P2P და OTC შეთანხმებები: ვაჭრობის ნიუანსები, რომლებიც უნდა იცოდეთ

ფოტო - P2P და OTC შეთანხმებები: ვაჭრობის ნიუანსები, რომლებიც უნდა იცოდეთ
P2P და OTC გარიგებები სულ უფრო პოპულარული ხდება. იზრდება როგორც მომხმარებელთა რიცხვი, რომლებსაც არასაბირჟო ტრანზაქციების განხორციელება სურთ, ასევე სპეციალიზებული პლატფორმების რაოდენობაც. მაგრამ, P2P და OTC ბაზრებს საკუთარი სპეციფიკა გააჩნია. ამაზე მოგვიანებით გიამბობთ.
P2P და OTC შეთანხმებები არის ყველაზე ლიკვიდური და პოპულარული კრიპტოაქტივების ფიატზე, ან სხვა აქტივებზე გაცვლის ოპერაციები შუამავლების გარეშე. გარკვეული აქტივის ხელსაყრელი კურსით გაყიდვის, ან ყიდვის შეთავაზების შექმნა და მისი P2P, ან OTC პლატფორმაზე განთავსება ნებისმიერს შეუძლია. ეს ბირჟაზე თეიკერის ორდერს ჰგავს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ორდერების წიგნი არ არსებობს, შეთავაზებებს სიის სახე აქვს და მათი დახარისხება შესაძლებელია ფილტრების მეშვეობით. მეორე მხრივ, ყოველთვის მოიძებნებიან  მომხმარებლები, რომლებიც პირობებს მისაღებად ჩათვლიან და შეთავაზებას მიიღებენ. მათ თეიკერებს უწოდებენ. P2P და OTC ოპერაციების არბიტრი და გარანტი ყოველთვის სავაჭრო პლატფორმაა.
USDT-ის UAH-ზე გაყიდვის შეთავაზებები P2P პლატფორმაზე

USDT-ის UAH-ზე გაყიდვის შეთავაზებები P2P პლატფორმაზე

განსხვავება P2P-სა და OTC-ს შორის

რა აქვთ P2P და OTC ბაზრებს საერთო? როგორც P2P, ასევე OTC გარიგებების შესრულება ღია ბაზარზე აქტივების ღირებულების არსებით ცვლილებას არ იწვევს. მაგალითად, $100 მილიონის, ან მეტი ღირებულების აქტივის ერთიანი გაყიდვა გამოიწვევს გაცვლითი კურსის საგრძნობ ვარდნას - რამდენიმე პროცენტიდან ათეულ პროცენტამდე (დამოკიდებულია საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობაზე). თუმცა, იმავე ოდენობის კრიპტოვალუტის გაყიდვა OTC პლატფორმის მეშვეობით, ბირჟებისა და ბაზრისთვის თითქმის შეუმჩნეველი დარჩება.
 
P2P შეთანხმება არის პირინგული ოპერაცია (peer-to-peer), შეთანხმება ორ ტრეიდერს შორის ღია საბირჟო ბაზრის მიღმა. ფაქტობრივად, ეს არის შეთანხმება სხვადასხვა აქტივების მფლობელებს შორის შუამავლების გარეშე. ამიტომ, მას ასევე უწოდებენ "person-to-person"-ს - ეს ყოველთვის არის თეიკერის გარიგება, რომელმაც მეიკერის შეთავაზება მიიღო. ჩვეულებრივ, P2P გარიგებებში საცალო ინვესტორები მონაწილეობენ. გარიგებების თანხა მერყეობს ასობით დოლარიდან ათობით ათას დოლარამდე ეკვივალენტში. შესაბამისად, P2P ბაზარზე შესვლის ბარიერი დაბალია და ყველასთვის ხელმისაწვდომი.
 
OTC ბაზარი არის პლატფორმა მხოლოდ ინსტიტუციონალური მოთამაშეებისა (საინვესტიციო ფონდებისთვის, ან კომპანიებისთვის) და ვეშაპებისთვის. აბრევიატურა OTC (over-the-counter) ნიშნავს - დახლის მიღმა, არასაბირჟო ვაჭრობა. აქ შესვლის ბარიერი მაღალია - $100 000-ის ეკვივალენტიდან და მეტი.

