MonkeyLeague: სტრატეგიული Web3 ფეხბურთი

icon FOR
ფოტო - MonkeyLeague: სტრატეგიული Web3 ფეხბურთი
MonkeyLeague ფეხბურთის მატჩების, სტრატეგიების, კიბერსპორტული ტურნირებისა და მაიმუნების მოყვარულებისთვის შექმნილი ბლოკჩეინ-თამაშია. როგორ შევქმნათ ეფექტური გუნდი, რა მახასიათებლები აქვთ MonkeyPlayers-ებს, როგორ გამოვიმუშაოთ თამაშში ფული?
MonkeyLeague ეტაპობრივი საფეხბურთო "სტრატეგიაა", რომელიც ბლოკჩეინ Solana-სა და Game OS-ის პლატფორმაზე ამოქმედდა. ის კომპანია UnCaged Studios-მა შექმნა, რომელიც Web3-თამაშების შემუშავებითაა დაკავებული. 

2021 წელს, პირველადი დაფინანსების ფარგლებში, MonkeyLeague-მა 4 მილიონი დოლარი მოაგროვა. მთავარ ინვესტორები Solana Capital, Alameda Research, NFX, CMS Holdings და სხვა ვენჩურული ფონდები გახდნენ. 2022 წელს სახსრების მოზიდვის პირველი რაუნდი დასრულდა, პროექტს მხარი Griffin Gaming Partners-მა, Vgames-მა, Ventures Israel-მა და სხვებმა დაუჭირეს. 

MonkeyLeague-ის პერსონაჟები უნიკალური და განუმეორებელი NFT მაიმუნები არიან, რომელთა შეძენა მარკეტფლეისებში Magic Eden, Solanart და Solsea არის შესაძლებელი. არაჩანაცვლებადი ტოკენების სახით ასევე სტადიონებია წარმოდგენილი, რომლებიც coming soon დანერგვის სტადიაშია.

თამაშის შიდა ტოკენი არის MonkeyBucks, რომელიც ახალი მაიმუნების გასამრავლებლად და MonkeyLeague-ის ეკოსისტემის შესანარჩუნებლადაა აუცილებელი. მონეტებით კრიპტოვალუტის ბირჟებზე  Bybit, Raydium, Gate.io, Prism, Mexc Global-ზე ვაჭრობენ. ტოკენ MBS-ების გამომუშავება საფეხბურთო შეჯიბრებებში გამარჯვებით არის შესაძლებელი.

MonkeyLeague-ს საკუთარი დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია (DAO) აქვს, ამიტომ პროექტს ასევე გააჩნია მმართველობის ტოკენი, სახელწოდებით SCORE. ის ხმის მიცემაში მონაწილეობის მისაღებად არის აუცილებელი, რომლის შედეგები თამაშის განვითარებაზე ახდენს გავლენას. ასევე ის სხვა პრივილეგიების მისაღებად არის საჭირო. ტოკენი SCORE MBS-ის ადრეული მფლობელებისთვის არის ხელმისაწვდომი.

როგორ ვითამაშოთ MonkeyLeague

მოვლენები სტადიონზე ვითარდება, სადაც მომხმარებლები ფეხბურთს თამაშობენ და ამისთვის წინასწარ სამი ან მეტი მაიმუნისგან შემდგარ გუნდს აყალიბებენ. თქვენი ამოცანაა, მოწინააღმდეგე დაამარცხოთ, საერთო რეიტინგში უფრო მაღალი ადგილი დაიკავოთ, ტოკენი MBS გამოიმუშაოთ და მაიმუნების გასაუმჯობესებლად თამაშის შიგნით არსებული ნივთები მიიღოთ. 

თამაშის სულ სამი რეჟიმია გათვალისწინებული: 

  • Player vs Environment. ჩაშენებული ბოტის წინააღმდეგ თამაში, რაც დამწყებებს უნარების სრულყოფისა და სტრატეგიების ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს.
  • Player vs Player. შეჯიბრი სხვადასხვა მოთამაშეების გუნდებს შორის.
  • Team vs Team. მატჩი ორ გუნდს შორის, რომელთაგან თითოეულში რამდენიმე სხვადასხვა მომხმარებელია.

მომავალში, როდესაც სტადიონის ყიდვის ფუნქცია გაჩნდება, ადამიანი, რომელიც ამ NFT-მიწის ნაკვეთის მფლობელი გახდება, შეძლებს სხვადასხვა მოთამაშეებს ის მატჩების ჩასატარებლად მიაქირაოს და ამისთვის საკომისიო მიიღოს. თამაშში კიდევ ერთი პასიური შემოსავალია, რომელიც საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობას არ გულისხმობს. ეს მაიმუნების მოშენებაა. ამისთვის განსაკუთრებული, მომგებიანი მახასიათებლების მქონე NFT-ების მოძებნაა საჭირო, რათა ძლიერი MonkeyPlayers მიიღოთ და სხვა მომხმარებლებს მიჰყიდოთ.

NFT-მაიმუნების მახასიათებლები

თითოეული ფეხბურთელი 32 მახასიათებლის მქონე გენეტიკური ნაკრებით გამოირჩევა, რომლებიც გარეგნობად, სათამაშო უნარებად და პრივილეგიებად იყოფა. NFT-ის უნიკალურობა რანჟირებას "ჩვეულებრივზე", "იშვიათზე", "ეპიკურზე" და "ლეგენდარულზე" ახდენს. 

