Pepe the Frog: ბაყაყი, რომლის კონტროლი შეუძლებელია

icon ONE
icon PEPE
ფოტო - Pepe the Frog: ბაყაყი, რომლის კონტროლი შეუძლებელია
როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ მიმები თანამედროვე კულტურის განუყოფელი ნაწილია. მიმფაბრიკები ნებისმიერ საბაბს იყენებენ და დაუღალავად მუშაობენ. მრავალ სასაცილო სურათს შორის არის ჭეშმარიტად მარადიული შედევრები, რომელთაგან ერთ-ერთი ბაყაყი პეპეა.
Pepe the Frog — პერსონაჟია, რომელიც ბევრ პოპულარულ მიმსა და NFT კოლექციაზე უფრო ხანდაზმულია. მალე ლეგენდარული ანთროპომორფული ბაყაყი 25 წლის გახდება! პირველად ის მხატვრის, მეტ ფიურის კომიქსებში "Boy's Club" გამოჩნდა.

პეპე — კომიქსების გმირი

წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea

"Boy's Club“ იდეა ფიურის 2005 წელს დაებადა, 2006 წელს კი პირველი ბეჭდური გამოცემა გამოვიდა. ეს არის თინეიჯერი მონსტრების - პეპეს, ბრეტის, ლენდვულფის და ენდის  ისტორია. როგორც თავად მეტმა 2010 წელს ინტერნეტ მიმების პლატფორმა knowyourmeme.com-თან ინტერვიუში განაცხადა, პერსონაჟების პროტოტიპები თავად ის და მისი ბიძაშვილი გახდნენ:
ჩვენ ერთად დავდიოდით დაწყებით სკოლაში, დავდიოდით საზოგადოებრივ ტუალეტში, მან შარვალი ჩაიწია, რომ მოეშარდა, მე კი ვფიქრობდი, რომ ეს სასაცილო იყო, რადგან ის ხომ ამას საჯაროდ აკეთებდა, მაგრამ იცით, ჩვენ პატარა ბავშვები ვიყავით
ეპიზოდი, რომელშიც ბაყაყი შარვალს იწევს და შარდავს, კომენტარით "Feels good man", 2008 წელს ანონიმურ იმიჯბორდზე 4chan.org გახდა პოპულარული და მას შემდეგ დაიწყო ბაყაყი პეპეს, როგორც მიმის ახალი ეპოქა.

პეპე — ინტერნეტ მიმი

წყარო: rarepepes.com

წყარო: rarepepes.com

2009 წელს, კმაყოფილი ბაყაყის სხვადასხვა ვერსიის გავრცელების შემდეგ, გამოჩნდა პეპეს ბევრი ჩვენგანისთვის უფრო ნაცნობი ვერსია - "Feels bad man". მას თემატურ ფორუმებზე აქტიურად იყენებდნენ 4chan.org-ის წევრები და ბოდიბილდერები. ასევე სოციალურ ქსელებში პერსონაჟის პროფილები გამოჩნდა, ხოლო მათ პოპულარიზაციას ხელი შეუწყვეს ვარსკვლავებმა, მათ შორის, კეტი პერიმ და ნიკი მინაჟმა, რომლებშიც ამის შესახებ ბლოგებში პოსტავდნენ.
წყარო: Reddit

წყარო: Reddit

დიდი ხნის განმავლობაში Pepe the Frog აბსოლუტურად უწყინარი იყო და ინტერნეტის მომხმარებლების წინაშე ჩნდებოდა ყველაზე მოულოდნელი იმიჯით - კლასიკური ბაყაყიდან მონა ლიზამდე. 2015 წელს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პერსონაჟი დონალდ ტრამპად მისივე ტვიტერში გარდაიქმნა.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

მიმებმა, რომლებზეც პეპე ტრამპის სახით იყო გამოსახული, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. თუმცა, ამას მეორე მხარეც ჰქონდა - პუბლიკაცია გამოცემაში The Daily Beast "- როგორ იქცა ბაყაყი პეპე ტრამპის ნაცისტ  მხარდამჭერად და ალტერნატიული მემარჯვენეების სიმბოლოდ“. "თეთრი ნაციონალისტური სიმბოლოსა" და "თეთრი მიმის - უზენაესობის მხარდამჭერის" თემა აიტაცა ბევრმა საინფორმაციო პლატფორმამ, რომელთა შორის იყო CNN და The Hill.