პლატფორმის როლი

P2P ან OTC შეთანხმებების პლატფორმა ჰოსტინგისა და არბიტრაჟის მომსახურებას უზრუნველყოფს. ის აერთიანებს მეიკერებსა და თეიკერებს და უზრუნველყოფს მხარდაჭერას ტრანზაქციების განხორციელებისას. თუ ერთ-ერთ მონაწილეს აქვს პრეტენზია კონტრაგენტის მიმართ, ის უგზავნის თავის საჩივარს პლატფორმას, რომელიც, როგორც არბიტრი, სიტუაციის მოსაგვარებლად ზემოქმედების ინსტრუმენტებს იყენებს.
 
მაგალითად, გაყიდვის ოპერაციის განხორციელებისას, პლატფორმა ბლოკავს კრიპტოაქტივებს, სანამ გამყიდველი არ მიიღებს თანხებს მყიდველისგან (გამყიდველის დაცვა) და არ დაადასტურებს მიღების ფაქტს. მხოლოდ ამის შემდეგ, პლატფორმა განბლოკავს აქტივებს და რიცხავს მათ მყიდველის საფულეში.
 
ჯერ კიდევ ათი წლის წინ P2P ან OTC ოპერაციები ხორციელდებოდა მხოლოდ ცალკეულ სპეციალიზებულ პლატფორმებზე, როგორიცაა ახლახან გაკოტრებული LocalBitcoins. მაგრამ, ახლა CEX ბირჟების უმეტესობამ საკუთარი ანალოგიური  პლატფორმები შექმნა. ახლა აქტივებს შეუძლია გადაადგილება სხვადასხვა ბაზრებს შორის ერთი ანგარიშის ფარგლებში, რაც  მომხმარებლებისთვის საკმაოდ მოსახერხებელია.
 
მათი სერვისებისთვის, პლატფორმები იღებენ მცირე საკომისიოს თითოეული გარიგებისგან (არაუმეტეს 1%). თუმცა, არსებობენ  პლატფორმები, როგორიცაა Bitcoin Global, რომლებიც P2P შეთანხმებებს მომხმარებელს საკომისიოს გარეშე სთავაზობენ.

P2P-ვაჭრობის ნიუანსები

ყველაზე მოსახერხებელი პირობების მქონე P2P შეთანხმების მოძიებისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ უმაღლეს კურსსა და ლიმიტებს, არამედ გადახდის ვარიანტებსაც. მაგალითად, SWIFT, SEPA ან ბანკთაშორისი გადარიცხვა შეიძლება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს. თუმცა, ადგილობრივი ბანკის არჩევა, სადაც ინვესტორს აქვს ღია ანგარიში და გადახდის ბარათი, სახსრების გადარიცხვის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. იდეალურ შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ რამდენიმე წუთის ლოდინი მოგიწევთ.
 
ბევრი რამ კეთილსინდისიერ და პასუხისმგებლიან კონტრაგენტზე არის დამოკიდებული. ამიტომ, მეიკერის არჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ მისი ანგარიშის ყველა მახასიათებელი და მაჩვენებელი:

