რა არის MediBloc (MED) ? პროექტის მიმოხილვა

icon MED
ფოტო - რა არის MediBloc (MED) ? პროექტის მიმოხილვა
MediBloc (MED) სამედიცინო პლატფორმა MediBloc-ის ნატიური ტოკენია. ის ეკონომიკური ეკოსისტემის საფუძველია და პროექტის განვითარებაში მომხმარებლების მონაწილეობას ახალისებს.

პროექტის მისია

MediBloc პაციენტზე ორიენტირებული პერსონალური ჯანდაცვის ეკოსისტემაა. მისი მიზანია,  უზრუნველყოს სამედიცინო მონაცემებისა და ინდივიდუალური კონფიდენციალურობის მაქსიმალური დაცვა. MediBloc-ის საშუალებით, პაციენტებს აქვთ სრული კონტროლი საკუთარ დოკუმენტაციაზე და შეუძლიათ გამოიყენონ ის მათი პირადი საჭიროებების მიხედვით.
MediBloc (MED) - პერსონალური ჯანდაცვის საინფორმაციო ეკოსისტემა, რომელიც ბლოკჩეინზეა აგებული  წყარო: twitter.com/_medibloc

MediBloc (MED) - პერსონალური ჯანდაცვის საინფორმაციო ეკოსისტემა, რომელიც ბლოკჩეინზეა აგებული წყარო: twitter.com/_medibloc

MediBloc-ის შემქმნელები არიან ალენ ვუკიუნ ჰო (სტომატოლოგი, ქირურგი, წარსულში Galaxy-ის ყოფილი წამყვანი პროგრამისტ-ინჟინერი) და იუნსოლ ლი (რადიოლოგი, ბიოსამედიცინო ინფორმატიკის სპეციალისტი). პლატფორმა MediBloc დაფუძნებულია Panacea-ს ბლოკჩეინზე. ის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში მიღებულ ფრაგმენტულ სამედიცინო მონაცემებს აერთიანებს. ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენება გარე სერვისები - Dr.palette (EHR) და Medipass (PHR):

  • EHR არის პროგრამული უზრუნველყოფა ელექტრონული სამედიცინო ბარათებისთვის, რომლებთანაც კლინიკის პერსონალი მუშაობს;
  • PHR არის გადაწყვეტილება პაციენტებისთვის, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის შეგროვება ე.წ. სიცოცხლის ჟურნალისთვის, მათი მართვა და სამედიცინო დაწესებულებებში გადაცემა. 
პროექტ MED-ის სტრუქტურა   წყარო: medibloc.com

პროექტ MED-ის სტრუქტურა წყარო: medibloc.com

MediBloc მომხმარებლებს სერვისის უსაფრთხოებისა და საიმედოობის გარანტიას იძლევა. მონაცემები უშუალოდ ბლოკჩეინში არ იწერება. მთელი ინფორმაცია ინახება მხოლოდ საბოლოო მომხმარებლებთან, იშიფრება და გადაეცემა ცალკეული დაცული არხების მეშვეობით. ამ მიდგომას მონაცემთა გაჟონვის რისკი მინიმუმამდე დაჰყავს.
 
პლატფორმა MediBloc-ის პოტენციური მომხმარებლები არიან პაციენტები, სამედიცინო მუშაკები, კლინიკები და ლაბორატორიები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიები. დეველოპერები კლიენტების აქტივობას ასტიმულირებენ და ჯილდოს სახით ტოკენ MediBloc-ებს (MED) ურიცხავენ.

რა უნდა ვიცოდეთ ტოკენ MediBloc-ის (MED) შესახებ

ტოკენი MediBloc (MED) წყარო: medibloc.com

ტოკენი MediBloc (MED) წყარო: medibloc.com

დანიშნულება

MediBloc (MED) პლატფორმა MediBloc-ის ნატიური QRC 20 ტოკენი, რომელიც მომხმარებლის აქტივობის სტიმულირებისთვის გამოიყენება. 

ასევე, ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ პასიური შემოსავალი სტეიკინგის მეშვეობით. პროექტის შემქმნელები სთავაზობენ მათ, წვლილი შეიტანონ Panacea-ს ბლოკების გენერირებაში და ბონუსების სახით, რეალური დროის რეჟიმში, MediBloc (MED) მიიღონ.

ემისია, განაწილება

ტოკენ MediBloc-ების (MED) ემისია შეზღუდული არ არის. მიმოქცევაში არსებული ფაქტობრივი მარაგი ამჟამად 6 908 642 520 MED-ს (Coinmarketcap) შეადგენს.  

ბაზარზე არსებული აქტუალური მდგომარეობა

Coinmarketcap-ის მონაცემებით, სტატიის მომზადების მომენტში, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით MediBloc (MED) ვირტუალური ვალუტების რეიტინგში #242 ადგილს იკავებს. მონეტა $0,017-ად ივაჭრება. აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია $117 585 879-ს აღწევს, ხოლო ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა -  $4 414 317-ს.