Shibarium-ის ამოქმედებამ FUD-ი გამოიწვია
Shibarium-ის ამოქმედებას ყველა მედია გამოეხმაურა, მაგრამ, მოსალოდნელისგან განსხვავებული მიზეზით.
11 მარტს, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მიმკოინმა Shiba Token აამოქმედა Shibarium - Layer-2 (L2) ბლოკჩეინი, რომელიც ციფრული პროდუქტის შექმნის, ერთრანგიანი ტრანზაქციების და სხვა საბაზისო ფუნქციებს განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
ბლოგში Shib-ის ენთუზიასტები ამ ამოქმედებას აღწერენ, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას სისტემის შემუშავებისთვის და ხაზს უსვამენ, რომ „შიბარიელები მიჰყვებოდნენ მოძველებულ სისტემებსა და კონტროლის მეთოდებს, რომლებიც Shibkind-ს აზარალებს“.
”როგორც ხელმძღვანელი, მე ვიზიარებდი Ryoshi ფუნდამენტურ ხედვას Shib-ის უფრო მსხვილი ეკოსისტემის შექმნასთან დაკავშირებით და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არის პირველი ნაბიჯი გლობალურ მოძრაობაში, რომლის მიზანია კონტროლის ბოროტად გამოყენების ციკლის დასრულება დეცენტრალიზაციის ძალის მეშვეობით”, - ნათქვამია ბლოგში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
Twitter-ში ატეხილი ხმაურის მიუხედავად, გაშვებას ფასის მყისიერი ზრდა არ მოჰყოლია. Coinmarketcap-ის მონაცემები აჩვენებს, რომ მაშინ, როდესაც ძირითადი კრიპტოვალუტები, მათ შორის ბიტკოინი, 30 ათასამდე იზრდება, SHIB უარყოფით დინამიკას აჩვენებს.
წყარო: Coinmarketcap
ტოკენის ღირებულების დაცემა გამოიწვია შეტყობინებამ FUD-ის შესახებ. ეს დაიწყო მაშინ, როდესაც Shiba Inu-ს Discord-არხის მონაწილემ აღნიშნა, რომ Shibarium-ის ჯაჭვის იდენტიფიკატორს Rinia-ის ტესტნეტის ბლოკჩეინის ანალოგიური იდენტიფიკატორი აქვს. ის აგრძელებდა მტკიცებას, რომ Shibarium-მა უბრალოდ დააკოპირა გენეზის-ფაილი Rinia-ს ქსელიდან - ვარაუდი, რომელიც Shibarium-მა უარყო.
პასუხად, ლუსიმ, რომელიც საკუთარ თავს Shiba-ს ეკოსისტემის თაყვანისმცემელს უწოდებს, ტვიტერზე დაწერა, რომ კომპანია ახლა პრობლემის გადაჭრას განახლებებზე მუშაობით ცდილობს. ასევე ის ამტკიცებდა, რომ FUD-ი იდენტიფიკატორის უმნიშვნელო ხარვეზით იყო გამოწვეული.
მაგრამ, როგორც ჩანს, FUD-ი არ შეჩერებულა.
Twitter-ის მომხმარებელმა, Data Nerd-მა დაწერა: ”$SHIB L2-ის ახალი ქსელით უკმაყოფილებამ გამოიწვია დანაკარგი, ან ზარალი 71%-ის დონეზე, როგორც მომხმარებელმა @intotheblock-მა განგვიმარტა. ეს შექმნის ძლიერ ზეწოლას გამყიდველების მხრიდან, თუ ფასი $0,000011-ზე მაღლა აიწევს. 2022 წლიდან მცირდება Telegram-ის აქტივობაც”.
წყარო: Twitter
ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილმა ანალიტიკურმა ინსტრუმენტმა Into the Block პოსტი გადააზიარა და მას დაეთანხმა.
მანამდე GNcrypto წერდა, რომ იუთუბერი BitBoy Crypto იმუქრებოდა SHIB-ის დამფუძნებლის ვინაობის გამხელით.