Terra აცხადებს, რომ არ იცის როდის გადაიხდის თანხებს

icon LUNA
icon FOR
ფოტო - Terra აცხადებს, რომ არ იცის როდის გადაიხდის თანხებს
ფონდი Luna Foundation Guard (LFG), რომელიც სპეციალიზირებულია Terra-ს ეკოსისტემაზე, აცხადებს, რომ არ შეუძლია ინვესტორებს შორის აქტივების გადანაწილების ვადების დასახელება.
7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ტვიტში LFG-მ განაცხადა, რომ „მიმდინარე და მომავალი, მუქარის შემცველი სამართალწარმოება“ არის მისი სახსრების აღდგენის შეუძლებლობის ძირითადი მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ ფონდის რეზერვები მაისში ბაზრის ჩამოშლამდე 4 მილიარდ დოლარზე მეტ აქტივს შეადგენდა.

„მას შემდეგ, რაც $UST მაისში გამოეყო,  LFG აქტივების მიმართ და მათი გადანაწილების მიმართ პროგნოზირებადი ინტერესი გაჩნდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი მიზანია გავანაწილოთ LFG-ის დარჩენილი აქტივები მათ შორის, ვინც დაზარალდა გამოყოფის შედეგად, პირველ რიგში მცირე მფლობელებზეა საუბარი, ”- აღიარებს ფონდი.

ამასთანავე ის ამბობს, რომ "ამჟამად გადახდები შეუძლებელია".
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები გადაუჭრელი რჩება, მათი გადაწყვეტისთვის ვადის დადგენა შეუძლებელია [...] ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ განვახორციელებთ ყველა საწყის გეგმას და ვინც ამას თვალყურს ადევნებს, პირველი შეიტყობს ახალი მოვლენების შესახებ
- აცხადებენ ფონდში.
ტვიტებზე რეაქცია, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითი გახლდათ, კრიპტომომხმარებლები წერდნენ, რომ ფონდს და Terra-ს თანადამფუძნებელს დო კვონს დიდი ხნის წინ შეეძლოთ ამ ამოცანის გადაჭრა, და არ დაეწყოთ განტევების ვაცის ძებნა.

იმავდროულად, დო კვონი, რომელიც, სავარაუდოდ, გაქცეულია, თუმცა მან ერთ-ერთ ტვიტში დაწმუნებით დაწერა, რომ მისი მხრიდან დასამალავად "არანაირ ძალისხმევას ადგილი არ ჰქონია".

5 ოქტომბერს პროკურორატურამ Terraform Labs-ის ბიზნეს ხელმძღვანელის, იუ მოს დაპატიმრების ორდერი გასცა, რის შედეგადაც ის სამხრეთ კორეაში დააკავეს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლემ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მანამდე GNcrypto-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Terra-ს პომპა ხანმოკლე აღმოჩნდა.

Terra მაისში მას შემდეგ ჩამოიშალა, რაც სტეიბილკოინი TerraUSD აშშ დოლარს გამოეყო, ხოლო დო კვონმა სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ ბრალდებები უარყო.