეტრანსლატორის მეშვეობით ხდება მერკლის ხის სტრუქტურაში მოთავსებული ჰეშ მონაცემების განლაგება და განახლება, იქმნება ბლოკები, რომელთა ავთენტურობა დასტურდება zk-SNARK-ის სახეობის ნულოვანი ცოდნის მტკიცებულების მეშვეობით და მიმდინარეობს სხვა პროცესები.
ინსტრუმენტს არ აქვს წვდომა მომხმარებლის სახსრებზე, რაც Loopring-ის პროტოკოლში თავიდანვე იყო ჩადებული. გარდა ამისა, პროტოკოლი და რეტრანსლატორი დამოუკიდებელი პროდუქტებია. ეს ნიშნავს, რომ დეველოპერებს შეუძლიათ, გამოიყენონ თავიანთი სასერვერო ნაწილი Loopring-ისა და მასზე დაფუძნებული საკუთარი პროდუქტების ასამოქმედებლად.
DEX Loopring
რეტრანსლატორის მიერ მართული პროტოკოლის საფუძველზე, ამოქმედდა მისი საკუთარი დეცენტრალიზებული ბირჟა, სახელწოდებით Loopring Layer2. ეს არის აპლიკაცია, რომელიც ასრულებს ავტომატიზებული მარკეტმეიკერის, შეკვეთების წიგნისა და გადახდის პლატფორმის ფუნქციას, რომელიც არ არის დაკავშირებული სახსრების შენახვასთან. როგორც პროექტის ვებგვერდზეა აღნიშნული, არ აქვს მნიშვნელობა, საათში ერტხე; კრიპტოვალუტურ ერთ წყვილს ცვლით, თუ წუთში 30 ტრანზაქციას ახორციელებთ, ვაჭრობა ყოველთვის სწრაფი, უსაფრთხო და გაზის გადასახადისგან თავისუფალი იქნება.