  • ანგარიშის შექმნის დრო - რაც უფრო დიდხანს არსებობს, მით უკეთესი. უმჯობესია, ერიდოთ რამდენიმე დღის წინ შექმნილ ანგარიშებს, რომლებზეც არ ფიქსირდება გამოხმაურებები და დასრულებული ტრანზაქციები;
  • ანგარიშის სტატუსი - ვერიფიცირებულია პლატფორმის მიერ თუ არა. ანგარიშებს, რომლებსაც KYC პროცედურა არ გაუვლია, სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ. ანონიმურმა მეიკერებმა შეიძლება ერთ-ერთი თაღლითური სქემის ამოქმედება სცადონ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, თუ არ არის დადებითი გამოხმაურებები;
  • დასრულებული გარიგებების რაოდენობა და პროცენტი — რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უკეთესი. დასრულებული გარიგებების პროცენტი, რომელიც 100%-ზე მნიშვნელოვნად ნაკლებია, მიუთითებს იმაზე, რომ ანგარიშის მფლობელი გადახდის განხორციელებას თავად მის მიერ მითითებულ ვადაში ყოველთვის ვერ ასწრებს (არაპუნქტუალურია); 
  • გარიგების განხორციელების დრო — რაც უფრო ნაკლებია დრო (15-30 წუთი), მით უფრო დისციპლინირებული და პასუხისმგებლიანია კონტრაგენტი. თუ გარიგების ხანგრძლივობა 60-90 წუთს აღემატება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ანგარიშის მფლობელი არ ჩქარობს გადახდას და, შესაბამისად, თანხის მიღებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს;
  • დადებითი გამოხმაურების პროცენტი – რაც უფრო მაღალია, მით უკეთესი. ზოგჯერ შეიძლება სასარგებლო იყოს უარყოფითი გამოხმაურებების გადახედვაც იმის გასაგებად, თუ რა პრობლემები შეექმნათ სხვა მომხმარებლებს. ეს დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა გარისკვა და იგივე შეცდომების გამეორება.

OTC-ვაჭრობის ნიუანსები

OTC ხელშეკრულებების გაფორმებისას, პარტნიორის სახელსა და რეპუტაციას პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. ხშირად, ცნობადი ბრენდები გვთავაზობენ უფრო დაბალ კურსს, რითაც უფრო მეტ გარიგებას ხურავენ, ვიდრე ნაკლებად ცნობილი, მაღალი კურსების მქონე ინსტიტუტები. სწორედ ამ ბაზარზე იდეალურად მუშაობს წესი: ჯერ შენ მუშაობ რეპუტაციაზე, მერე კი რეპუტაცია მუშაობს შენზე.
 
თითქმის ყველა მსხვილმა CEX ბირჟამ (Binance, OKX, Huobi და ა.შ.) შექმნა OTC პლატფორმები, ცდილობს მოიზიდოს ვეშაპები და შეიანარჩუნოს მათი ლოიალობა. კრიპტობირჟები იზიდავენ VIP კლიენტებს თავისი სერვისით, სადაც ყველაზე აქტიური და ლოიალური კლიენტები სადღეღამისო მხარდაჭერასა და ანგარიშის პერსონალური მენეჯერის მომსახურებას იღებენ.
უპირატესობები, რომლებითაც CEX ბირჟები ინვესტორებს იზიდავენ და მათ OTC პლატფორმაზე გაწევრიანებისკენ მოუწოდებენ

უპირატესობები, რომლებითაც CEX ბირჟები ინვესტორებს იზიდავენ და მათ OTC პლატფორმაზე გაწევრიანებისკენ მოუწოდებენ

დასკვნა

P2P ან OTC შეთანხმების განხორციელება ცნობადი და კარგი რეპუტაციის მქონე მოთამაშეების სპეციალიზებული პლატფორმების მეშვეობით, წარმატებული ოპერაციებისა და კრიპტოინვესტორთა სიმშვიდის გარანტიაა. პლატფორმა, რომელიც მოქმედებს, როგორც გარანტი და არბიტრი, დაინტერესებულია პრობლემური სიტუაციები გადაჭრას ყველა მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების  პოვნით, რათა შეინარჩუნოს თავისი რეპუტაცია მაღალ დონეზე.

ხოლო, ნაცნობის რჩევით ან რეკომენდაციით, OTC ოპერაციის განხორციელება რომელიმე no name ჰეჯ-ფონდის მეშვეობით, რომელიც არ მუშაობს OTC პლატფორმებთან, შეიძლება შეიცავდეს არსებით საფრთხესა და რისკებს ინვესტორთა აქტივებისთვის, ან "ბინძური" კრიპტოს შეძენით დასრულდეს.