მედია ადამიანებისთვის და ადამიანებისგან - სწორედ ასე უწოდებს თავის თავს ორიგინალური პროექტი Rug Radio. შემქმნელების თქმით, ეს არის პირველი სრულად დეცენტრალიზებული მედია პლატფორმა Web3-ში.
Rug Radio არის მედია, რომელიც ეკუთვნის როგორც მის შემქმნელ ფაროხ სარმადს და მის გუნდს, ასევე თავად მსმენელებს. პროექტთან თითოეული მონაწილის სწორედ ასეთი უშუალო კავშირის ფაქტი ხდება „სიმართლის, საკუთრებისა და საერთო მემკვიდრეობაზე გრძელვადიანი ზრუნვის“ გარანტი.
წყარო: Twitter
Rug Radio კონტენტპლატფორმაა, რომლის დეველოპერები უფრო მეტად ექსპერიმენტებს არა ფორმატით, არამედ ინსტრუმენტებით ატარებენ. საკუთარ ინტერესებთან შესაბამისი მედია სფეროს არჩევით, რომელიც აქტუალურობას არ კარგავს, მათ მაქსიმალური მდგრადობისა და ეფექტურობისთვის ის Web3-ზე გადაიტანეს.
როგორ გაჩნდა Rug Radio
ფაროხ სარმად თეჰერანი დღეს ფართოდ არის ცნობილი, როგორც ავტორიტეტული ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ადვილად უწოდოს Porsche NFT-ს ბანძი, ან გააკრიტიკოს ჯასტინ ბიბერის მიერ ნაყიდი ციფრული ხელოვნება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის NFT-ის ბუმამდე დიდი ხნით ადრე გახდა პოპულარული, როდესაც Tumblr-ზე, Instagram-სა და Clubhouse-ზე უამრავი გამომწერი მოაგროვა.
როგორც ფაროხმა Decrypt-თან ინტერვიუში განაცხადა, Clubhouse-ში NFT-ების სამყაროს შესახებ გაიმართა საბედისწერო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ლოგან პოლი, Fewocious, Greg Mike, Lady PheOnix, ThankYouX და ეკოსისტემის სხვა წამყვანი მონაწილეები. მალე მან მიიღო გადაწყვეტილება, ფოკუსირება Web3-სა და NFT-ზე მოეხდინა და სოციალურ ქსელებში კონსულტაციები მიატოვა.
Rug Radio და მისი საფუძველი RugDAO 2022 წლის იანვარში ამოქმედდა. RugDAO აჩვენებს, თუ როგორ ინარჩუნებენ ეკოსისტემის წევრები საკუთრებას გრძელვადიან პერსპექტივაში. RugDAO აკონტროლებს პროექტ RugBank-ის ბანკის მუშაობას, რომელიც მომხმარებლის დაჯილდოების პროგრამებს ახორციელებს.
ადამიანები უნდა ჯილდოვდებოდნენ იმ ღირებულების პროპორციულად, რომელსაც ისინი ქმნიან და ეს სისტემა ამის საფუძველს იძლევა, - იტყობინება rug.fm-ის ვებგვერდი.
დაჯილდოების სისტემის შემუშავებასა და ტესტირებაზე სტუდია Artemisia Artemysia-X-ის ხელმძღვანელობით მუშაობდა. ის ითვალისწინებს კონტენტის შექმნისა და მოხმარებისთვის RUG ტოკენების დარიგებას, Twitter-სა და Discord-ში მონაწილეობას, ასევე წამყვან Web-პროექტებთან კოლაბორაციას, რათა ეკოსისტემის წევრებისთვის უზრუნველყოს თეთრი სიის ადგილები, აპლიკაციების გამოწერა, უფასო მინთი, RUG-ის გაცვლა NFT-ზე და ა.შ.
RUG მიღება შესაძლებელია როგორც პლატფორმაზე აქტიურობისთვის, ასევე Genesis NFT კოლექციიდან ნივთების ფლობისთვის. ის მოიცავს სხვადასხვა იშვიათ 20 000 ციფრულ ხალიჩას, რომელთაგან თითოეული ყოველდღიურად ტოკენების გარკვეული რაოდენობის გენერირებას ახდენს. შესაძლებელია RUG-ის არა მხოლოდ დახარჯვა სხვადასხვა ბენეფიტებში, არამედ შენახვაც მმართველობით RDAO ტოკენზე სამომავლო გაცვლისთვის.
წყარო OpenSea
შეუძლია თუ არა მედიაკომპანიას Web3-ში მუშაობა?
ამჟამად Rug Radio-ს განრიგი ყველა გემოვნებაზე გათვლილ მრავალ გადაცემას მოიცავს. აქ შეგიძლიათ, იპოვოთ არა მხოლოდ NFT-ის ავტორიტეტული მიმოხილვები, ნაცნობობა მხატვრებთან და Web3-ის ლიდერებთან. ასევე, ეკოსისტემის მონაწილეებს ელის ღია მიკროფონი, ინტერვიუები მოდურ ბრენდებთან, საავტორო პროგრამები და შოუები საზოგადოებაში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის.
Rug Radio-ს შემოსავლის აქტუალური მოდელი შედგება Genesis NFT-ის როიალთისგან, კონტენტის შემქმნელთა სასპონსორო გარიგებებისა და გასაიდუმლოებული არტ-პროექტისგან, რომლადაც NFT ავატარების კოლექცია Faces of Web3 იქცა. იქნება თუ არა ასეთი ფორმატი სიცოცხლისუნარიანი? სტარტაპ გუნდს ამის გარკვევა უახლოეს მომავალში მოუწევს, როდესაც სასტარტო ბიუჯეტში მითითებული ექვსთვიანი პერიოდი დასრულდება.