ცეცხლზე ნავთი ჰილარი კლინტონმა დაასხა, რომელმაც წინასაარჩევნო რბოლის დროს გამოაქვეყნა სტატია "დონალდ ტრამპი, ბაყაყი პეპე და თეთრი რასის -ის მომხმარებლებსა და დამოუკიდებელ  მედიას უკვირდა მიმის არსის ვერგაუზენაესობის მომხრეები: განმარტებითი ბარათი“. მასში ბაყაყი პეპე გამოყვანილია  ავისმომასწავებელ ნაცისტურ სიმბოლოდ, რამაც ფართო საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ტრამპის მგზნებარე ოპონენტებისთვის მიმის პერსონაჟი ლამის გლობალურ ბოროტებად იქცა, Redditგება. ისინი აცხადებდნენ, რომ პეპეს პოლიტიკური კუთვნილება არ გააჩნდა.

ფიურიც არ გამდგარა გვერდზე და დაარწმუნა აუდიტორია, რომ რასისტული მიმის შექმნასთან საერთო არაფერი აქვს. მან ხაზი გაუსვა, რომ არ შეუძლია ქსელში პერსონაჟის ცხოვრების გაკონტროლება, თუმცა ქმნიდა მას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის, ერთიანობისა და მხიარულების განსასახიერებლად. სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მხატვარს მხარი დაუჭირა პეპეს კომიქსების გამომცემელმა Fantagraphics:
შემოქმედიც და ასევე მისი შემოქმედების ნაყოფი უარყოფენ ნიჰილიზმს, რომელიც პეპეს მიმთვისებელ ალტერნატიულ მემარჯვენეებს კვებავს და ჩვენ ყველანი Fantagraphics-იდან მოგიწოდებთ, დაგვეხმაროთ პეპეს, როგორც პოზიტივისა და ერთიანობის სიმბოლოს დაბრუნებაში
ანტიდიფამაციურ ლიგასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ფიურიმ წამოიწყო სოციალური კამპანია #SavePepe. ორგანიზატორების აზრით, Pepe the Frog-ის პოზიტიური გამოსახულებების გავრცელება მემარჯვენეების ხელიდან პერსონაჟის გამოგლეჯას უნდა დახმარებოდა. 2017 წელს მსგავსი ისტორია მოხდა საფრანგეთშიც, სადაც პეპე ხშირად ხდებოდა მარი ლე პენისა და ფრანგი ნაციონალისტების მხარდამჭერი პუბლიკაციების გმირი.

პეპე — NFT

შელახული რეპუტაციის მიუხედავად, Pepe the Frog-ის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. ინტერნეტ მიმების კატეგორიიდან ის Web3-ში გადავიდა და counterparty.io-ის პლატფორმაზე არაჩანაცვლებად ტოკენად იქცა. Rare Pepes-ის პროექტის პირველი NFT-ები Bitcoin-ის ბლოკჩეინზე 2016 წელს გამოჩნდა, რაც წინ უსწრებდა კრიპტოპანკებისა და კრიპტოკნუტების გამოჩენას Ethereum-ის ბაზაზე. 

პეპე-NFT-ებმა ააფეთქეს ქსელი პერსონაჟის მრავალფეროვნებითა და ტრადიციული ქარიზმით. rarepepes.com-ის კოლექციებში შეგიძლიათ იპოვოთ, როგორც ციფრული ხელოვნების ასობით, ან ათასობით გამოშვებული გავრცელებული ნიმუშები, ასევე უნიკალური პროექტები ერთ ეგზემპლარად. ერთ-ერთი მათგანი, უნიკალური პეპენოპულოსი, Sotheby's-ის აუქციონზე 3,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

წყარო: rarepepes.com

წყარო: rarepepes.com

ბაყაყის მიერ Web3-ის დაპყრობა ამით არ შემოიფარგლა. კრიპტოგრაფიულ პროდუქტად პეპეს მონაწილეობით, იქცა საფულე rarepepewallet.com. ის შემუშავდა counterparty.io-ის მომხმარებლებისთვის, რომლებიც NFT Rare Pepe-თი ვაჭრობენ და Pepe Cash ტოკენს იყენებენ. ეს პეპესფეროს  დამოუკიდებელი ვირტუალური ვალუტა, რომელიც სავაჭრო საკომისიოს გადახდებისთვის არის განკუთვნილი და სათამაშო  პროექტებშია ინტეგრირებული.

პეპეს ბოლო NFT ამჟამად არის FEELSGOODMAN. Bitcoin-ისა და Ethereum-ის ბლოკჩეინებზე chainsaw.fun-ის პლატფორმასთან თანამშრომლობით გამოშვებული 500 არაჩანაცვლებადი ტოკენიდან 400 დაიწვა, 99 გადაეცა PegzDAO-ს და ერთი აუქციონზე იქნა გატანილი. ის 150 ETH-ად იყიდა კოლექციონერმა ჰალსტონ ტეიერმა, რომელმაც შემდეგ ფულის დაბრუნება სასამართლოს გზით მოითხოვა. საქმე იმაშია, რომ აუქციონის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში, PegzDAO-მ უსასყიდლოდ დაარიგა 46 ზუსტად ასეთივე NFT.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter