FOMO – მდგომარეობაა, რომელიც ბევრი კრიპტოინვესტორისთვის არის ნაცნობი. პოტენციური მოგების გამოტოვების პანიკური შიში Web3 სივრცეში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
FOMO (fear of missing out) იწვევს აკვიატებულ აზრებს, შფოთვას და გარკვეული საკითხებით შეპყრობას, რაც უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ადამიანის მდგომარეობაზე, არამედ მის ურთიერთობაზე სხვებთან.
JOMO (joy of missing out) ერთადერთი ეფექტიანი ანტიდოტია, რომელიც დაეხმარება ტრეიდერებს ისევ დატკბნენ „მომენტით“ და რაიმეს გამოტოვებას არ შეუშინდნენ. NFT საქველმოქმედო კოლექცია The JOMO Effect შექმნილია პოზიტიური ფენომენის პოპულარიზაციისთვის.
წყარო: peaceinside.live/jomo
პროექტის შემქმნელები არიან ისეთი ცნობილი პლატფორმები, როგორიცაა Peace Inside Live, TIME Pieces NFT საზოგადოება, დიპაკ ჩოპრას Web3 პლატფორმა Seva.Love. Magic Eden NFT-მარკეტპლეისი, პროექტები Adam Bomb Squad და Polygon Labs. მათ უნდა მოიზიდონ 40 ახალბედა და ცნობილი ციფრული ხელოვანი, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებში ხორცს შეასხამენ გულწრფელ სიხარულს.
NFT The JOMO Effect-ის მინტინგი 10 მაისისთვისაა დაგეგმილი. თარიღი შემთხვევითი არ არის: მაისი არის ფსიქიკურ ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე. ორგანიზატორების თქმით, ეს პერიოდი საუკეთესო დროა Web3-ის მომხმარებლების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და ბრძოლისთვის სტიგმატიზაციის წინააღმდეგ.
JOMO Effect-თან თანამშრომლობა არის Web3 სივრცეში საზოგადოებასა და კეთილდღეობაზე ჩვენი მუდმივი ზრუნვის ნაწილი, ასევე ეს არის მუშაობა უფრო მდგრადი, მშვიდობიანი, ჯანსაღი და მხიარული სამყაროს შესაქმნელად, - განაცხადა დიპაკ ჩოპრამ, ამერიკელმა ექიმმა და მწერალმა, რომელსაც ეკუთვნის წიგნები სულიერებასა და არატრადიციული მედიცინის შესახებ.
The JOMO Effect: არა მხოლოდ ქველმოქმედება, არამედ უპირატესობები
ბედნიერების კოლექციის თითოეული NFT-ს ღირებულება დაახლოებით 30-40 MATIC-ს (~34-46 USD) შეადგენს. მნიშვნელოვანი სოციალური თემის პოპულარიზაციაში მონაწილეობით, ციფრული ხელოვნების ნიმუშების მფლობელები ორგანიზატორებისგან დამატებით ბონუსებს მიიღებენ.
მაგალითად, Seva.Love პლატფორმა უზრუნველყოფს წვდომას ექსკლუზიურ Soul of Leadership პროგრამაზე და დიპაკ ჩოპრასთან და Chopra Foundation-ის გუნდის სხვა წევრებთან ონლაინ-მედიტაციას ჩაატარებს. Peace Inside Live გაუხსნის NFT-ის მფლობელებს აუდიო მედიტაციებისა და ვიდეო გაკვეთილების ბიბლიოთეკას ცნობიერების გაღრმავების მიზნით, ასევე შესთავაზებს 15%-იან ფასდაკლებას ჟურნალ JOMO-ზე. გარდა ამისა, საჩუქრის სახით შესაძლებელია მიიღოთ ბილეთები თემატურ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე, ასევე სერვისების პრემიუმ გამოწერა, ფასდაკლებები დომენებზე, მერჩზე და ა.შ.
თავდაპირველი გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი, Pledge.to დაფინანსების მოზიდვის პლატფორმისთვის 3%-იანი საკომისიოს გარდა, ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა:
- AAKOMA Project, არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მოზარდებისა და ფერადკანიანი ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე;
- Half The Story, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახალი თაობების ციფრულ კეთილდღეობაზე ზრუნავს;
- MINDS Foundation, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის არაკომერციული ორგანიზაცია;
- LOVELOUD Foundation, Imagine Dragons-ის სოლისტის, დენ რეინოლდსის ფონდი LGBTQ+ მოზარდებისა და მათი ოჯახებისთვის;
- AFSP, თვითმკვლელობების პრევენციის ამერიკული ფონდი.
კოლექციის მეორადი გაყიდვებიდან მიღებული მოგების განაწილება ასე ხდება: 33% მხატვრებს, 33% კომპანიას Peace Inside Live, 33% ზემოთ ჩამოთვლილ ხუთ ორგანიზაციას.
The JOMO Effect პროექტის ფარგლებში შეიქმნება ყველაზე დიდი ტელეგრამ-არხი, რომელიც მიეძღვნება ფსიქიკურ კეთილდღეობას და გამოიცემა ჟურნალი JOMO. ორგანიზატორები ასევე გეგმავენ FOMO TO JOMO მოტივაციური ოფლაინ სემინარების გამართვას ბიზნესისთვის და თემატური კონფერენციების მონაწილეებისთვის.