გარეგნობა
მახასიათებლების ამ სახეობებზე პასუხმგებელია მაჩვენებელი სახელწოდებით Alfa. რაც უფრო მაღალია მისი მნიშვნელობა, მით უფრო უნიკალურია მაიმუნი. პერსონაჟის გარეგნობის თავისებურებები მის შთამომავლებს გადაეცემა. Alfa ასევე მოედანზე მაიმუნის მიერ სხვადასხვა ილეთის შესრულებაზე მოქმედებს.

უნარები
არსებობს 4 ტიპის უნარები: სიზუსტე, პასი, კონტროლი და დაცვა. ყველა ახალ ფეხბურთელს ამ მახასიათებლების საწყისი დონე  და თამაშის დროს მათი განვითარების მაქსიმალური ზღვარი აქვს. უნარების გაუმჯობესება მატჩების მოგებითა და თამაშის შიდა რესურსების გამოყენების გზით NFT-ების განახლებით არის შესაძლებელი, რომლებიც ჯერ შემუშავების სტადიაშია.  

პრივილეგიები
თამაშში ფეხბურთის მოედანზე მყოფი სხვადასხვა ტიპის მოთამაშეებისთვის 12 პრივილეგია არსებობს. ისინი თავდამცველებად, თავდამსხმელებად, ნახევარმცველებად და მეკარეებად იყოფა. გამოდის, თითოეულ ამ მაიმუნს 3 პრივილეგია აქვს. ისინი შესაბამის ზონებში აქტიურდება და მოთამაშეს სვლის განხორციელების საშუალებას აძლევს.

გუნდის შედგენისას, ყველა ეს მახასიათებელი ყურადღებით გაანალიზეთ, რათა გამარჯვების მეტი შანსი გქონდეთ.
NFT-მაიმუნები მარკეტფლეის Magic Eden-ში

NFT-მაიმუნები მარკეტფლეის Magic Eden-ში

როგორ შევქმნათ გუნდი MonkeyLeague-ში

თამაშის შემქმნელების რეკომენდაციით, დაწყება 3 NFT-მაიმუნის (თავდამსხმელი, ნახევარმცველი და მეკარე) შეძენით ჯობია, რომლებსაც Alfa-ს მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამის შემდეგ უკვე მოშენება და ახლი მოთამაშეების მიღებაა შესაძლებელი, რომლებიც შეგიძლიათ, გუნდში დაამატოთ ან სათადარიგოთა სკამზე დატოვოთ ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ზოგიერთი მაიმუნი HP-ს (ჯანმრთელობას) დაკარგავს. რაც უფრო მეტი პოტენციური გუნდის შექმნას შეძლებთ, მით უკეთესი იქნება თქვენი სათამაშო გამოცდილება MonkeyLeague-ში. ამგვარად, თქვენ შეძლებთ, გაიგოთ, რომელი მახასიათებლები მუშაობს უკეთ სხვადასხვა პირობებში და წარმატებული გუნდის შექმნის შესაძლებლობა გაგიჩნდებათ.

როგორ მოვაშენოთ თამაშში მაიმუნები

ამისათვის დაგჭირდებათ ორი NFT-მაიმუნი, რომლებსაც ნათესაური კავშირი არ აქვს და გამრავლების სპეციალური კაფსული, რომლის შეძენა მარკეტფლეისშია შესაძლებელი.

თითოეულ მოთამაშეს შთამომავლობის შექმნა მხოლოდ 4-ჯერ შეუძლია. პირველი მოშენება უფასოა, შემდეგ ამ ფუნქციის საფასურის გადახდა ტოკენ MBS-ით მოგიწევთ. მეორედ გამრავლება მომხმარებელს მეორად ბაზრებზე ჩვეულებრივი მაიმუნების (გამონაკლისი ყველაზე ძვირი მაიმუნებია) საშუალო გასაყიდი ფასის 25% დაუჯდება. მესამედ და მეოთხედ - საშუალო გასაყიდი ფასის 80% და 200% შესაბამისად.

შემოსავლის დამატებითი წყარო MonkeyLeague-ის მოთამაშეებისთვის

თამაშის გარდა, ფულის გამომუშავება Discord-ზე მიმდინარე, ყოველკვირეულ ღონისძიებაში MonkeyLeague Learn & Earn შეგიძლიათ. ინიციატივა მათთვისაა შექმნილი, ვისაც ფეხბურთის ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული, ვინც საკუთარი სტრატეგიის შემუშავება მოასწრო და თამაშის შიგნით არსებული ურთიერთკავშირების დადგენა შეძლო. 

ვიქტორინა „ისწავლე და გამოიმუშავე“ სხვადასხვა სირთულის 10 კითხვას მოიცავს, რომლებზე პასუხის გაცემითაც მოთამაშეები ქულებს იღებენ. იმისათვის, რომ გამარჯვებული გახდეთ და ფულადი პრიზი მიიღოთ, 17-ქულიდან, სულ მცირე, 10 უნდა დააგროვოთ. პირველი სამი ლიდერი მეტ წახალისებას იღებს. სულ პირველი საპრიზო ფონდი $15,000-ს შეადგენდა. საზოგადოების ზრდასთან ერთად, ისიც გაიზრდება. 

გარდა ამისა, ყოველი თვის ბოლოს 50 მონაწილეს შორის NFT-მაიმუნი თამაშდება. 

ჩვენი მიმოხილვის დასასრულს, გვინდა გაგიზიაროთ თამაშის დამფუძნებლების აზრი იმის შესახებ, თუ რა არის MonkeyLeague-ში წარმატების საწინდარი. მთავარია გააზრებული სტრატეგია, მოედანზე ნებისმიერი მოთამაშის გამოყენებისა და მრავალფეროვანი გუნდის შექმნის უნარი.