CAT Labs: ციფრული ატივების უსაფრთხოების სადარაჯოზე
ანალიტიკური კომპანია Cybersecurity Ventures-ის მონაცემებით, კიბერდანაშაულებისაგან მიღებული ზარალი ყოველწლიურად 15%-ით გაიზრდება და 2025 წლისთვის წელიწადში 10.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. სახელმწიფო და კერძო ინვესტორების აქტივების დაცვას სტარტაპი CAT Labs-ი აპირებს.
CAT Labs - ამბიციური პროექტი, რომელიც ქმნის კრიპტოდანაშაულთან ბრძოლის ინსტრუმენტებს. სტარტაპის სამიზნე აუდიტორია როგორც სახელმწიფო ორგანიზაციები, ასევე კერძო კრიპტო კომპანიები არიან.
წყარო: twitter.com/CatCryptoLabs
CAT Labs-ის შესაძლებობები
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სასამართლო ექსპერტიზის, ციფრული აქტივების აღდგენისა და კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტებს. დეველოპერების მოლოდინია, რომ ისინი დაეხმარებიან სამთავრობო უწყებებსა და პოლიციის სამმართველოებს აშშ-სა და მოკავშირე სახელმწიფოებში აქტუალური პრობლემური ამოცანების გადაჭრაში, კერძოდ:
- მოპარული ციფრული აქტივების ძებნა;
- იდენტიფიცირება და ანალიზი;
- აქტივების ამოღება;
- ინვესტორების დაცვა კიბერდამნაშავეებისგან.
CAT Labs-ის მთავარი ამოცანაა გატეხის პრევენცია. სტარტაპი მუშაობს ინვესტორთა დაცვის მომსახურების ფართო სპექტრის შექმნაზე, რომელიც მოიცავს კიბერუსაფრთხოების მხარდამჭერ ძირითად გადაწყვეტილებებს და ვიწრო სპეციალიზებულ პროგრამებს.
ამჟამად, მოწყვლადობის აღმოფხვრისა და კიბერმდგრადობის გაძლიერების მიზნით CAT Labs-ი კერძო კრიპტოსექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობს.
სტარტაპის პირველ კლიენტებს შორისაა ბლოკჩეინების შემუშავების ლაბორატორია Rand Labs-ი, რომელიც Algorand ტექნოლოგიაზეა სპეციალიზებული. კერძოდ, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო Algorand MyAlgo საფულის 9,2 მილიონი დოლარის ექსპლოიტის საქმის გამოძიებაში.
ჩვენ, CAT Labs-ში ვხედავთ განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის წარმოუდგენელ პოტენციალს, როგორც ციფრული სამყაროს მომავალს. ჩვენი კრიპტოკრიმინალისტებისა და კიბერუსაფრთხოების პროფესიონალების ელიტარული გუნდი დაუღალავად მუშაობს იმისთვის, რომ ინდუსტრია უსაფრთხო და სანდო გავხადოთ, ისეთი ინსტრუმენტების შექმნით, რომელიც სამართალდამცავებს საშუალებას მისცემს ებრძოლონ კრიპტოსფეროსთან დაკავშირებულ დანაშაულს და ინვესტორები ციფრული აქტივების ქურდობისაგან დაიცვან, - ამბობს CAT Labs-ის დამფუძნებელი ლილიტა ინფანტე.
აპრილის დასაწყისში CAT Labs-მა $4.3 მლნ-ის მოზიდვა შეძლო დაფინანსების პირველადი რაუნდის ფარგლებში, რომელსაც Castle Island Ventures, Brevan Howard Digital, CMT Digital და RW3 Ventures ხელმძღვანელობენ.
გუნდი
ლილიტა ინფანტე, გენერალური დირექტორი. წარსულში - იუსტიციის სამინისტროს სპეცაგენტი, რომელმაც კიბერ გამოძიების პირველი ოფიციალური სამიზნე ჯგუფი შექმნა. სპეციალიზებულია კრიპტოვალუტებსა და დარქნეტში. ლილიტა ინფანტე ექსპერტია ბლოკჩეინის კრიმინალისტური ანალიზის სფეროში. წარსულში ის ხელმძღვანელობდა კრიპტოგრაფიასთან დაკავშირებულ გამოძიებებს, მათ შორის Hydra Market-ის – დარკნეტის ყველაზე დიდი ბაზრის საქმეს, რომელიც კრიპტოვალუტის გათეთრების ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა იყო.
კრიპტოკრიმინალისტიკისა და კიბერუსაფრთხოების სპეცრაზმის გუნდში ასევე არიან:
- ური სტავი, Digital Currency Group-ის უსაფრთხოებისა და განვითარების ყოფილი დირექტორი, ციფრული აქტივებისა და ბლოკჩეინის უსაფრთხოების სპეციალისტი;
- მიშა ჰანინი, ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, Rangers-ის, DeepDive Technology Group-სა და Gunbrig-ის თანადამფუძნებელი;
- ჯონ ჰეისი, ციფრული კრიმინალისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, წარსულში -იუსტიციის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი;
- მონიკა არიასი, განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, Chainalysis-ის ბიზნესის განვითარების ყოფილი ხელმძღვანელი;
- როჯერ ჰოლმანი, კვლევისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, მეცნიერებათა დოქტორი დარტმუთში, კომპიუტერული უსაფრთხოების მკვლევარი სამხედრო-საზღვაო საინფორმაციო ცენტრში;
- ეველინ კრონონი, კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი, ეთიკური ჰაკერი.
ჩვენ გვაქვს ძლიერი საინვესტიციო თეზისი გამოჩენილი დამფუძნებლების მხარდაჭერის თაობაზე, რომლებიც კრიპტოინდუსტრიაში ქმნიან პროდუქტებსა და სერვისებს, რათა უკეთ აღჭურვონ საჯარო და კერძო სექტორი დამნაშავეების გამოსავლენად და უკეთ დაიცვან მათი შიდა სისტემები ქურდობისაგან. ლილიტა ინფანტე, რომელმაც მანამდე 10 წელი გაატარა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტში, როგორც სპეციალურმა აგენტმა და დააარსა იუსტიციის დეპარტამენტის მიზნობრივი ჯგუფი, რომელიც უკანონო კრიპტოვალუტური ქსელების დახურვაზე მუშაობდა, არის შესანიშნავი მეწარმე, რომელსაც შეუძლია ამ პროდუქტებისა და სერვისების ბაზარზე გატანა და ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს მისი და CAT Labs-ის მთელი გუნდის მხარდაჭერის შესაძლებლობა, - აცხადებს Venture Brevan Howard Digital-ის თანახელმძღვანელი, კოლინ სალივანი.