სქამი, რომელსაც „მხარს უჭერენ“ მასკი, CZ და ბუტერინი

icon ONE
ფოტო - სქამი, რომელსაც „მხარს უჭერენ“ მასკი, CZ და ბუტერინი
ხელოვნური ინტელექტის პროექტების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე, იმ კრიპტოსქამერების აქტივობამ იმატა, რომლებიც AI-თან დაკავშირებული მონეტების პოპულარიზაციას ეწევიან. ერთ-ერთ ასეთ სქემას ტეხასის ფასიანი ქაღალდების საბჭო სხვა მარეგულირებლების მხარდაჭერით ებრძვის.
ტეხასის მარეგულირებელმა ორგანომ, ფასიანი ქაღალდების კომისრის ტრევის ჯ. აილსის ხელმძღვანელობით, გასცა ბრძანება, რომ შეჩერებულიყო გორაციუ ჩარლი კარაგაჩანის საინვესტიციო სქემა და მისი პროექტები, The Shark of Wall Street და hedge4.ai.

კარაგაჩანის საქმიანობას  არა მხოლოდ ტეხასის ფასიანი ქაღალდების საბჭო, არამედ ნიუ-ჯერსის ფასიანი ქაღალდების ბიურო, კენტუკის ფინანსური ინსტიტუტების დეპარტამენტი, ალაბამას ფასიანი ქაღალდების კომისია და მონტანას სახელმწიფო აუდიტორი ეწინააღმდეგებიან.
ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია hedge4.ai წყარო: https://twitter.com/Hedge4A

ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია hedge4.ai წყარო: https://twitter.com/Hedge4A

კარაგაჩანის თქმით, The Shark of Wall Street და Hedge4.ai ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიებია. პროექტების პოზიციონირება ხდება, როგორც "100x სტარტაპი", "ჯაშუშური სააგენტო" და "პეპეს მკვლელები". მათი სპეციალისტები არიან ეთიკური ჰაკერები და მანქანური სწავლების პროგრამისტები.

პროექტების მთავარი კომპონენტია კრიპტოვალუტა TruthGPT Coin. შემქმნელების თქმით, ის ილონ მასკის AI ტექნოლოგიას ეფუძნება. მის შესაძლებლობებს შორისაა ვირტუალური აქტივების ანალიზი, მათი ღირებულების პროგნოზირება და მომგებიანი და თაღლითური ინვესტიციების გამოვლენა. The Shark of Wall Street-ისა და Hedge4.ai-ის ერთ-ერთი მთავარი  კოზირია TruthGPT Coin-ის მომგებიანობა. მონეტების მფლობელებს არწმუნებენ, რომ მათი ფასი ათეულ ათასჯერ გაიზრდება.

თუმცა, ეს არ არის ყველა ის უპირატესობა, რასაც დეველოპერები  პოტენციურ ინვესტორებს აჩვენებენ. ისინი იყენებენ ილონ მასკის ანიმირებულ ავატარებს, რომელიც თითქოს მხარს უჭერს პროექტებს, ხოლო ტოკენის ვებსაიტზე შეგეძლოთ გეპოვათ განცხადებები მონეტასთან ვიტალიკ ბუტერინის და  CZ-ის კავშირის შესახებ. სტატიის წერის მომენტისთვის საიტის ჩამოტვირთვა შეუძლებელია, ხოლო გახსნილ გვერდზე შემდეგი შეტყობინების წაკითხვაა შესაძლებელი:
ჩვენ ვწყვეტთ ამ პროექტის განვითარებას. ჩვენ უარს ვამბობთ ამ პროექტზე. ჩვენ ვწყვეტთ ყველა შემუშავებას. არ შეიძინით ილონ მასკის AI და TruthGPT-ის ტოკენები. LP დაბლოკილია, თქვენ შეძლებთ მის გაყიდვას, როცა მოისურვებთ. ჩვენ უარს ვაცხადებთ ლიკვიდობასთან დაკავშირებულ საკუთრების უფლებაზე.
ტეხასის მარეგულირებლის დადგენილების შემდეგ  TruthGPT Coin-ის საიტის ჩამოტვირთვა შეუძლებელია.  წყარო: https://truthgptc.com/

ტეხასის მარეგულირებლის დადგენილების შემდეგ TruthGPT Coin-ის საიტის ჩამოტვირთვა შეუძლებელია. წყარო: https://truthgptc.com/

მარეგულირებლები ირწმუნებიან, რომ კარაგაჩანის მიერ მართული კომპანიები ICO-ს ფარგლებში მონეტებს ათავსებდნენ Ethereum-სა და Binance Smart Chain-ზე . სოციალურ ქსელებსა და თემატურ საიტებზე აქტიურად ტარდებოდა სარეკლამო კამპანიები, რომლებიც არწმუნებდნენ ინვესტორებს კრიპტოვალუტის პოტენციალში და მომავალში მისი ფასის ასჯერ და ათასჯერ გაზრდაში. სინამდვილეში, TruthGPT Coin არასოდეს ყოფილა ძირითად კრიპტობირჟებზე წარმოდგენილი და მისი ფაქტობრივი ღირებულება ნულის ტოლია.

TruthGPT Coin-ს არ გაუვლია რეგისტრაცია ტეხასში, ხოლო კარაგაჩანს, The Shark of Wall Street-სა და Hedge4.ai-ს არ გააჩნიათ ოფიციალური დილერების ან აგენტების სტატუსი. მათ აქვთ უფლება 30 დღის განმავლობაში საქმის განხილვა მოითხოვონ.