სეულის სასამართლომ დანიელ შინის დაკავების ორდერი არ დააკმაყოფილა

icon FOR
ფოტო - სეულის სასამართლომ დანიელ შინის დაკავების ორდერი არ დააკმაყოფილა
სამხრეთ კორეის პროკურატურა დროს არ კარგავს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ Terraform Labs-ის ტოპ-მენეჯმენტი და წამყვანი დეველოპერები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. პროკურორების დაჟინების მიუხედავად, სეულის სასამართლომ დანიელ შინისა და საქმის კიდევ 7 მონაწილის დაკავების ორდერის გაცემა არ დააკამყოფილა.
შემოდგომის დასასრული Terraform Labs-ის გუნდის წევრებისთვის მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა. მართალია, მათი უმეტესობა სამხრეთ კორეის პროკურატურის დადგენილებებთან იყო დაკავშირებული. Terraform Labs-ის კატასტროფაზე მიმდინარე გამოძიების დროს პროკურორებმა ჯერ პლატფორმის თანადამფუძნებლის, დანიელ შინის აქტივები გაყინეს, 30 ნოემბერს კი მისი, სამი ინვესტორისა და ოთხი დეველოპერის დაკავების ორდერები მოითხოვეს. 

შინს ინვესტორების ინფორმირების გარეშე წინასწარ გამოშვებული ტოკენების, LUNA-ს შენახვასა და გაბერილი ღირებულებით გაყიდვის შემდეგ $105 მილიონის ოდენობის უკანონო მოგების მიღებაში ადანაშაულებენ. პროკურორები ასევე აცხადებენ რომ დო კვონის მეგობარმა დაარღვია კანონი ელექტრონული ფინანსური ტრანზაქციების შესახებ, როდესაც LUNA-ს წინსვლისთვის თავისი ფინტექ ფირმა CHAI Corporation-ის კლიენტების კონფიდენციალური მონაცემები გამოიყენა. თავად Terraform Labs კი თაღლითური სქემების ორგანიზებასა და გადასახადებისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. 

თუმცა, კრიპტოპლატფორმის კრახის საქმეზე დანიელ შინისა და შვიდი ბრალდებულის დაკავების ორდერის გაცემა სეულის სამხრეთის საოლქო სასამართლომ 3 დეკემბერს არ დააკმაყოფილა. განჩინებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების მსვლელობისას Terraform Labs-ის თანადამფუძნებლის ქცევა მისი შესაძლო გაქცევის, ან მტკიცებულებების განადგურების ალბათობის საფუძველს არ იძლევა. ორდერის გაცემაზე უარის თქმის დამატებით არგუმენტად სასამართლომ ბრალდებულისთვის საკუთარი უფლებების დაცვის კანონიერი შესაძლებლობის უზრუნველყოფა დაასახელა. 

მოვლენების ასეთი განვითარება პროკურატურისთვის სრულიად მოულოდნელი და ამოუხსნელი გახდა. პროკურორები აღიარებენ, მათთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება რთულად გასაგებია. ბრალდებების სერიოზულობის გათვალისწინებით, ისინი დანებებას არ აპირებენ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შინის დაკავების კიდევ ერთი ორდერი გაიცემა. 
რა რეაქცია ჰქონდათ სასამართლოს პოზიციაზე საქმის სხვა მონაწილეებს? ბრალდებულის ადვოკატების აზრით, მოსამართლის განაჩენი, შესაძლოა, "საღ აზრად" იყოს შეფასებული. Terraform Labs-ში ასევე პროკურორების მიკერძოებულობაში არიან დარწმუნებულები: 
[სასამართლოს გადაწყვეტილება] პროკურატურის მოთხოვნების უსაფუძვლობის ილუსტრირებას ახდენს. მას შემდეგ, რაც ეს ბრალდებები წარსულს ჩაბარდა, ჩვენ Terra-ს მომავლის მშენებლობასა და ბლოკჩეინის გაშვებასა და მასშტაბირებისთვის Web3-ში საუკეთესო ეკოსისტემის შემუშავებაზე მოვახდინეთ ფოკუსირება

Sidebar ad banner
Recommended